“თქვენ გგონიათ, ეს განზრახ გავაკეთე?” – კევინ დურანტმა ტრავმა მიიღო (ვიდეო)
1 თებერვალს, NBA-ში, ზაზა ფაჩულიას “გოლდენ სტეიტი” ვაშინგტონში “ვიზარდსთან” 108:112 დამარცხდა.
შეხვედრის მესამე მეოთხედში, მარცინ გორგატმა ზაზა ფაჩულიას წინააღმდეგ უხეშად იმოქმედა, ქართველი ცენტრი წაიქცა და კევინ დურანტს მარცხენა მუხლზე დაეჯახა. ამერიკელმა კალათბურთელმა ტრავმა მიიღო და თამაშის გაგრძელება ვეღარ შეძლო.
დურანტის ტრავმასთან დაკავშირებით, მატჩის დასრულების შემდეგ, ზაზა ფაჩულია ჟურნალისტებს ესაუბრა.
“ამ ეპიზოდის გამეორება ახლახანს ვნახე, წარმოდგენაც კი არ მქონდა, რომ დურანტი ჩემს უკან იდგა. ჩვეულებრივი სათამაშო მომენტი იყო. თქვენ ფიქრობთ, რომ ეს განზრახ გავაკეთე?
პატარა ტრავმების დროსაც კი, ჩვენ ერთმანეთზე ვზრუნავთ. დურანტი ჩვენი გუნდის დიდი ნაწილია. მეტს ვერაფერს გეტყვით, ეს მხოლოდ სათამაშო მომენტი იყო. პარკეტზე წავიქეცი და ის ჩემს უკან იყო, თუმცა ეს არ ვიცოდი”, – აცხადებს ზაზა.
დურანტის ტრავმაზე კომენტარი “გოლდენ სტეიტის” მთავარმა მწვრთნელმა, სტივ კერმაც გააკეთა: “კევინს გამოკვლევა ჩაუტარდება და ხვალ ყველაფერი გვეცოდინება.”
იხილეთ ვიდეო
Kevin Durant salió lesionado. El que la provocó fue PACHULIA. Golden State Warriors es un cabaret (?) pic.twitter.com/HvBlIYQdfJ
— Crossover Basquet???? (@crossoverok) March 1, 2017
Here’s the play that sent Kevin Durant limping to the locker room. pic.twitter.com/2YKVh1KLPu
— NBA.com (@NBAcom) March 1, 2017