ზაზა ფაჩულია ქართველი ბავშვებისთვის „ჰოუქსის“ ძველი პარკეტის შეძენას აპირებს
მოგეხსენებათ, არც ისე დიდი ხნის წინ „მილუოკი ბაქსმა“ ახალი პარკეტი შეიძინა.
სამწუხაროდ, აღნიშნული პარკეტის მდგომარეობა არც თუ ისე დამაკმაყოფილებელი აღმოჩნდა. მეტიც, ამის გამო „ბაქსსა“ და „ტორონტო რეპტორს“ შორის წინასასეზონო მატჩიც კი შეწყდა.
ახალ სეზონში გუნდი ჯერჯერობით კვლავ ძველ პარკეტზე თამაშობს.
ამის შესახებ კომენტარი „ირმების“ ცენტრმა, საქართველოს ნაკრების ლიდერმა ზაზა ფაჩულიამ გააკეთა, რომელმაც ასევე აღნიშნა, რომ სამომავლოდ თავისი ამჟამინდელი გუნდის ძველი პარკეტის შეძენაზე ფიქრობს, რათა შემდგომ მასზე პატარა ქართველმა კალათბურთელებმა ივარჯიშონ.
„ეს ჩემი ოცნებაა. მსურს, რომ იგი ასრულდეს. ამ პარკეტზე NBA-ს არაერთ ვარსკლავს აქვს ნათამაშები. შესანიშნავი იქნება, თუ ქართველ ბავშვებს ასეთი დონის პარკეტზე ვარჯიშის საშუალება მიეცემათ“, – განაცხადა ფაჩულიამ.
ალექსანდრე მატევოსოვი