ცინცაძე: „ევროპის ჩემპიონატის დაწყებას ველოდებით“
საქართველოს ნაკრები მოახლოებული ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებას აგრძელებს. ქართველები სრული დატვირთვით ვარჯიშობენ და ხუთ სექტემბრის მოლოდინში არიან, როდესაც იგორ კოკოშოვის გუნდი ტურნირს ჰოლანდიის ნაკრებთან შეხვედრით დაიწყებს. გუნდში არსებული მდგომარეობის შესახებ ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ციცნაძემ ისაუბრა.
„თავს გადაღლილად არ ვგრძნობთ. პირადად მე კარგ ფორმაში ვარ და ევროპის ჩემპიონატს კარგი განწყობით ვხვდებით. იტალიის ტურნირზე და მანამდე გამართულ სხვა ტურნრირებზეც იმ რეჟიმში ვითამაშეთ, როგორითაც ევროპის ჩემპიონატზე მოგვიწევს ასპარეზობა. ანუ ყოველ დღე თამაშები გვქონდა და ამ რეჟმს შეძლებისდაგვარად შევეგუეთ. მართალია, ევროპის ჩემპიონატზე 6 დღეში 5 თამაში მოგვიწევს, თუმცა ჩვენი მეტოქეებისთვისაც ხომ ნალოგიურად დატვირთული გრაფიკია და არა მგონია, ისინი ჩვენზე მომზადებულები შეხვდნენ მომდევნო მატჩებს. ერთი სიტყვით, ფიზიკურადაც კარგ ფორმაში ვართ და ფსიქოლოგიურადაც არანაირ პრობლემას არ ვგრძნობთ. ველოდებით 5 სექტემბერს“, – ციტირებს ციცნაძეს საქართველოს კალათბურთს ფედერაციის ოფიციალური საიტი.