წლის წიგნი 2012-2013-ის პრეზენტაცია

თარიღი: ოქტომბერი 20, 2013

2012-13 წლების სეზონის შემაჯამებელი წიგნის პრეზენტაცია დღეს სპორტის სასახლის VIP-ლოჟაში მოეწყო. ეს გახლავთ რიგით მეორე გამოცემა, სადაც თავმოყრილია ყველა ის ღონისძიება, რომლის ორგანიზებაც საქართველოს კალათბურთის ფედერაციამ გასულ სეზონში გასწია.

წლის წიგნის პრეზენტაციას ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებების ხელმძღვანელები, სუპერლიგის მონაწილე გუნდების წარმომადგენლები და ვეტერანი კალათბურთელები დაესწრნენ. პრეზენტაციაზე წარმოდგენილნი იყვნენ ფედერაციისა და სუპერლიგის სპონსორები, რომლებმაც დამსწრეთა შორის სხვადასხვა პრიზები გაათამაშეს.

დამსწრეთ სუპერლიგის აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი ზაბახიძე მიესალმა:

“მოგილოცავთ ახალი სეზონის დაწყებას და გთავაზობთ ახალ, რიგით მეორე ჟურნალს, რომელშიც ფედერაციის მიერ ორგანიზებული ღონისძიებებია თავმოყრილი. ასევე აქ არის ის ღონისძიებები, რომლის ორგანიზებაშიც ფედერაცია სხვებს დაეხმარა. პირველი ჟურნალი 1000-იანი ტირაჟით გამოვიდა, თუმცა მოთხოვნის  გაზრდის გამო ტირაჟი 3000-მდე ავიდა. ამ წიგნში თავმოყრილია ციფრები და ეს არის არა ჰაერზე ლაპარაკი, არამედ დოკუმენტალურად გადმოცემული ფაქტები იმის შესახებ, თუ როგორ მუშაობს და რა საქმიანობას ეწევა კალათბურთის ფედერაცია. გასულ სეზონში მთლიანობაში 1300-მდე მატჩი გავმართეთ და მინდა ვთქვა იმათ გასაგონად, ვინც ვერ ხედავს კალათბურთის ფედერაციის მუშაობას. წაიკითხონ ეს წიგნი და ნახონ, თუ რა კეთდება კალათბურთში. ეს წიგნი დაურიგდება საქართველოს ჩემპიონატების ყველა მონაწილეს, საკალათბურთო სკოლებს და ორგანიზაციებს. ასევე განთავსდება ჩვენს ვებ-გვერდზე და მისი გაცნობა ნებისმიერ მსურველს შეეძლება”.

პრეზენტაციაზე შეკრებილმა საზოგადოებამ პატივი მიაგო ღვაწლმოილ ჟურნალისტს, ქართული კალათბურთის მემატიანე გარუნ აკოფოვს, რომელსაც დღეს 90 წელი შეუსრულდა. იუბილარი საპატიო სიგელითა და ფულადი ჯილდოთი დააჯილდოვა კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ბესიკ ლიპარტელიანმა.

ფედერაციისა და სუპერლიგის სპონსორებმა პრეზენტაციაზე მოსული საზოგადოებისთვის პრიზები გაათამაშეს: კომპანია ნატახტარმა ლუდი “ქარვა”, აუდიტორულმა კომპანია “ცოდნისამ” – წიგნები, აზარტული თამაშების კომპანია “ევროპა-ბეთმა” 50-ლარიანი ინტერნეტ-ვაუჩრები. კალათბურთის ფედერაციამ კი საკალათბურთო ბურთები და ეროვნული ნაკრების მაისურები გაათამაშა.

პრეზენტაცია სუპერლიგის ტორტის საზეიმო გაჭრითა და ალაფურშეტით დასრულდა. 

საქართველოს კალათბურთს ფედერაციის ოფიციალური საიტი



მსგავსი სიახლეები
სხვადასხვა

მომენტი, რომელიც ყველას გამორჩა – როგორ შეაშინა მერაბმა იანი? (ვიდეო)

მერაბ დვალიშვილმა რუს პიოტრ იანს უშანსოდ მოუგო. დამარცხების შემდეგ იანი ისეთი შეშინებული ჩანდა, მერაბის ხელის […]...
წაკითხვა
კალათბურთი

გია მურღულია: “როცა ბურთს კალათში ვერ აგდებ, ღმერთს კი არ უნდა ახედო, ცოტა მეტი უნდა

ცნობილმა ქართველმა ფილოლოგმა გია მურღულიამ საქართველოს საკალათბურთო ნაკრების შესახებ სოციალურ ქსელში ვრცლად დაწერა. “როცა ბურთს […]...
წაკითხვა
კალათბურთი

ერთადერთი შანსი – რა შემთხვევაში გავა საქართველოს ნაკრები პლეი-ოფში?

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ბულგარეთთან 92-80 წააგო და შემდეგ ეტაპზე გასასვლელად საქმე ძალიან გაირთულა. ნაკრები პლეი-ოფში […]...
წაკითხვა
კალათბურთი

FIBA-მ თურქეთის ნაკრების საჩივარი არ დააკმაყოფილა!

FIBA თურქეთის ნაკრების საჩივრის საპასუხოდ განცხადებას ავრცელებს. “მას შემდეგ, რაც შევისწავლეთ ყველა მატერიალური მტკიცებულება, ვასკვნით […...
წაკითხვა
კალათბურთი

კობახიძე კრიტიკოსებს პასუხობს: “ეს აჩვენებს იმას, რომ სპორტში საერთოდ ვერ ერკვევიან

“ქართული ოცნების” თავჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ევრობასკეტის გახსნით მატჩზე მის მაისურთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. კობახიძე კალათბუ...
წაკითხვა
კალათბურთი

კორკმაზი: “ეს ქუჩური ჩხუბივით იყო – ამას არავის გავუტარებდი”

თურქეთის ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერი ფურან კორკმაზი დუდა სანაძესთან მის დაპირისპირებას გამოეხმაურა. “თქვენ მხოლოდ მცირე ნაწილი […]...
წაკითხვა
კალათბურთი

დუდა სანაძე: “დამიყვირა, რომ გასახდელში მნახავდა”

დუდა სანაძემ თურქეთის ნაკრების კალათბურთელთან, ფურკან კორკამზთან მომხდარ ინციდენტზე კომენტარი გააკეთა. “მე ვუთხარი, რომ სულელური […]...
წაკითხვა
კალათბურთი

თურქეთის ნაკრების მწვრთნელი: “1 თურქის წინააღმდეგ 3 ქართველი მოდიოდა”

თურქეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ერგინ ატამანი მსაჯმა გააძევა, ამიტომ, მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე მისი ასისტენტი გამოვიდა. […]...
წაკითხვა
კალათბურთი

რომან გოცირიძე: “ევრობასკეტი ფინანსური კრახით დამთავრდება”

პარლამენტარი რომან გოცირიძე ახალი სპორტის სასახლის შესახებ გამოთქმულ პრობლემებს ეხმაურება. “ახალ სპორტის სასახლეში, რომლის აშენებაში […]...
წაკითხვა
კალათბურთი

ზურაბიშვილი: “ღმერთმა არ ქნას როდესმე ამ დარბაზში ხანძარი ან რამე ემერჯენსი მოხდეს&#

კომენტატორმა გიორგი ზურაბიშვილმა საქართველო – ბელგიის მატჩის შემდეგ ახალი სპორტის სასახლის პრობლემებზე სოციალურ ქსელში დაწერა. […]...
წაკითხვა
კალათბურთი

თურქეთის ნაკრების მწვრთნელი: “თბილისში საერთოდ რას ვაკეთებთ?”

თურქეთის ნაკრების მწვრთნელი ერგინ ატამანი თბილისში დასწრების რაოდენობით უკმაყოფილოა. “დღეს არენაზე მხოლოდ 100 გულშემატკივარი იყო. […]...
წაკითხვა
კალათბურთი

“გამარჯობა და ღამე მშვიდობისა” | FIBA-ს კომენტატორის რეაქცია რატის ჩაჭრაზე

საქართველოს ნაკრებმა მოქმედი ჩემპიონი ესპანეთის ნაკრები 82-76 დაამარცხა. 17 ქულა დააგროვა 21 წლის გამთამაშებელმა რატი […]...
წაკითხვა
კალათბურთი

შენგელიას NBA-ში დაბრუნება სურს

თორნიკე შენგელიამ “ვირტუსის” ბოლო მატჩში ტრავმა მიიღო და გარკვეულ პერიოდს გამოტოვებს. მიუხედავად მის მიმართ “ბარსელონას” [&hel...
წაკითხვა
კალათბურთი

ყველაზე ფულიანები

ინტერნეტპორტალმა “სპორტიკომ” მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენების სია გამოაქვეყნა. რეიტინგს საკალათბურთო გუნდ “ლოს-ანჯე...
წაკითხვა
კალათბურთი

ტრაგედია – ახალი სპორტის სასახლის მშენებლობაზე მუშა გარდაიცვალა

უნივერსიტეტის ქუჩაძე, სადაც ახალი სპორტის სასახლის მშენებლობა მიმდინარეობს, 27 წლის ახალგაზრდა დაიღუპა. ჯაბა ქადამაძე შიდა […]...
წაკითხვა