თორნიკე შენგელიას დებიუტი “ჩიკაგო ბულსში”
თორნიკე შენგელიას დებიუტი “ჩიკაგო ბულსში”. მას შემდეგ, რაც 2 კვირის წინ “ბრუკლინიდან” გადავიდა, 22 წლის ქართველი ფროვარდი ახალი გუნდის მაისურით მოედანზე პირველად გავიდა. შენგელიამ სიმბოლური დროით ითამაშა. ის მატჩის დასრულებამდე 2:04 წუთით ადრე გამოჩნდა მოედანზე, როცა მატჩის ბედი გადაწყვეტილი იყო.
“ჩიკაგო” ნიუ ორლეანში “პელიკანსს” ხვდებოდა და მატჩი 79:88 დათმო. ჩიკაგოელებმა სეზონის ერთ-ერთი უცუდესი შეხვედრა ჩაატარეს და არაფრით გამორჩეულ გუნდთან წააგეს. შენგელიას პოზიციაზე სასტარტო ხუთეულში მყოფმა კარლოს ბუზერმა მხოლოდ 4 ქულა ჩააგდო, კიდევ ერთმა ფორვარდმა მაიკ დანლივიმ კი თავი 6 ქულას მოუყარა.
შენგელიამ 2 წუთის განმავლობაში მხოლოდ 1 მოხსნის მოპოვება მოასწრო, როცა ორლეანელი ბრაიან რობერტსის აცილებული ბურთი მოიხელთა. ჩიკაგოელებში 23 ქულითა და 7 პასით საუკეთესო გამთამაშებელი დიჯეი აუგუსტინი იყო, სამარქაფო მეფარე ტაჯ გიბსონმა კი 17 ქულა და 10 მოხსნა დააგროვა.
“ჩიკაგოს” 23 მოგება და ამდენივე მარცხი აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში “ვაშინგტონთან” 5-6 ადგილებს იყოფს. მომდევნო მატჩს შენგელიას გუნდი 3 თებერვალს, საკრამენტოში გამართავს.
GBF.GE