„ვითას“ თავკაცის კომენტარი „ზენიტთან“ 51 ქულით განადგურების შემდეგ
კვირას თბილისის „ვითამ“ ვითიბი ლიგის მორიგი მატჩი გამართა – გასვლაზე ქართული კლუბი სანქტ-პეტერბურგის „ზენიტს“ შეხვდა და 51 ქულით – 101:50 განადგურდა. განვლილი შეხვედრა მატჩისშემდგომ პრესკოფნერენციაზე „ვითას“ მთავარმა მწვრთნელმა პაველ გოოგემ შეაფასა.
„ნებისმიერი მწვრთნელი, შედეგის მიუხედავად, გუნდის შესაძლებლობებიდან გამომდინარე, თამაშით კმაყოფილი ან უკმაყოფილოა. ამ მხვრივ ჩემი ნამუსი სუფთაა. „ვითამ“ ის აჩვენა, რისი ჩვენებაც დღეს შეუძლია. შემადგენლობა და მომზადების დონე, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია, ტაბლოზე აისახა. ვერ ვიტყვი, რომ ჩვენს მაქსიმუმზე ცუდად ვითამაშეთ ან უკეთესი კალათბურთის საჩვენებლად ვემზადებოდით, პირიქით, ამ მატჩში მაქსიმუმი ვაჩვენეთ. მიზანი მოთამაშეთა ფიზიკური ფორმის შენარჩუნება და საშინაო მატჩისთვის მომზადება იყო. სეზონი გრძელია – წინ კიდევ ბევრი მატჩია“, – განაცხადა გოოგემ.