თბილისის ჩემპიონატი 13-წლამდელთა შორის დაიწყო
დღეს, 53-ე საჯარო სკოლის დარბაზში თბილისის 13-წლამდელთა ჩემპიონატი დაიწყო. ტურნირი “თბილისის კალათბურთის განვითარების კავშირისა” და საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის მიერ არის ორგანიზებული. ჩემპიონატში 16 გუნდი მონაწილეობს და მისი მიზანი დედაქალაქის ჩემპიონის გამოვლენასთან ერთად საქართელოს პირველობისთვის გუნდების შერჩვაა.
13-წლამდელთა ჩემპიონატში 1 გუნდი კონკურსგარეშე მონაწილეობს. სათამაშო პრაქტიკის მიღების მიზნით ორგანიზატორებმა თბილისის პირველობაზე დაუშვეს გოგონათა ოლიმპიური ნაკრები. აღნიშნული ნაკრები ცოტა ხნის წინ შეიქმნა და თბილისში 2015 წელს გასამართი ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშებისთვის ემზადება.
თბილისის 13-წლამდელთა ჩემპიონატში 16 გუნდი 3 ჯგუფში გადანაწილდა. ჯგუფური ეტაპის ფარგლებში 1 წრე გაიმართება, რის შემდეგაც თითოეული ჯგუფიდან საუკეთესო 2-2 გუნდი და 2 საუკეთესო მესამეადგილოსანი პლეი ოფში გავა. თბილისის ჩემპიონობისთვის ბრძოლას ჯგუფებში წარმატებული 8 გუნდი მეოთხედფინალიდან გააგრძელებს.
თბილისის ჩემპიონატი ამავდროულად საქართველოს პირველობის საკვალიფიკციო ეტაპია. დედაქალაქის ჩემპიონატის საუკეთესო 10 გუნდი ქვეყნის პირველობაზე გასასვლელ საგზურებს მოიპოვებს. მეოთხედფინალში გასული გუნდები ავტომატურად გავლენ საქართველოს ჩემპიონატზე, ხოლო დარჩენილი 2 საგზურისთვის ჯგუფებში მე-4 ადგილზე გასული გუნდები უარესი შედეგის მქონე მესამეასდგილოსანთან ერთად იბრძოლებენ. თბილისის ჩემპიონატის მეოთხედფინალებთან ერთად სტარტს აიღებს საკვალიფიკაციო ეტაპი, სადაც 4 გუნდი დაწყვილდება და 2 გამარჯვებული საქართველოს პირველობაზე ასპარეზობის უფლებას მოიპოვებს.
თბილისის 13-წლამდელთა ჩემპიონატის მატჩები საკალათბურთო აკადემიაში, სპორტის სასახლესა და 53-ე სკოლაში გაიმართება. დღეს 6 შეხვედრა 53-ე სკოლაში ჩატარდა.
თბილისის ჩემპიონატი 13-წლამდელთა შორის. 53-ე სკოლა. 26 იანვარი
“მართვე-შსს 2” – “ჰიუნდაი” 29:74
“მართვე 2” – “დინამო” 28:78
“მართვე” – “ბასტიონი” 20:0 (ბასტიონი არ გამოცხადდა)
“აკადემია” – “ვარსკვლავები” 83:25
“მართვე-შსს” – TBC 70:24
“ვესტა” – “ჰიუნდაი 2” 20:53
gbf.ge