ვიქტორ სანიკიძემ თორნიკე შენგელიას ტრანსფერს მხარი დაუჭირა
საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ყოფილმა ვარსკვლავმა და ბერძნული “არისის” სპრტულმა დირექტორმა, ვიქტორ სანიკიძემ, თორნიკე შენგელიას ტრანსფერზე კომენტარი გააკეთა. შეგახსენებთ, რომ შენგელია “ბასკონიადან” “ცსკა”-ში გადავიდა, რამაც ქართველ გულშემატკივრებში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია.
“მოსალოდნელი იყო, რომ ქართველების გარკვეულ ნაწილს ამ ტრანსფერზე მსგავსი რეაქცია ექნებოდა. რას იზამ? მე და მარკოიშვილიც ვთამაშობდით რუსეთში, მაგრამ მე ყოველთვის ვმიჯნავდი სპორტსა და პოლიტიკას ერთმანეთისგან.
თორნიკეს ძალიან უყვარს თავისი ქვეყანა და ნამდვილი პატრიოტია. ყველთვის შეხვდები ისეთ ადამიანებს, რომლებიც პოლიტიკას სპორტსი ურევენ. მათ მხოლოდ ის სურთ, რომ ვინმე გააკრიტიკონ და შეურაცხყოფა მიაყენონ.
მოხარული ვარ, რომ შენგელია კარიერას “ცსკა”-ში გააგრძელებს. ის ევროლიგის საუკეთესო ფორვარდია და ტურნირის ერთ-ერთ ყველაზე სტაბილურ გუნდს უერთდება.
“ცსკა” ძალიან ძლიერ გუნდს აშენებს. რა თქმა უნდა, მათი მიზანი ევრლიგის მოგებაა და ფავორიტებიც არიან,” – ციტირებს სანიკიძეს სიტყვებს რუსული გამოცემა.