ზაზა ფაჩულიამ დირკ ნოვიცკის მიმართა
22 ნოემბერს, ევროპის 2017 წლის საკალათბურთო ჩემპიონატის წილისყრა გაიმართა. საქართველოს ნაკრები B ჯგუფში უკრაინასთან, ისრაელთა, ლიტვასთან, იტალიასთან და გერმანიასთან ერთად მოხვდა.
წილისყრის შედეგებს საქართველოს ნაკრების კაპიტანი, ზაზა ფაჩულია სოციალურ ქსელ Twitter-ში გამოეხმაურა. ზაზამ ყოფილ თანაგუნდელს, დირკ ნოვიცკის მიმართა, რომელიც წლების მანძილზე გერმანიის ნაკრების ღირსებას იცავდა.
“მზად ხარ მომდევნო ზაფხულს ევროპის ჩემპიონატზე საბრძოლველად? მოდი, ძმაო, ეს ძალიან სახალისო იქნება. მხოლოდ ერთი მატჩი…”, – წერს ფაჩულია.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე თვის წინ, ნოვიცკიმ სანაკრებო კარიერის დასრულების შესახებ განცხადება გააკეთა.
@swish41 you ready to rumble next summer at Euros?????????????????come on bro it's going to be fun. Just one game. pic.twitter.com/gi5J7uHAX4
— Zaza Pachulia (@zaza27) November 22, 2016