ვახტანგ ქადარია Red Bull King of The Rock-ის მსოფლიო რვაეულში გავიდა
Red Bull King of The Rock-ის მსოლიო ფინალურ ტურნირში საქართველოს წარმომადგენელი საუკეთესო 8 მონაწილეს შორის მოხვდა. ვახტანგ ქადარიამ სან ფრანცისკოს ცნობილი ციხე „ალკატრასის“ ტერიტორიაზე გამართულ ფინალურ ტურნირში 4 წრე დასძლია და მეოთხედფინალში გავიდა, სადაც ესპანელს ოპონენტ სერზიო დე ლა ფუენტესთან ბოლო წამებზე – 10:12 დამარცხდა.
ვახტანგ ქადარიამ „ალკატრასის“ ფინალურ ეტაპზე ასპარეზობის უფლება 22 ივნისს, ახალციხეში, რაბათის ციხეში გამართულ საქართველოს Red Bull King of The Rock-ის ფინალური ტურნირის მოგებით მიიღო. ქადარიას ამერიკაში ახლავს ვეტერანი კალათბურთელი ბექა გოლეთიანი, რომელიც Red Bull-ის კავკასიის ოფისის სპორტ და ივენთ მენეჯერია და მისი ორგანიზებით მოეწყო Red Bull King of The Rock-ის ტურნირები საქართველოსა და აზერბაიჯანში.
64 მონაწილედან 46 ამერიკელი, 18 კი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებიიყვნენ. ესენია: საქართველო, აზერბაიჯანი, ავსტრია, ბახრეინი, ბრაზილია, ჩეხეთი,ჰონკონგი, იტალია, იაპონია, იორდანია, კუვეიტი, ლიბანი, ესპანეთი, რუსეთი, სერბეთი,ტაივანი, ტუნისი, არაბეთის გაერთიანებული საემიროები,
სერხიო დე ლა ფუენტე, რომელმაც მეოთხედფინალიდან ქადარია გამოთიშა, ფინალში გავიდა და იქ ამერიკელ ტერონ უილიამსთან 0:6 დამარცხდა. გამარჯვებული ნბა-ს ვარსკვლავმა, ბლეიკ გრიფინმა დააჯილდოვა.
ვახტან ქადარიამ ესპანელთან შეხვედრამდე შემდეგი მეტოქეები დაამარცხა:
1 რაუნდი: შეხვდა Julian Conyers (აშშ) და მოიგო ანგარიშით 14-8
2 რაუნდი: შეხვდა Jerome Smith Jr. (აშშ) და მოიგო მშრალი ანგარიშით 11:0
3 რაუნდი (მერვედფინალი): შეხვდა Chad Johnson (აშშ) და მოიგო ანგარიშით 12-10 (დამატებით დროში)
4 რაუნდი (ნახევარფინალი) შეხვდა Sergio de la Fuente (ესპანეთი) და წააგო ანგარიშით12:10
საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ოფიციალური საიტი