ზაზა ფაჩულიას “მილუოკი” პლეი ოფში გავიდა
ზაზა ფაჩულიას „მილუოკიმ“ „ბრუკლინ ნეთსი“ 96:73 დაამარცხა და რეგულარული ჩემპიონატის დამთავრებამდე 2 მატჩით პლეი ოფში ადრე პლეი ოფში გასვლა ოფიციალურად გაინაღდა.
მილუოკელებმა ერთგვარი რეკორდი გამოაცხვეს. ჯეისონ კიდის გუნდმა გასულ სეზონში 67 მატჩი წააგო და რეგულარულ ჩემპიონატში ყველაზე ცუდი შედეგი აჩვენა, თუმცა რეაბილიტაცია მოახერხა და მომდევნო, მიმდინარე სეზონშივე მოახერხა პლეი ოფში გასვლა. ასეთი რამ ბოლოს „მაიამი ჰითმა“ 2007-2008 წლების სეზონში მოახერხა.
ფაჩულიამ „ბრუკლინთან“ მატჩი სასტარტო ხუთეულში ითამაშა და 24 წუთში 4 წულა, 7 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა. ზაზამ 5 ცდიდან 2 ორქულიანი ჩააგდო. მილუოკელებმა „ბრუკლინი“ მესამე პერიოდში გატეხეს, როცა 12-წუთეული 30:18 მოუგეს. ფაჩულიას გუნდში 21 ქულით საუკეთესო ერსან ილიასოვა გახლდათ, ოჯეი მაიომ კი 20 წუთში 17 ქულა მოაგროვა.
40-40 მოგებ-წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციის ცხრილში მილუოკელები მე-6 ადგილზე არიან და დარჩენილი 2 მატჩი რომც წააგონ, მ-7 ადგილს მაინც არ ჩამოსცდებიან. სავარაუდოდ ფაჩულიას გუნდი რეგულარულს მე-6 ადგილზე დაასრულებს და პლეი ოფში „ჩიკაგოს“, ან „ტორონტო რეპტორსს“ შეხვდება. მომდევნო მატჩში „მილუოკი“ „ფილადელფიას“ 14 აპრილს, სტუმრად შეხვდება.
GBF.GE