ზაზა ფაჩულია: “თავს ისე ვგრძნობ, თითქოს ახლა დავიბადე”
საქართველოს ნაკრებისა და “დალას მავერიქსის” კალათბურთელი ზაზა ფაჩულია აცხადებს, რომ ის თავს ისე გრძნობს, თითქოს ახლა დაიბადა.
შეგახსენებთ, რომ “დალასში” გადასვლის შემდეგ ზაზა ფაჩულია შესანიშნავ ფორმაშია, მიმდინარე სეზონში კი 18 ორმაგი დუბლი მიითვალა.
“ვიცი, რომ ეს ბევრ ადამიანს უკვირს, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ თავს ისე ვგრძნობ, თითქოს ახლა დავიბადე. ჩემს წინა გუნდებზე ცუდს ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ “დალასში” სხვა გუნდებთან შედარებით ყველაზე კარგი სიტუაციაა. აქ გამოცდილი მწვრთნელები და მოთამაშეები არიან, რომელთაც გამარჯვებულის მენტალიტეტი აქვთ ჩამოყალიბებული.
ჩემს წინა გუნდებში ყველაფერი თავიდან იწყებოდა. “დალასში” ასე არაა. აქა ყველა გამარჯვებასა და წარმატებაზე საუბრობ. ვფიქრობ, ეს ჩემი კარგი სტატისტიკის ერთ-ერთი მიზეზია. ასეთი შესაძლებლობის მოცემისათვის მადლობის თქმა მსურს”, – ციტირებს ფაჩულიას სიტყვებს ESPN.
ცნობისთვის, 9 იანვარს, თბილისის დროით დილის 05:00 საათზე ზაზა ფაჩულია ყოფილი კლუბის, “მიულოკი ბაქსის” წინააღმდეგ ითამაშებს.