ზაზა ფაჩულია: “ვესტბრუკს ვალი დავუბრუნე – ამ ინციდენტზე ბევრმა არ იცის”
საქართველოს ნაკრებისა და “გოლდენ სტეიტის” ცენტრმა, ზაზა ფაჩულიამ მასსა და რასელ ვესტბრუკს შორის მომხდარ ინციდენტზე ისაუბრა.
ფაჩულიას თქმით, ბევრმა არ იცის, რომ ვესტბრუკმა მას მარჯვენა ხელი ჩაარტყა, ზაზამ კი “ოკლაჰომას” ლიდერს სწორედ ამიტომ უპასუხა.
“უპირველეს ყოვლისა, მინდა იმაზე ვისაუბრო, თუ როგორ დაიწყო ყველაფერი. შესაძლოა, ჩემი შეცდომა ისაა, რომ ამ ინციდენტის დეტალებზე აქამდე არ ვისაუბრე. სანამ ვესტბრუკის წინააღმდეგ უხეშობისათვის დამაჯარიმებდნენ, ცოტა ხნით ადრე იდაყვი ჩამარტყა. მან ბურთი დაკარგა, რის შემდეგაც სახეში იდაყვი ჩამარტყა, ჩვენ სწრაფ კონტრ-შეტევაზე გადავედით, კარიმ კი ბურთი კალათში მოათავსა, ვესტბრუკს სწორედ ამის შემდეგ ვუპასუხე. შეიძლება, ითქვას, მას ვალი დავუბრუნე. ამ ინციდენტზე ბევრმა არ იცის, რადგან მასზე აქამდე არ მისაუბრია.
მატჩის დასრულების შემდეგ, კომენტარი მანაც გააკეთა და მეც გავაკეთე. ვთქვი, რომ “ოკლაჰომას” დარბაზში მეც ვიქნები. შესაბამისად, რისი გაკეთებაც არ უნდა სურდეს, მე პარკეტზე ვიქნები”, – უთხრა ფაჩულიამ KNBR-AM-ს.
შეგახსენებთ, რომ “ოკლაჰომა” “გოლდენ სტეიტს” საშინაო კედლებში 11 თებერვალს დაუპირისპირდება.