თორნიკე შენგელიას ემოცია მადრიდის “რეალთან” ტრავმის მიღების შემდეგ (ვიდეო)
საქართველოს ეროვნული ნაკრების მოთამაშემ, თორნიკე შენგელიამ 30 დეკემბერს, ესპანეთის ჩემპიონატში, მადრიდის “რეალის” წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში (74:91) ტრავმა მიიღო. ქართველმა კალათბურთელმა მუხლი დაიზიანა, რის გამოც თამაში ვეღარ გააგრძელა.
მატჩის დასრულების შემდეგ “ბასკონიას” მწვრთნელმა, ველიმირ პერასოვიჩმა შენგელიას ტრავმასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.
“პირველი შეფასებით, საქმე კარგად არ არის. ხვალ შენგელიას გამოკვლევა ჩაუტარდება და ვნახავთ, რას გვეტყვიან ამის შემდეგ. ის მუხლს იტკიებს და ჩვენ ამის გამო ძალიან ვწუხვართ”, – განაცხადა ხორვატმა სპეციალისტმა.
Sakatlanan Shengelia, maçı yarıda bırakmak zorunda kaldı ve soyunma odasının yolunu bu şekilde tuttu. 🙄 (@LigaEndesa) pic.twitter.com/1Jmksuvytx
— TrendBasket (@TrendBasket) December 30, 2018
Toko Shengelia, Campazzo ile yaşadığı bu pozisyonun ardından sakatlandı. (via @vamos) pic.twitter.com/A8Rpi9d48d
— TrendBasket (@TrendBasket) December 30, 2018