ზუროსი: “გულშემატკივართა ფაქტორი ჩვენს სასარგებლოდ უნდა გამოვიყენოთ”
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ილიას ზუროსმა მონტენეგროსთან გასამართი მატჩის წინ განაცხადა, რომ მას გულშემატკივრების დიდი იმედი აქვს.
“დავიწყებ ისევ გულშემატკივართაგან და ყველას მოვუწოდებ, მოვიდნენ და მხარი დაგვიჭირონ. რამდენადაც ვიცი, ხვალ დარბაზი სავსე იქნება და ეს ძალიან კარგია. გულშემატკივართა ფაქტორი ჩვენს სასარგებლოდ უნდა გამოვიყენოთ, ამასთან ერთად უნდა ვითამაშოთ კარგი დაცვა, რაც მოგების გარანტი იქნება. ჩვენ ეს დაგვანახა გასულმა თამაშებმა და ვალდებულები ვართ, კვლავ კონცენტრაცია დაცვაზე მოვახდონოთ. მე მჯერა ჩვენი ბიჭების, ჩვენი გუნდის და იმედი მაქვს, ყველა მათგანი მაქსიმუმს გაიღებს”, – თქვა ბერძენმა სპეციალისტმა.
შეგახსენებთ, რომ ევროპის 2017 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე, საქართველოს ნაკრები დღეს თბილისში ჯგუფის ერთ-ერთ ფავორიტს საკუთარ კედლებში მიიღებს, შეხვედრა 19:00 საათზე დაიწყება.