ცინცაძის “დონეცკმა” ოდესაში მოიგო
გიორგი ცინცაძის “დონეცკმა” უკრაინის ჩემპიონატის მორიგი მატჩი ოდესაში მოიგო და ცხრილში პირველ ადგილზე გადაინაცვლა. თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ იუჟნის “ხიმიკსაც” დონეცკელთა მსგავსად 2 მარცხი აქვს და დაკარგული ქულებით მას არ ჩამორჩება.
რაც შეეხება ოდესურ შეხვედრას, ის დონეცკელებმა ბრძოლაში მოიგეს. ბოლო პერიოდის წინ ცინცაძის გუნდი 5 ქულით აგებდა, მაგრამ გადამწყვეტ მომენტში ფხა გამოიჩინა, პერიოდი 34:22 მოიგო და გაიმარჯჯვა – 87:80.
ქართველმა უკანახაზელმა სასტარტო ხუთეულში ითამაშა და მოედანზე 18,11 წუთი გაატარა. ცინცაძემ 2 სამქულიანი და 1 ორიანი ააცილა, ხოლო 2 საჯარიმო სროლიდან 1 ჩააგდო და შეხვედრა 1 ქულით დაასრულა. ცინცაძეს მთლიანობაში 1 ქულა, 2 მოხსნა და 4 პასი დაუგროვდა. დონეცკელებს ამერიკელმა ბერნარდ კინგმა 25 ქულით ულიდერა.
“დონეცკი” მომდევნო მატჩს 16 თბერვალს, უშუალო კონკურენტ “ხიმიკთან” გამართავს და ამ შეხვედრის შემდეგ გამოიკვეთება ჩმპიონატის ერთპიროვნული ლიდერი.
GBF.GE