ზაზა ფაჩულიამ და შიო ხეცურიანმა თბილისის “დინამო” შეიძინეს
“დეტროიტ პისტონსის” ცენტრმა, ზაზა ფაჩულიამ და ყოფილმა კალათბურთელმა, შიო ხეცურიანმა საკალათბურთო კლუბი თბილისის “დინამო” და კლუბის ბაზა შეიძინეს. ინფორმაცია კლუბის ახალმა მფლობელებმა დაადასტურეს და მათი თქმით, ეს კალათბურთის და კალათბურთში საკლუბო სისტემის განვითარებისთვის გააკეთეს.
“მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს ბანკს იმ მხარდაჭერისთვის, რაც ამდენი წლის განმავლობაში განახორციელეს საკალათბურთო კლუბ თბილისის “დინამოს” განვითარებისთვის. მისი წვლილი ზოგადად სპორტის და კალათბურთის ხელშეწყობაში დიდია, რომელიც ამდენი ხნის განმავლობაში უწევდა პატრონაჟს “დინამოს”. საკალათბურთო კლუბ “დინამოს” საწვრთნელ ბაზასთან ერთად ფლობა მოგვცემს საშუალებას, შევეცადოთ კიდევ ბევრი ახალგაზრდა პროფესიონალად აღვზარდოთ” – განაცხადა ზაზა ფაჩულიამ.
შეგახსენებთ, რომ სამი წლის წინ ფაჩულიამ თბილისში მისი სახელობის აკადემიაც დაარსა.