თბილისის ჩემპიონატი – ფინალისტების ვინაობა ცნობილია
თბილისის 18-წლამდელთა ჩემპიონატის ფინალისტები ცნობილნი არიან. დედაქალაქის საუკეთესო გუნდის წოდებისთვის ერთმანეთს “აკადემია” და შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის გუნდი შეეცილებიან. ფინალური შეხვედრის დრო და ადგილი შეიცვალა. ნაცვლად 4 ნოემბრისა, თბილისის ჩემპიონატის ფინალი და მესამე ადგილისთვის მატჩი 7 ნოემბერს, საკალათბურთო აკადემიაში გაიმართება.
დღევანდელ ნახევარფინალებში კი ბრძოლა არ შედგა. “აკადემიამ” 75:51 დაამარცხა “მაკაბი”, ხოლო “შსს-აკადემიამ” “ჰიუნდაის” 81:59 აჯობა. გამარჯვებული გუნდები 7 ნოემბერს თბილისის ჩემპიონს გამოავლენენ, ხოლო “მაკაბი” და “ჰიუნდაი” მესამე ადგილს გაითამაშებენ.
დღესვე გამოვლინდა ის 2 გუნდი, რომლებიც საქართველოს ჩემპიონატის საგზურები მოიპოვეს. შეგახსენებთ, რომ თბილისის ჩემპიონატის პლეი ოფში ვერგასულმა 8 გუნდმა ბრძოლა ქვეყნის პირველობის 2 საგზურისთვის გააგრძელა. საგზურები “არმიამ” და “ნიკეამ” მოიპოვეს.
საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ოფიციალური საიტი