ცინცაძის 21 ქულა და გამარჯვება “ალ რიადთან”
გიორგი ცინცაძისა და ვლადან ვუკოსავლიევიჩის წინამძღოლობით „ჩემპვილმა“ ლიბანის ჩემპიონატის მეოთხედფინალურ სერიაში „ალ რიადი“ დაამარცხა და საერთო ანგარიში გაათანაბრა – 1:1.
„ალ რიადიმა“ რეგულარული ჩემპიონატი პირველ ადგილზე დაასრულა და მეოთხედფინალურ სერიაშიც ფავორიტად მიიჩნევა. თუმცა რეგულარულში მე-8-ზე გასულმა „ჩემპვილმა“ ბოლომდე იბრძოლა და დაუფასდა კიდეც. ცინცაძის გუნდმა 9 ქულის სხვაობით – 75:66იმარჯვა.
ქართველმა გამთამაშებელმა მოედანზე 35 წუთი გაატარა და თავი 21 ქულას, 5 პასს, 2 მოხსნას და 1 ჩაჭრას მოუყარა. ცინცაძემ 7-დან 2 ორქულიანი, 8-დან 5 სამიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. საუკეთესო მაჩვენებელი მილოსავლიევიჩს ჰქონდა, რომელმაც 32 ქულა და 13 მოხსნა მიითვალა.
მეოთხედფინალური სერია 2 მოგებამდეა და გადამწყვეტ შეხვედრას 3 მაისს „ალ რიადი“, ბეირუთში უმასპინძლებს.
gbf.ge