ზურაბ საკანდელიძე-მიხეილ ქორქიას მემორიალის წინასატურნირო პრესკონფერენცია
მემორიალის მოსაპოვებლად 6 გუნდი იბრძოლებს: არმია, ოლიმპი, რუსთავი, სოხუმი, დინამო და შსს აკადემია. ვინაიდან ტურნირში მონაწილეობანებაყოფლობითია, 3 გუნდმა მემორიალში თამაშზე უარი განაცხადა – მაქაბი, ქუთაისი, ბათუმი.
მონაწილე გუნდები 2 ქვეჯგუფში სუპერლიგის პირველი წრის ცხრილის მიხედვით გადანაწილდნენ. გუნდები ერთ წრედ ითამაშებენ და ფინალშიჯგუფების გამარჯვებულები შეხვდებიან. 2-3 ადგილზე გასული გუნდები 3-4 ადგილებისთვის იბრძოლებენ, ხოლო მესამე ადგილზე გასული გუნდები – 5-6ადგილებისთვის.
ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალის ჯგუფურ ეტაპს ვაკეში მდებარე საკალათბურთო აკადემიის დარბაზი უმასპინძლებს. ფინალი დამატჩები მე-3 და მე-5 ადგილებისთვის სპორტკომპლექს “არენაში” გაიმართება.
საკანდელიძე-ქორქიას მემორიალი 2006 წლიდან ტარდება. წლეულს აღნიშნული ხსოვნის ტურნირი მეცხრედ გაიმართება.
წინასატურნირო პრესკონფერენცია დღეს სპორტკომპექს ,,არენაში” გაიმართა. სუპერლიგისა და ასაკობრივი ლიგების აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი ზაბახიძემ მომავალ ტუნრნირზე ისაუბრა.
გიორგი ზაბახიძე: ზურაბ საკანდელიძისა და მიხელ ქორქიას მემორიალი წელს მეცხედ იმართება. სასიამოვნოა, რომ მონაწილეობას 6 გუნდი იღებს. ისინი ორ ჯგუფში არიან განაწილებული და გამარჯვებულები ფინალს ითამაშებენ, რომელსაც სპორტკომპლექსი ,,არენა” უმასპინძლებს. აღნიშნული მემორიალი წლის დასკვნითი ტურნირია და გუნდები საკმაოდ სერიოზულად ემზადებოდნენ მისთვის. დარწმუნებული ვარ, მაყურებელს საინტერესო თამაშები ელის.
gbf.ge