ზაზა ფაჩულიას აკადემიის გუნდი ბელგიის ტურნირზე გაემგზავრა
ბელგიაში (კორტრიიკი) საინტერესო, საკმაოდ წარმომადგენლობითი საახალწლო ტურნირი გაიხსნება. და ამ ტურნირში მონაწილეობას მიიღებს ზაზა ფაჩულიას აკადემიის გუნდი, რომელიც ჩვიდმეტწლამდელებში (U 17)გაიტესტება. გუნდის მთავარი მწვრთნელია დეიან პროკიჩი, ასისტენტი – ჟულივეტ ტოუჯანი.
ჩვენი გუნდის მოწინააღმდეგეები იქნებიან: ისრაელის საკალათბურთო აკადემიის გუნდი (2015 წლის ჩემპიონი), მეირინ ბასკეტი (შვეიცარია) და კორტრიიკის საკალათბურთო აკადემიის გუნდი.
მეორე ჯგუფში მოხვდნენ ვარეგემი (ბელგია), AWBB (ბელგია), ლეიდენი (ჰოლანდია) და როსტოკი (გერმანია).
თამაშები რამდენიმე ასაკობრივ ჯგუფში ჩატარდება და მას სპეციალური სტუმრების რანგში საინტერესო პერსონები დაესწრებიან. კერძოდ, გაიმართება სამწვრთნელო სემინარი, რომელსაც უხელმძღვანელებს ბელგიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ედი კასტელსი.
ჟულივეტ ტოუჯანი: “ჩვენთვის მნიშვნელოვანია ასეთ წარმომადგენლობით ტურნირზე ჩასვლა. ბავშვები მიიღებენ გამოცდილებას და ჩვენთვის, მწვრთნელებისთვის, ეს პროგრესის კარგი შანსია. ველოდებით პირველ შეხვედრას.”
ზაზა ფაჩულიას აკადემიის გუნდი ტურნირზე ამ შემადგენლობით ჩავიდა: ნიკა რატიანი, ლუკა მაზიაშვილი, რომა ჭინჭარაული, ირაკლი კილაძე, ნიკოლოზ ნიკოლაიშვილი, პაპუნა ცხვედიანი, ლაშა დაღელიშვილი, დავით შუკაკიძე, ნიკოლოზ გაფრინდაშვილი, ანზორ ნადირაძე, გიორგი კოპაძე, გიორგი ძნელაძე, დაჩი ქავთარაძე.