თორნიკე შენგელიას 20 ქულამ ვიტორიელებს “ცრვენა ზვეზდასთან” ვერ უშველა
თორნიკე შენგელია იყო ერთადერთი ნათელი წერტილი „ლაბორალ კუტჩას“ შემადგენლობაში, როცა ეს გუნდი ევროლიგის მორიგ ტურში სერბულ „ცრვენა ზვეზდას“ შეხვდა. ქართველმა ფორვარდმა შედეგიანად ითამაშა და ვიტორიულ გუნდში საუკეთესოც იყო, თუმცა ამით თავისიანებს ვერაფერი უშველა.
ბასკურმა გუნდმა შინ უპატიებელი მარცხი განიცადა. ბელგრადელებმა, რომლებსაც ლეგიონერები ნაკლებად ჰყავთ და ძირითადად ახალგაზრდა სერბი კალათბურთელებით არიან დაკომპლექტებულნი, ვიტორიაში „ლაბორალი“ 20 ქულის სხვაობით – 86:66დაამარცხეს.
თორნიკე შენგელიამ „ლაბორალში“ პირადსარეკორდო 34:32 წუთი ითამაშა და 20 ქულით ბომბარდირი ხომ გახდა, საერთო სარგებლიანობითაც საუკეთესო იყო. ქართველმა ფორვარდმა 14-დან 6 ორქულიანი და 9-დან 8 საჯარიმო ჩააგდო, 1 სამიანი კი ააცილა.
20 ქულასთან ერთად თორნიკემ 5 მოხსნა და თითო პასი, ჩაჭრა და დაფარება მიითვალა, ბურთი კი არ დაუკარგავს. შენგელიას გარდა ვერც ერთმა ვიტორიელმა 10-ქულიან ზღვარსაც კი ვერ მიაღწია. ბელგრადელთაგან საუკეთესონი ლუკა მიტროვიჩი და მაიკ ზირბესი იყვნენ.
2 მოგებით და 3 მარცხით ბასკური გუნდი 4-5 ადგილებს ლიტვურ „ნეპტუნასთან“ იყოფს. მომდევნო შეხვედრა ვიტორიელებს 20 ნოემბერს სწორედ ლიტვაში ელით.
ოლიმპიაკოსი |
5 |
0 |
374 |
329 |
45 |
ცრვენა ზვეზდა |
3 |
2 |
376 |
342 |
34 |
გალათასარაი |
2 |
3 |
389 |
392 |
-3 |
ლაბორალი |
2 |
3 |
371 |
387 |
-16 |
ნეპტუნასი |
2 |
3 |
395 |
435 |
-40 |
ვალენსია |
1 |
4 |
361 |
381 |
-20 |
gbf.ge