ცინცაძის 9 საჯარიმო 13 წუთში და გამარჯვება “კრივბასთან”
მცირე საშობაახალწლო შესვენების შემდეგ უკრაინის ჩემპიონატიც განახლდა. მორიგი ტურის მატჩში გამართა გიორგი ცინცაძის “დონეცკმა”, რომელმაც “კრივბასს” უმასპინძლა და 77:69 დაამარცხა. ამ გამარჯვებით დონეცკელები გაუთანაბრდნენ ჩემპიონატის ლიდერ “ხიმიკს”, რომელთანაც წინა ტურში დამარცხდნენ. ახლა ორივე გუნდს 11 მოგება და 2 მარცხი გააჩნია და 1-2 ადგილებს იყოფენ.
ცინცაძე სასტარტო ხუთულში არ ყოფილა და მოედანზე მხოლოდ 13 წუთით გამოჩნდა. მიუხედავად მცირე სათამაშო დროისა, ქართველი გამთამაშებელი საკმაოდ შედეგიანი იყო. ცინცაძე შეტევაზე იყო ორიენტირებული და გარღვევებს ახორციელებდა, რასაც კრივბასელები ჯარიმებს უპირიპირებენ. გიორგიმ მთლიანობაში 9 საჯარიმო შეასრულა, საიდანაც 7 გამოიყენა. მის ანგარიშზე იყო ასევე 3 ცდიდან ჩაგდებული 1 ორქულინი, რამაც მთლიანობაში 9 ქულა შეადგინა. ამასთან ერთად ქართველ კალათბურთელს 2 მოხსნა და 2 პასი დაუგროვდა.
დონეცკელთა ძირითად გამთამაშებლად ქცეულმა დარელ მიჩელმა 12 ქულა ისე შეაგროვა, შედეგიანი გადაცემა არ გაუკეთებია და ბურთი 3-ჯერ დაკარგა. კრივბასელთა ძირითადი გამთამაშებელი ამერიკელი ნეით ბოუი გახლდათ, რომელმაც წინა სეზონი საქართელოს სუპერლიგის გუნდ “რუსთავში” გაატარა. ბოუიმ 24 წუთში 9 ქულა, 5 პასი და 2 მოხხსნა დააგროვა.
უკრაინის ჩემპიონატში მომდევნო მატჩს “დონეცკი” 22 იანვარს, დედაქალაქურ “ბკ კიევთან” გამართავს.
gbf.ge