ტონი პარკერი 2013 წლის საუკეთესო ევროპელ კალათბურთელად დასახელდა
ფიბა-ევროპას ოფიციალური საიტის მომხმარებელთა შორის ჩატარებული გამოკითხვის მიხედცით, გასული წლის საუკეთესო ევროპელი მოთამაშის ვინაობა გაირკვა – პრიზი „სან-ანტონიო სპურსისა“ და საფრანგეთს ნაკრების გამთამაშებელს ტონი პარკერს გადაეცა.
გამოკითხვაში მთავარი კონკურენტების სახით ტონიმ ბერძენ ვასილის სპანულისსა და ესპანელ მარკ გასოლს აჯობა.
შეგახსენებთ, რომ 2013 წელს პარკერი „სპურსთან“ ერთად ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ფინალში გავიდა და საფრანგეთის ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატი მოიგო.
გამოკითხვის შედეგები:
1. ტონი პარკერი, საფრანგეთი
2. ვასილის სპანულისი, საბერძნეთი
3. მარკ გასოლი, ესპანეთი
4. ბოიან ბოგდანოვიჩი, ხორვატია
5. გორან დრაგიჩი, სლოვენია
6. მანტას კალნეტისი, ლიტვა
7. პეტერი კოპონენი, ფინეთი
8. ლუიჯი დატომე, იტალია
9. ნიკოლა ვუჩიჩევიჩი, ჩერნოგორია
10. ნენად კრსტიჩი, სერბეთი