ზაზა ფაჩულია: “იმედი მაქვს, ჩეხეთთან გაცილებით უკეთ ვითამაშებთ”
საქართველო – დიდი ბრიტანეთის მატჩიშ შემდეგ შეხვედრა ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტმა დავით უსტიაშვილმა და კაპიტანმა ზაზა ფაჩულიამ შეაფასეს.
დავით უსტიაშვილი: “განსხვავებულად ვითამაშეთ, პირველი 20 წუთი გუნდი კარგად გამოიყურებოდა როგორც დაცვაში, ისე შეტევაში.მეორე ნახევარში ცუდად ვიასპარეზეთ, კმაყოფილი ვერავინ ვერ იქნება. სამწუხაროდ, ვიქტორ სანიკიძემ წელის ტრავმის გამო კვლავ ვერ შეძლო თამაში, მალე უკვე ოფიციალური მატჩები გვაქვს და არ გვინდოდა მისი დატვირთვა. თუ ხვალაც ასეთი ტკივილები ექნება, ისევ ვერ ითამაშებს. ვიქტორი გუნდისთვის ძალიან დიდი ძალაა, მითუმეტეს 3 ძლიერი მოთამაშე გვაკლია. შევეცდებით, ხვალ უკეთ ვიასპარეზოთ.”
ზაზა ფაჩულია: “პირველი ტაიმი უკეთ ჩავატარეთ, რასაც მეორე ტაიმზე ვერ ვიტყვი. გასათვალისწინებელია, რომ სანიკიძის სახით დიდი დანაკლისი განვიცადეთ, რამაც ვითარება უფრო გაართულა. თუმცა, ეს მეორე ტაიმში ნაჩვენებ თამაშის ხარისხს არ ამართლებს. შეცდომებს ყველა გუნდი უშვებს. მოსამზადეებელი ეტაპიც სწორედ აღნიშნული პრობლემების მინიმუმამდე დაყვანას ემსახურება. იმედი მაქვს, 10 აგვისტოს ჩეხეთთან გაცილებით უკეთ ვითამაშებთ.”