ცინცაძემ დინეცკელებს აზოვმაშთან 15 ქულა მიაშველა
გიორგი ცინცაძის მორიგი წარმატებული მატჩი უკრაინულ “დონეცკში”. მეშახტეთა ქალაქის გუნდმა უკრაინის ჩემპიონატის მეორე ტურში “აზოვმაში” მიიღო და დაძაბულ ბრძოლაში – 79:71 დაამარცხა.
ქართველი უკანახაზელი დონეცკელთ გამარჯვების ერთ-ერთი შემოქმედია. ცინცაძემ თავისიანებს 15 ქულა მიაშველა, შეტევის ორგანიზებაშიც აქტიურ მონაწილეობას იღებდა. ქართველი უკანახაზელი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 26:31 წუთი გაატარა. გიორგიმ 9-დან 6 ორქულიანი და 4-დან 1 სამიანი ჩააგდო, მთლიანობაში 15 ქულა მოაგროვა და ამას 3 მოხსნა და 3 პასი მოაყოლა. ცინცაძეზე მეტი, 16 ქულა, დონეცკელთაგან მხოლოდ მარკო კილინგსვორტმა მოაგროვა.
2-დან 2 გამარჯვებით დონეცკელები უკრაინის ჩემპიონატის ლიდერთა შორის არიან. მომდევნო მატჩს “მეშახტეები” 30 ოქტომბერს კვლავ შინ, “დნიპროსთან” გამართავენ.
საქართველოს კალთბურთის ფედერაციის ოფიციალური საიტი