ზაზა ფაჩულია: “ამ ზაფხულს დიდი მიზნები მაქვს”

თარიღი: აგვისტო 10, 2016

ზაზა ფაჩულია ეროვნულ ნაკრებს შეუერთდა. „გოლდენ სტეიტ უორიორზის“ ცენტრი, რომელიც ჩვენი ეროვნული გუნდის ლიდერი და უცვლლი კაპიტანია, შეთანხმებისამებრ, მოსკოვიდან თბილისში დაბრუნებულ ნაკრებს შეუერთდა და დღეს ილიას ზუროსის ხელმძღვანელობით პირველი ვარჯიში გამართა.

ზაზა ფაჩულიას კომენტარებს წერილის ბოლოს შემოგთავაზებთ, მანამდე კი გეტყვით, რომ ეროვნულ ნაკრებს დღეს საკმაოდ დატვირთული გრაფიკი ჰქონდა. მოსკოვიდან 8 აგვისტოს, გამთენიისას ჩამოსვლის შემდეგ, ნაკრების წევრებმა გუშინ და დღეს, საღამომდე დაისვენეს და 18:00 საათიდან ვარჯიშს შეუდგნენ. მოთამაშეები ფიტნეს-კლუბ „სნეპ-ჯორჯიას“ ერთ-ერთ, ვაკეში მდებარე ფილიალში შეიკრიბნენ და ტრენაჟორებზე ივარჯიშეს. „სნეპ-ჯორჯიაში“ ნაკრების წევრებს ყველანაირი პირობა ჰქონდათ, ფიტნესის კუთხით ევარჯიშათ.

სწორედ ფიტნეს-დარბაზში შეუერთდა ეროვნულ ნაკრებს ზაზა ფაჩულია, რომელმაც გუნდთან ერთად დაახლოებით ერთ საათს ივარჯიშა და შემდეგ ნაკრების ავტობუსით სპორტის სასახლეს მიაშურა. ილიას ზუროსმა სპორტის სასახლეში ბიჭები დაახლოებით 2 საათის განმავლობაში, ძირითადად სათამაშო კომპონენტებზე ავარჯიშა. ორმხივი კალათბურთი და კომბინაციების გათამაშება – ეს იყო საღამოს ვარჯიშის ძირითადი ლაიტმოტივი.

ხვალ, 10 აგვისტოს ნაკრები ორჯერ ივარჯიშებს. საღამოს ვარჯიშის დასკვნითი ნაწილი ჟურნალისტებისთვის ღია იქნება.

ახლა კი გთავაზობთ ნაკრების კაპიტნის, ზაზა ფაჩულიას კომენტარს

– საკმაოდ გრძელი ზაფხული იყო, რომლის განმავლობაშიც ვემზადებოდი ინდივიდუალურად და ვემზადებოდი სწორედ ამ მომენტისთვის, რომ შევერთებოდი ეროვნულ ნაკრებს.  კარგია, რომ ნაკრებს შევუერთდი, ინდივიდუალური კალათბურთიდან რომ გუნდურზე გადავინაცვლე.  ამ ზაფხულში დიდი მიზნები გვაქვს როგორც მე პირადად, ისე კოლექტიურად, ეროვნულ ნაკრებს. ძალიან მნიშვნელოვანი ზაფხულია. არ იქნება ადვილი, თუმცა ასე შრომით და თავდადებით უნდა მივაღწიოთ იმ მიზანს, რასაც ჰქვია ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ მეოთხედ გასვლა.

– თითოეული დღე უნდა გამოიყენო იმისთვის, რომ წინ წაიწიო. ეს იქნება როგორც ერთჯერადი, ისე ორჯერადი ვარჯიშები თუ დასვენება. ყველაფერი იმაზე უნდა იყოს აწყობილი და იმას უნდა ემსახურებოდეს, რომ გუნდი ოპტიმალურად მომზადებული შეხვდეს გადამწყვეტ მატჩებს. რაც მთავარი, ტრავმები არაა და იმის იმედიც მაქვს, რომ მანუჩარ მარკოიშვილიც შემოგვიერთდება. არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ ერთი მოთამაშეც კი დავგარგოთ. იმედი მაქვს, ტრავმების გარეშე ჩაივლის მოსამზადებელი პერიოდი და მაქსიმალურად, ყველა გვეყოლება, რადგან ეს კოლექტიური, გუნდური თამაშია და ესეთი დატვირთვით როცა ვარჯიშობ და თამაშობ, ყველა მოთამაშე საჭიროა.

– მოსამზადებელ პერიოდში ჩატარებული 3 მატჩის შემდეგ სახლში ვითამაშებთ. სამშობლოში როცა თამაშობ, თუნდაც ამხანაგური მატჩი იყოს, მაინც განსაუთრებული გრძობაა. ეხლა მომზადების შუა პერიოდში ვართ. კარგი შანსია, რომ გუნდმა კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგას წინ, მით უმეტეს, რომ ახლა უკვე მეც შემოვუერთდი ნაკრებს. ჩემთვის პირადად ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება მალე შევიდე გუნდურ სიტუაციაში. ბევრი ახალი რამ დამხვდა როგორც დაცვაში, ისე შეტევაში. ახალი მწვრთნელი გვყავს და არაერთი მისი ასისტენტი. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა ერთნაირად ფიქრობდეს, ყველა შევთამაშდეთ და შევეწყოთ ამ ახალ სისტემას. მიზანი 31 აგვისტოა, მთავარია, გუნდი ამ დღისთვის იყოს მზად და ყველა თამაში, რომელიც მანამდე გაიმართება, ოფიციალური მატჩებისთვის მოსამზადებლად მაქსიმალურად გამოვიყენოთ.

საქართველოს კალათბურთის ფედერაცია



მსგავსი სიახლეები
სხვადასხვა

მომენტი, რომელიც ყველას გამორჩა – როგორ შეაშინა მერაბმა იანი? (ვიდეო)

მერაბ დვალიშვილმა რუს პიოტრ იანს უშანსოდ მოუგო. დამარცხების შემდეგ იანი ისეთი შეშინებული ჩანდა, მერაბის ხელის […]...
წაკითხვა
კალათბურთი

გია მურღულია: “როცა ბურთს კალათში ვერ აგდებ, ღმერთს კი არ უნდა ახედო, ცოტა მეტი უნდა

ცნობილმა ქართველმა ფილოლოგმა გია მურღულიამ საქართველოს საკალათბურთო ნაკრების შესახებ სოციალურ ქსელში ვრცლად დაწერა. “როცა ბურთს […]...
წაკითხვა
კალათბურთი

ერთადერთი შანსი – რა შემთხვევაში გავა საქართველოს ნაკრები პლეი-ოფში?

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ბულგარეთთან 92-80 წააგო და შემდეგ ეტაპზე გასასვლელად საქმე ძალიან გაირთულა. ნაკრები პლეი-ოფში […]...
წაკითხვა
კალათბურთი

FIBA-მ თურქეთის ნაკრების საჩივარი არ დააკმაყოფილა!

FIBA თურქეთის ნაკრების საჩივრის საპასუხოდ განცხადებას ავრცელებს. “მას შემდეგ, რაც შევისწავლეთ ყველა მატერიალური მტკიცებულება, ვასკვნით […...
წაკითხვა
კალათბურთი

კობახიძე კრიტიკოსებს პასუხობს: “ეს აჩვენებს იმას, რომ სპორტში საერთოდ ვერ ერკვევიან

“ქართული ოცნების” თავჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ევრობასკეტის გახსნით მატჩზე მის მაისურთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. კობახიძე კალათბუ...
წაკითხვა
კალათბურთი

კორკმაზი: “ეს ქუჩური ჩხუბივით იყო – ამას არავის გავუტარებდი”

თურქეთის ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერი ფურან კორკმაზი დუდა სანაძესთან მის დაპირისპირებას გამოეხმაურა. “თქვენ მხოლოდ მცირე ნაწილი […]...
წაკითხვა
კალათბურთი

დუდა სანაძე: “დამიყვირა, რომ გასახდელში მნახავდა”

დუდა სანაძემ თურქეთის ნაკრების კალათბურთელთან, ფურკან კორკამზთან მომხდარ ინციდენტზე კომენტარი გააკეთა. “მე ვუთხარი, რომ სულელური […]...
წაკითხვა
კალათბურთი

თურქეთის ნაკრების მწვრთნელი: “1 თურქის წინააღმდეგ 3 ქართველი მოდიოდა”

თურქეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ერგინ ატამანი მსაჯმა გააძევა, ამიტომ, მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე მისი ასისტენტი გამოვიდა. […]...
წაკითხვა
კალათბურთი

რომან გოცირიძე: “ევრობასკეტი ფინანსური კრახით დამთავრდება”

პარლამენტარი რომან გოცირიძე ახალი სპორტის სასახლის შესახებ გამოთქმულ პრობლემებს ეხმაურება. “ახალ სპორტის სასახლეში, რომლის აშენებაში […]...
წაკითხვა
კალათბურთი

ზურაბიშვილი: “ღმერთმა არ ქნას როდესმე ამ დარბაზში ხანძარი ან რამე ემერჯენსი მოხდეს&#

კომენტატორმა გიორგი ზურაბიშვილმა საქართველო – ბელგიის მატჩის შემდეგ ახალი სპორტის სასახლის პრობლემებზე სოციალურ ქსელში დაწერა. […]...
წაკითხვა
კალათბურთი

თურქეთის ნაკრების მწვრთნელი: “თბილისში საერთოდ რას ვაკეთებთ?”

თურქეთის ნაკრების მწვრთნელი ერგინ ატამანი თბილისში დასწრების რაოდენობით უკმაყოფილოა. “დღეს არენაზე მხოლოდ 100 გულშემატკივარი იყო. […]...
წაკითხვა
კალათბურთი

“გამარჯობა და ღამე მშვიდობისა” | FIBA-ს კომენტატორის რეაქცია რატის ჩაჭრაზე

საქართველოს ნაკრებმა მოქმედი ჩემპიონი ესპანეთის ნაკრები 82-76 დაამარცხა. 17 ქულა დააგროვა 21 წლის გამთამაშებელმა რატი […]...
წაკითხვა
კალათბურთი

შენგელიას NBA-ში დაბრუნება სურს

თორნიკე შენგელიამ “ვირტუსის” ბოლო მატჩში ტრავმა მიიღო და გარკვეულ პერიოდს გამოტოვებს. მიუხედავად მის მიმართ “ბარსელონას” [&hel...
წაკითხვა
კალათბურთი

ყველაზე ფულიანები

ინტერნეტპორტალმა “სპორტიკომ” მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენების სია გამოაქვეყნა. რეიტინგს საკალათბურთო გუნდ “ლოს-ანჯე...
წაკითხვა
კალათბურთი

ტრაგედია – ახალი სპორტის სასახლის მშენებლობაზე მუშა გარდაიცვალა

უნივერსიტეტის ქუჩაძე, სადაც ახალი სპორტის სასახლის მშენებლობა მიმდინარეობს, 27 წლის ახალგაზრდა დაიღუპა. ჯაბა ქადამაძე შიდა […]...
წაკითხვა