ზაზა ფაჩულია: “ეს ჩემთვის შოკი იყო, ვფიქრობდი, რა დავაკელი”
საქართველოს ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა და NBA-ს ორგზის ჩემპიონმა ზაზა ფაჩულიამ გადაცემაში “ნოესთან” შურის თემაზე ისაუბრა.
“ყველაზე ძალიან მაშინ გამოჩნდა, როცა პირველად ჩემპიონი გავხდი. რაზეც გული დამწყდა, ვისგანაც არ ველოდებოდი, მათგან ვიგრძენი. გული წყდება ადამიანს, მაგრამ ხვდები, რომ ეს ცხოვრების ნაწილია ყველა სფეროში, ყველა ეტაპზე. ამაზე დიდხანს ფიქრი არაფერს არ მოგიტანს. იყო რაღაც გარკვეული პერიოდი, რომ მართლა შოკი იყო. ჯერ ჩემ თავს ვუსვამდი კითხვას, რა დავაკელი”
“როცა მეგობრად თვლი, როცა ასეთი ურთიერთობები გაკავშირებს. ყველაზე მნიშვნელოვანი რამ მოხდა კარიერაში, არც დრაფტი, არც პლეი-ოფი, არც პირველი ჩაგდებული ქულა ტიტულს ვერ შეედრება, ჩემპიონობა სულ სხვაა, თან NBA-ს. არ მომილოცეს, თუმცა ყველაზე მაგარი მაინც ის არის, რომ ხედავ ვინ მოიხსნა ნიღაბი, ვინ ვინ არის. წარსულით არ უნდა იცხოვრო და ყოველთვის წინ უნდა გაიხედო”, – განაცხადა ფაჩულიამ.
ზაზა ორჯერ ჩემპიონი “გოლდენ სტეიტის” რიგებში 2017/18 წლებში გახდა.