თბილისის ჩემპიონატი 14-წლამდელთა შორის აკადემიის დარბაზში დაიწყო
გუშინ საკალათბურთო აკადემიის დარბაზში თბილისის 14-წლამდელთა ჩემპიონატი დაიწყო. ტურნირის ორგანიზებაში თბილისის კალათბურთის განვითარების კავშირს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია ეხმარება. დედაქალაქის პირველობები უკვე ჩატარდა 16 და 18-წლამდელთა შორის, სადაც საუკეთსო გუნდებმა საქართველოს ჩემპიონატში მონაწილეობის უფლება მოიპოვეს.
14-წლამდელთა ჩემპიონატიც ანალოგიური ფორმატით ტარდება. დედაქალაქის პირველობის საუკეთსო 10 გუნდი საქართველოს ჩემპიონატში მონაწილეობის უფლებას მიიღებს. თბილისის ჩემპიონატში 15 გუნდი მონაწილეობს, რომლებიც 3 ჯგუფში არიან განაწილებულნი. თითო ჯგუფიდან 2 საუკეთსო და 2 საუკეთსო მესამეადგილოსანი (ჯამში 8 გუნდი) მეოთხედფინალში გავა და დედაქალაქის საუკეთსო გუნდის ტიტულისთვის ბრძოლას პლეიოფის სისტემით განაგრძობს.
პლეი ოფის ყველა სტადიაზე გამარჯვება 1 მოგებამდეა. თითოეული ჯგუფის მეოთხეადგილოსნები და პლუს 1 უარესი შედეგის მქონე მესამეადგილოსანი ბრძოლას საქართველოს ჩემპიონატის საგზურებისთვის განაგრძობენ. ეს 4 გუნდი წინასწარ შედგენილი ფორმატის შესაბამისად დაწყვილდება და გამარჯვებული 2 გუნდი ქვეყნის პირველობაზე გავა.
გუშინ აკადემიის დარბაზში 3 მატჩი გაიმართა, რომელთა შედეგებსაც ქვემოთ გთავაზობთ:
26 ნოემბერი, საკალათბურთო აკადემია
აკადემია-1 – ზაზა-მართვე 99:23
აკადემია-2 – ჰიუნდაი 28:94
აკადემია-3 – ბასტიონი 62:74
GBF.GE