„ვითა“ კვლავ დამარცხდა
დღეს, თბილისის სპორტის სასახლეში, ვი-თი-ბი ლიგის მე-6 ტურის შეხვედრა გაიმართა, რომელშიც თბილისის „ვითამ“ ყუბანის „ლოკომოტივი“ მიიღო. მიუხედავად იმისა, რომ თბილისელებმა ამჯერადაც იბრძოლეს, საბოლოოდ, 13 ქულით დამარცხდნენ.
პირველი მეოთხედი „ვითას“ გამარჯვებით, 21:19 დასრულდა. მეორე მეოთხედში სტუმრები უკეთესი გამოდგნენ და დიდი შესვენების წინ ანგარიშით 34:36 იგებდნენ.
სამწუხაროდ, მესამე სამწუთიან მონაკვეთში კრასნოდარელებმა კიდევ უფრო მოუმატეს და საკმაოდ სწრაფად სხვაობა 11 ქულამდე გაიზარდა. საბოლოოდ, ბოლო მეოთხედის წინ „ლოკომოტივი“ 10 ქულით იგებდა. გადამწყვეტ მეოთხედში „ლოკომოტივმა“ თავისი სხვაობა კიდევ სამი ქულით გაზარდა.
საბოლოოდ, 63:76 და თბილისელებმა ლიგის მორიგი შეხვედრა წააგეს.
საუკეთესო „ვითას“ რიგებში 20 ქულით დარიუს აკრტერი იყო, „ლოკომოტივის“ რიგებიდან კი 16 ქულით რაიან კროეკჰოფი გამოირჩა.
„ვითა“ – „ლოკომოტივი“ 63 –76 (21-19, 13-17, 15-23, 14-17)
იხილეთ მატჩის სრული სტატისტიკა
შემდეგ შეხვედრას „ვითა“ კვლავ თბილისში გამართავს – 8 ნოემბერს დედაქალაქური კლუბის მეტოქე ყაზანის უნიკსი იქნება.