უებერი: „თანდერი“ ტიტულისთვის ვერ იბრძოლებს“
ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ცნობილი მოთამაშე კრის უებერი, რომელიც ამჟამად TNT-ს ანალიტიკოსად მუშაობს, თვლის, რომ „ოკლაჰომა სიტი თანდერი“ ტიტულისთვის ბრძოლას მიმდინარე სეზონში ვერ მოახერხებს.
„ვფიქრობ, ოპერაციის შემდეგ, უესტბრუკი არაფერს დაკარგავს. იგი ძველ ფორმას დაიბრუნებს ან შესაძლოა, კიდევ უფრო ათამაშდეს. რასელის სიძლიერის მიუხედავად, „თანდერს“ ტიტულის პრეტენდენტად არც გასულ სეზონში მოვიაზრებდი. წელს ლიგა შეიცვალა, ეს ყველა გუნდმა უნდა გაითვალისწინოს, წარსულით ცხოვრება არ შეიძლება. დასავლეთში ბევრი საინტერესო კლუბია. გასაგებია, რომ ჯეიმს ჰარდენის წასვკის შედეგად, გუნდი არ გაძლიერებულა, თუმცა ოკლაჰომა კევინ მარტინმაც დატოვა. ასე რომ, კლუბის ხელმძღვანელობამ რაღაც ახალი უნდა მოიფიქროს“, – განუცხადა უებერმა The Boston Globe-ს.
ალექსანდრე მატევოსოვი