ცინცაძის 7 პასი კიევში მოგებულ დრამატულ მატჩში
გიორგი ცინცაძის გუნდმა ქომაგებს მოულოდნელი სიურპრიზი შესთავაზა. ევროპულ კალათბურთში იშვიათად ხდება, როცა გუნდი ბოლო მეოთხედის წინ 17 ქულით აგებს და საბოლოოდ გამარჯვებას ახერხებს. სწორედ ამდენს აგებდა “დონეცკი” სტუმრად “ბკ კიევთან”, თუმცა ბოლო მეოთხედის 30:12 მოგება მოახერხა და საბოლოოდ 81:80 გაიმარჯვა.
ბევრი არ უთამაშია, თუმცა გამარჯვებაში სოლიდური წვლილი დაიდო ქართველმა უკანახაზელმა. ცინცაძემ თავი ძირითადად შედეგიანი გადაცემებით გამოიჩინა და იმ 13.21 წუთში, რაც მოედანზე იყო, 7 პასი გააკეთა. გიორგიმ სროლების განორციელებაც მოასწრო, თუმცა – დაბალი შედეგიანობით. მან 4 სამქულიანი ააცილა, 1 ორიანიკი ჩააგდო. 2 ქულას და 7 პასს ცინცაძემ თითო მოხსნა-ჩაჭრაც მოაყოლა, ბურთიც ერთხელ დაკარგა.
დონეცკელთაგან საუკეთესონი ტრადიციულად ბერნარდ კინგი (21 ქულა, 8 მოხსნა) და მარკო კილინგსვორტი (19 ქულა) იყვნენ. ძირითადმა გამთამაშებელმა, დარელ მიტჩელმა 27 წუთში 3 ქულა და 8 პასი მოაგროვა.
“დონეცკს” “ხიმიკის” მსგავსად 12 მოგება და 2 მარცხი აქვს და უკრაინული სუპერლიგის 1-2 ადგილებს იყოფს. მომდევნო მატჩს ცინცაძის გუნდი 31 იანვარს, “გოვერლასთნ” საკუთარ მოედანზე გამართავს.
gbf.ge