ცენტრალური შეხვედრა “ქუთაისმა” მოიგო
სუპერლიგის რეგულარული ჩემპიონატის ბოლო ტურის ცენტრალური შეხვედრა “დინამოსა” და “ქუთაისს” შორის შედგა. მასპინძლებს პირველი პოზიცია გარანტირებული ჰქონდათ, ხოლო “ქუთაისი” გამარჯვების შემთხვევაში მესამე ადგილზე გადადიოდა.
მატჩი დაწყებისთანავე რამდენიმე წამში შეწყდა. მასპინძელთა გულშემატკივრებმა მოედანზე ლენტები ისროლეს და პიროტექნიკა გამოიყენეს. საქმეში დაცვის ჩარებამ კი, ფიზიკური დაპირისპირება გამოიწვია გულშემატკივრებსა და წესრიგის დამცველებს შორის, რომელიც რამდენიმე წუთს გაგრძელდა.
შეხვედრის დებიუიტი “დინამოს” მცირე ლიდერობით აღინიშნა. თბილისურ კლუბს გამყრელიძე და მილოშევიჩი მიუძღვებოდნენ წინ. თუმცა, აღსანიშნავია, რომ სტუმრები მასპინძლებს დიდი უპირატესობის მოპოვების საშუალებას არ აძლევდნენ. შემდეგ კი, საერთოდაც წინ გავიდნენ, რაც პირველ რიგში დვალიშვილის შედეგიანი თამაშის დამსახურებაა. პირველი მეოთხედი “ქუთაისმა” მოიგო – 16:17.
მეორე პერიოდი მილოშევიჩის ეფექტური დანქით დაიწყო, რასაც დიდიამ შესანიშნავი სამიანით უპასუხა. კარგად ჩაერთო თამაშში ჭოჭუა, რომლის ზუსტი ტყორცნების შედეგად თბილისელები კვლავ დაწინაურდნენ და ტაიმის ბოლო 5 ქულიანი უპირატესობაც მოიპოვეს – 35:30.
შესვენების შემდეგ მოედანზე სიტუაცია შეიცვალა. “დინამოს” ლიდერები სტევან მილოშევიჩის თამადობით ვერაფერს ვერ ახერხებდნენ მოწინააღმდეგის ფართან. მილოშევიჩთან ერთად ინტერტული იყო კარტერიც. მიუხედავად იმისა, რომ ქათაისელთა ძირითადმა ცენტრმა დვალიშვილმა მეოთხე ფოლი მიიღო და სკამზე გადაინაცვალ, დინამოელთა ლეგიონერების მეტოქის ფარზე მოსალოდნელი დომინირება არ შედგა. ქუთაისელებმა უპირატესობა მოიპოვეს და გადამწყვეტი მეოთხედის წინ 50-43-ს იგებდნენ.
ბოლო პერიოდი ორმხრივი შეცდომებით დაიწყო. მასპინძელთა მხრიდან ჭოჭუა აქტიურობდა მხოლოდ მისის და რამდენიმე სხვა მოთამაშის მცდელობა საკმარისი არ აღმოჩნდა შეხვედრის მოსაგებად. გიორგი ბარბაქაძის, დვალიშვილი და მნიშნველოვან მომენტებში ფაშაევის ზუსტი თამაშის წყალობით ამ შეხვედრის მოგება მოახერხეს. ბოლო წამებზე “დინამოელებს” მსაჯებთანაც ჰქონდათ პრეტენზიები და ალბათ სამართლიანადაც. დარჩენილი იყო 7 წამზე ოდნაც ნაკლები, როდესაც სხვაობა 2 ქულა იყო და ბურთით ქუთაისელები იყვნენ. “დინამოს” მოთამაშეებმა ჯარიმის აღება განიძრახეს, თუმცა ამის გაკეთება მსაჯების აზრით მხოლოდ მესამე ცდაზე შეძლეს, რაც საკმაოდ მნიშნველოვანი წამების დაკარგვას ნიშნავდა. გაცუდებლი ჯარიმების შემდეგ “დინამოს” შესატევად 1 წამი რჩებოდა.
“ქუთაისმა” ამ გამარჯვებით მესამე ადგილი მოიპოვა და პლეი ოფში “სოხუმს” დაუპირისპირედება.
მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია
ირაკლი ხოშტარია(,,დინამოს’’ მთავარი მწვრთნელი): პირველ რიგში, მივულოცავ ,,ქუთაისს’’ გამარჯვებას და ვუსურვებ წარმატებებს. რაც შეგვეხება ჩვენ, ფაქტია, რომ ვერ ვითამაშეთ. კონცენტრაცია გვაკლდა და ამაზე მეტყველებს 20 დაკარგვა. პირველი ადგილი განაღდებული გვქონდა და, ალბათ, ამის ბრალია იყო, რომ მოვემზადებით პლეიოფებისთვის, ახლა ყველაფერი თავიდან იწყება.
მედეა მხეიძე(,,ქუთაისის’’ მწვრთნელი): მადლობას ვეტყვი ჩემს ბიჭებს, მობილიზაცია მოახდინეს, გუნდური თამაში აჩვენეს და ბოლომდე იბრძოლეს. რა თქმა უნდა, იყო შეცდომები, თუმცა მაინც სწრაფი, ლამაზი და ემოციური შეხვედრა გამოვიდა. ძირითადი დატვირთვა ჩვენს გამთამაშებლებზე მოდიოდა, თუმცა კონკრეტულად ვერავის გამოვარჩევ, გუნდურად ვითამაშეთ. საინტერესო მეოთხედფინალური სერია გველის, მართლაც, ყველაფერი თავიდან დაიწყება.
მიხეილ ჭოჭუა(,,დინამო’’): ვულოცავ ,,ქუთაისს’’, ბიჭებმა იბრძოლეს და გაიმარჯვეს. მესამე პერიოდში მოვეშვით და ამან განაპირობა მატჩის ბედი.
რევაზ დიდია(,,ქუთაისი’’): საკმაოდ კარგად ვითამაშეთ, ბოლომდე ვიბრძოლეთ. თავიდან ერთ-ერთზე დავიწყეთ, შემდეგ კი ზონაზე გადავედით და ამან გაამართლა. ანგარიშიც მეტყველებს, რომ ბრძოლის ხარჯზე გავიმარჯვეთ.
მარიამ ნიშნიანიძის ფოტოები