თბილისის ჩემპიონი 18-წლამდელებს შორის “შსს-აკადემია” გახდა

თარიღი: ნოემბერი 7, 2013

თბილისის ჩემპიონი შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის გუნდი გახდა, რომელმაც ფინალში “აკადემიას” შანსი არ დაუტოვა – 95:61. გიორგი ნიკოლაძის გაწვრთნილმა შსს-ელებმა დედაქალაქის პირველობა ისე მოიგეს, წინააღმდეგობა არ შეხვედრიათ. “ძალოვნებმა” ტურნირის ყველა მატჩში ისე იმარჯვეს, თავისთის ძალა არ დაუტანებიათ.

თბილისის პირველობაზე შსს-მ “აკადემია” მეორედ დაამარცხა. ეს გუნდები ჯგუფშიც ერთად იყვნენ და ის შეხვედრა “ძალოვნებმა” 75:48 მოიგეს. მას შემდეგ ამ გუნდებმა ყველა შეხვედრა მოიგეს და ერთმანეთს კვლავ – ამჯერად ფინალში შეხვდნენ. პირველ მეოთხედში შედარებით თანაბარი ბრძოლა იყო, თუმცა მეორე პერიოდიდან “შსს აკადემიამ” დიდი უპირატესობა მოიპოვა და თამაშის ბოლომდე ხელიდან აღარ გაუშვია.

ჩემპიონებს ვილი ისიანმა 36 ქულითა და 17 მოხსნით ულიდერა. ისიანი თბილისის ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს და ფინალის შემდეგ საგანგებო პრიზითაც დააჯილდოვეს. პრიზი იყო დაწესებული ტურნირის ბომბარდირისთვის, რომელიც “მაკაბის” ლიდერი – მაიზერ რევაზაშვილი გახდა მატჩში საშუალოდ მოგროვებული 49,4 ქულით.

მესამე ადგილისთვის მატჩში “ჰიუნდაიმ” რევაზაშვილის “მაკაბი” 30 ქულის სხვაობით – 95:65 დაამარცხა. საინტერესოა, რომ “მაკაბის” 65 ქულიდან მაიზერ რევაზაშვილის ანგარიშზე 54 იყო. “ჰიუნდაიში” კი საუკეთესო შედეგი ნიკა ლომიძემ აჩვენა – 23 ქულა, 11 მოხსნა, 7 პასი, 5 ჩაჭრა.

პრიზიორი გუნდები თბილისის კალათბურთის განვითარების კავშირის ხელმძღვანელებმა დააჯილდოვეს. ჩემპიონებს თასი აღნიშნული ორგანიზაციის ვიცე-პრეზიდენტმა, კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტობის ერთ-ერთმა კანდიდატმა, მიხეილ გაბრიჩიძემ გადასცა.

შეგახსენებთ, რომ თბილისის პირველობის საუკეთესო 10-მა გუნდმა საქართველოს 18-წლამდელთა ჩემპიონატის საგზურები მოიპოვა. ამ 10-ს დაემატება საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები და 8 გუნდი რეგიონიდან, რომლებიც 14 ნოემბრიდან საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში ჩაებმებიან.

18-წლამდელთა თბილისის ჩემპიონატი. საკალათბურთო აკადემია. 7 ნოემბერი

ფინალი

აკადემია – შსს აკადემია 61:95 (18:25, 8:17, 18:24, 17:29)

აკადემია: თევდორაშვუილი (16), დარბაიძე (14), გიორგაძე (14 ქულა, 10 მოხსნა)

შსს: ისიანი (36 ქულა, 17 მოხსნა), გუგეშაშვილი (21), ნადარაია (11), გოგალაძე (10)

მე-3 ადგილისთვის

მაკაბი – ჰიუნდაი 65:95 (12:20, 11:27, 18:18, 24:30)

მაკაბი: რევაზაშვილი (54 ქულა, 19 მოხსნა), ხოსიტაშვილი (5)

ჰიუნდაი: ლომიძე (23 ქულა, 11 მოხსნა, 7 პასი, 5 ჩაჭრა), ჩხეიძე (18), გელდიაშვილი (16)

საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ოფიციალური საიტი



მსგავსი სიახლეები
სხვადასხვა

მომენტი, რომელიც ყველას გამორჩა – როგორ შეაშინა მერაბმა იანი? (ვიდეო)

მერაბ დვალიშვილმა რუს პიოტრ იანს უშანსოდ მოუგო. დამარცხების შემდეგ იანი ისეთი შეშინებული ჩანდა, მერაბის ხელის […]...
წაკითხვა
კალათბურთი

გია მურღულია: “როცა ბურთს კალათში ვერ აგდებ, ღმერთს კი არ უნდა ახედო, ცოტა მეტი უნდა

ცნობილმა ქართველმა ფილოლოგმა გია მურღულიამ საქართველოს საკალათბურთო ნაკრების შესახებ სოციალურ ქსელში ვრცლად დაწერა. “როცა ბურთს […]...
წაკითხვა
კალათბურთი

ერთადერთი შანსი – რა შემთხვევაში გავა საქართველოს ნაკრები პლეი-ოფში?

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ბულგარეთთან 92-80 წააგო და შემდეგ ეტაპზე გასასვლელად საქმე ძალიან გაირთულა. ნაკრები პლეი-ოფში […]...
წაკითხვა
კალათბურთი

FIBA-მ თურქეთის ნაკრების საჩივარი არ დააკმაყოფილა!

FIBA თურქეთის ნაკრების საჩივრის საპასუხოდ განცხადებას ავრცელებს. “მას შემდეგ, რაც შევისწავლეთ ყველა მატერიალური მტკიცებულება, ვასკვნით […...
წაკითხვა
კალათბურთი

კობახიძე კრიტიკოსებს პასუხობს: “ეს აჩვენებს იმას, რომ სპორტში საერთოდ ვერ ერკვევიან

“ქართული ოცნების” თავჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ევრობასკეტის გახსნით მატჩზე მის მაისურთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. კობახიძე კალათბუ...
წაკითხვა
კალათბურთი

კორკმაზი: “ეს ქუჩური ჩხუბივით იყო – ამას არავის გავუტარებდი”

თურქეთის ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერი ფურან კორკმაზი დუდა სანაძესთან მის დაპირისპირებას გამოეხმაურა. “თქვენ მხოლოდ მცირე ნაწილი […]...
წაკითხვა
კალათბურთი

დუდა სანაძე: “დამიყვირა, რომ გასახდელში მნახავდა”

დუდა სანაძემ თურქეთის ნაკრების კალათბურთელთან, ფურკან კორკამზთან მომხდარ ინციდენტზე კომენტარი გააკეთა. “მე ვუთხარი, რომ სულელური […]...
წაკითხვა
კალათბურთი

თურქეთის ნაკრების მწვრთნელი: “1 თურქის წინააღმდეგ 3 ქართველი მოდიოდა”

თურქეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ერგინ ატამანი მსაჯმა გააძევა, ამიტომ, მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე მისი ასისტენტი გამოვიდა. […]...
წაკითხვა
კალათბურთი

რომან გოცირიძე: “ევრობასკეტი ფინანსური კრახით დამთავრდება”

პარლამენტარი რომან გოცირიძე ახალი სპორტის სასახლის შესახებ გამოთქმულ პრობლემებს ეხმაურება. “ახალ სპორტის სასახლეში, რომლის აშენებაში […]...
წაკითხვა
კალათბურთი

ზურაბიშვილი: “ღმერთმა არ ქნას როდესმე ამ დარბაზში ხანძარი ან რამე ემერჯენსი მოხდეს&#

კომენტატორმა გიორგი ზურაბიშვილმა საქართველო – ბელგიის მატჩის შემდეგ ახალი სპორტის სასახლის პრობლემებზე სოციალურ ქსელში დაწერა. […]...
წაკითხვა
კალათბურთი

თურქეთის ნაკრების მწვრთნელი: “თბილისში საერთოდ რას ვაკეთებთ?”

თურქეთის ნაკრების მწვრთნელი ერგინ ატამანი თბილისში დასწრების რაოდენობით უკმაყოფილოა. “დღეს არენაზე მხოლოდ 100 გულშემატკივარი იყო. […]...
წაკითხვა
კალათბურთი

“გამარჯობა და ღამე მშვიდობისა” | FIBA-ს კომენტატორის რეაქცია რატის ჩაჭრაზე

საქართველოს ნაკრებმა მოქმედი ჩემპიონი ესპანეთის ნაკრები 82-76 დაამარცხა. 17 ქულა დააგროვა 21 წლის გამთამაშებელმა რატი […]...
წაკითხვა
კალათბურთი

შენგელიას NBA-ში დაბრუნება სურს

თორნიკე შენგელიამ “ვირტუსის” ბოლო მატჩში ტრავმა მიიღო და გარკვეულ პერიოდს გამოტოვებს. მიუხედავად მის მიმართ “ბარსელონას” [&hel...
წაკითხვა
კალათბურთი

ყველაზე ფულიანები

ინტერნეტპორტალმა “სპორტიკომ” მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენების სია გამოაქვეყნა. რეიტინგს საკალათბურთო გუნდ “ლოს-ანჯე...
წაკითხვა
კალათბურთი

ტრაგედია – ახალი სპორტის სასახლის მშენებლობაზე მუშა გარდაიცვალა

უნივერსიტეტის ქუჩაძე, სადაც ახალი სპორტის სასახლის მშენებლობა მიმდინარეობს, 27 წლის ახალგაზრდა დაიღუპა. ჯაბა ქადამაძე შიდა […]...
წაკითხვა