ცინცაძის უშედეგო მატჩი და მეოთხედფინალის მარცხიანი დასაწყისი
გიორგი ცინცაძის “ჩემპვილი”, რომელმაც ლიბანის რეგულარულ ჩემპიონატში მე-8 ადგილი დაიკავა, მეოთხედფინალში პირველზე გასულ “ალ რიადს ხვდება”. სერია 3 მოგებამდეა, გუშინ კი პირველი მატჩი გაიმართა და ფავორიტად მიჩნეულმა გუნდმა იოლად – 74:50იმარჯვა.
ცინცაძის გუნდი თითქმის უშანსოდაა, რადგან ობიექტურად ძლიერი შემადგენლობის გარდა “ალ რიადს” ის უპირატესობაც აქვს, რომ მოედნის უპირატესობა გააჩნია. პირველ მატჩში მასპინძლებმა “ჩემპვილს” შანსი არ დაუტოვეს და სერიაში 1:0 დაწინაურდნენ.
ცინცაძემ ლიბანში ყოფნის მანძილზე ერთ-ერთი უშედეგო მატჩი ჩაატარა. 32 წუთში მან 7 ქულა, 4 მოხსნა, 3 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა, ბურთი კი 8-ჯერ დაკარგა. ქართველმა უკანახაზელმა 9-დან 3 ორქულიანი და 4-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, 8 სამქულიანი კი ააცილა.
სერიის მომდევნო მატჩი 27 აპრილს, “ჩემპვილის” მოედანზე გაიმართება.
gbf.ge