ზაზა ფაჩულია „დალასში“ ოფიციალურად ჩაირიცხა
საქართველოის ნაკრების ცენტრის ზაზა ფაჩულიას „მილუოკი ბაქსიდან“ „დალას მავერიკსში“ გადასვლა ჯერ კიდევ ერთ კვირის წინ გადაწყდა, თუმცა მხარეებმა აღნუშნული გაცვლა მხოლოდ დღეს დაადასტურეს.
„მილუოკის“ ცენტრის სანაცვლოდ „დალასმა“ შემდეგი დრაფტის მეორე რაუნდში არჩევანის უფლება დათმო. „მავერიკსმა“ ქართველ მოთამაშეს ყურადღება მას შემდეგ მაიქცია, რაც დეანდრე ჯორდანისგან უარი მიიღო – ამ მოთამაშემ „ლოს-ანჯელეს კლიპერსში“ დარჩენა გადაწყვიტა.
განვლილი სეზონის რეგულარულ ჩემპიონატში ზაზამ 73 მატჩი ჩაატარა, აქედან 45 მან სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო. მისმა საშუალო მონაგარმა 8,3 ქულა, 6,8 მოხსნა და 2,4 გადაცემა შეადგინა. რაც შეეხება პლეიოფს, აქ ექვს მატჩში მისი საშუალო მაჩვენებელი შემდეგია: 6,7 ქულა, 6,7 მოხსნა, 1,5 გადაცემა და 1,7 ჩაჭრა.
შეგახსენებთ, რომ აქამდე ზაზა ფაჩულია „მილუოკის“ წერილით დაემშვიდობა.