თორნიკე შენგელიამ სარაგოსაში 12 ქულა მოაგროვა
თორნიკე შენგელია ესპანეთის ჩემპიონატში სტაბილურად თამაშს აგრძელებს, თუმც მისი გუნდი სტაბილურად მოგებას ვერ ახერხებს. „ლაბორალ კუჩა“ მოგებებს წაგებასაც უნაცვლებს და ამჯერად რიგში უშედეგო თამაში გამოერია. ვიტორიულმა კლუბმა სტუმრად „სარაგოსასთან“ დაძაბულ ბრძოლაში – 94:105 წააგო.
ახალგაზრდა ქართველი ფორვარდი ვიტორიული კლუბის სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 25:43 წუთი გაატარა. შენგელიამ 5-დან 3 ორქულიანი და 4-დან 2 სამიანი ჩააგდო. თორნიკემ მთლიანობაში 12 ქულა, 4 მოხსნა, 2 მოხსნა და 1 დაფარება მიითვალა.
ლაბორალეთა შორის ბომბარდირი სან ემეტერიო გახდა 21 ქულით, საუკეთესო შეგედი კი მირზა ბეგიჩმა დააფიქსირა, რომელმაც 14 ქულა და 7 მოხსნა მიითვალა. გამარჯვებულთაგან 19 ქულით ბომბარდირი ჯეისონ რობინსონი გახდა.
ამ შეგედის შემდეგ შენგელიას გუნდს 4 მოგება და 8 მარცხი დაუგროვდა და ესპანეთის უმაღლეს ლიგაში მე-11 ადგილზეა. მომდევნო მატჩი ვიტორიელებს 2 იანვარს, ევროლიგის ეგიდით თურქულ „ეფესთან“ ელით, ესპანეთის ჩემპიონატში კი 4 იანვარს „ესტუდიანტესს“ უმასპინძლებენ.
gbf.ge