თბილისის ჩემპიონატზე მეოთხედფინალისტები გამოვლინდნენ
დასრულდა თბილისის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპი, რომელმაც ის ის 8 გუნდი გაარკვია, რომლებიც დედაქალაქის ჩემპიონის გამოსავლენად გააგრძელებენ ბრძოლას.
თბილისის პირველობა ამავდროულად საქართველოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირიცაა. პლეი ოფში გასულმა 8 გუნდმა ქვეყნის პირველობის საგზურები მოიპოვა. გასარკვევია კიდევ 2 გუნდი, რომლებიც საქართველოს ჩემპიონატზე გავლენ. მათ გამოსავლენად ცალკე საკვალიფიკაციო ტურნირი ჩატარდება, რომელში მონაწილეობასაც ჯგუფებში III და IV ადგილებზე გასული გუნდები მიიღებენ.
17 ოქტომბერს საკალათბურთო აკადემიაში გამართულმა ბოლო ტურის მატჩებმა საბოლოო სახე მისცა პლეი ოფსა და საკვალიფიკაციო ეტაპს. საკვანძო მატჩები გახლდათ „არმია“ – „ზაზა 1“ და „მართვე 1“-„ვესტა“. პირველ წყვილში გამარჯვებული ჯგუფში მეორე ადგილზე გადიოდა. დაძაბულ, ოვერტაიმიან მატჩში „ზაზა 1“-მა 79:72 დაამარცხა „არმია“ და პლეი ოფში გავიდა.
„ვესტას“ „მართვე 1“-თან გამარჯვება პლეი ოფის საგზურს უნაღდებდა, მაგრამ დამარცხდა და ჯგუფში მეორე ადგილი „იმედმა“ დაიკავა. დანარჩენ მატჩებში მოსალოდნელი შედეგები დაფიქსირდა – ფავორიტებმა ჯგუფებში I-II ადგილები გაინაწილეს, შედარებით სუსტები კი საქართველოს ჩემპიონატის დარჩენილი 2 საგზურისთვის იბრძოლებენ. გთავაზობთ საბოლოო ცხრილებსა და პლეი ოფის, ასევე საკვალიფიკაციო ეტაპის ბადეებს.
17 ოქტომბერი. საკალათბურთო აკადემია
ჩაუქი – კნაუფ-აკადემია 22:119
არმია – ზაზა1 72:79
ჰიუნდაი 3 – იმედი 32:56
ვესტა – მართე 1 46:73
აკადემია 3 – დინამო 30:88
მართვე 3 – შსს 1 74:45
შენიშვნა: თ – თამაში, მ – მოგება, წ – წაგება, ქ – ქულა, ა – ადგილი
საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ოფიციალური საიტი