ზაზა ფაჩულია: “რთული ციკლი იყო, მაგრამ საბოლოო შედეგით ყველა ბედნიერია”
პორტუგალიის ნაკრებთან მოპოვებული გამარჯვება საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ზაზა ფაჩულიამ და მთავარი მწვრთნელის ასისტენტმა, კოტე ტუღუშმა შეაფასეს.
კოტე ტუღუში: “დასრულდა შესარჩევი ციკლი და ხვალიდან უკვე ევროპის ჩემპიონატისთვის დავიწყდებთ მზადებას. იმედი მაქვს, რომ ევრობასკეტისთვის ყველა კალთბურთელი ჯანმრთელი იქნება, რაც ყველაზე მნიშნველოვანია. საკადრო პრობლემების არქონის შემთხვევაში ჩვენ გაცილებით მაღალი მიზნებისთვის ვიბრძოლებთ.”
ზაზა ფაჩულია: “ჯერ კიდევ ემოციების ქვეშ ვარ. ძალიან მნიშვნელოვანი და რთული თამაში გამოდგა. უნგრეთის შემდეგ ტრავმირებულ მოთამაშეებს თორნიკე შენგელიაც დაემატა, რამაც მდგომრეობა გაართულა.
რა თქმა უნდა იყო მცირე პრობლემები, თუმცა მეორე ტაიმში და განსაკუთრებით დასკვნით ნაწილში თამაში გამოვასწორეთ. მთავარია, რომ მოვიგეთ და ევროპის ჩემპიონატის საგზური მესამედ მოვიპოვეთ.
რთული ციკლი იყო, მაგრამ საბოლო შედეგით ყველა ბედნიერია. ვისურვებდი, რომ მომდევნო ევროპის ჩემპიონატი თურქეთში გაიმართება, რაც გულშემატკივრების ჩასვლას გააიოლებს.”