ზუროსი: “იმედია, გულშემატკივარი მრავლად მოვა და ამ მნიშვნელოვან შეხვედრაში მხარს დაგვიჭერს”
საქართველოს საკალათბურთო ნაკრების მთავარმა მწვრნელმა, ილიას ზუროსმა ისრაელთან მოახლოებულ მატჩზე კომენტარი გააკეთა.
ბერძენი სპეციალისტი აცხადებს, რომ მისი გუნდი დადებითი შედეგის მისაღწევად მაქსიმუმს გააკეთებს.
“პირველ რიგში, მინდა მივულოცო ჩემ მოთამაშეებს ესტონეთთან გამარჯვება. არ იყო ადვილი როგორც მწვრთნელებისთვის, ისე კალათბურთელებისთვის, რომ ორ დღეში მზად ვყოფილიყავით ტალინური მატჩისთვის. შემდეგ იყო დამღლელი მგზავრობა, ვარჯიში და ხვალ ისევ თამაშია. ეს ყველასთვის რთული გრაფიკია. მიუხედავად ამისა, მჯერა ჩემი მოთამაშეების და მაქსიმუმს გავაკეთებთ, რომ დადებით შედეგს მივაღწიოთ. იმედია, რომ გულშემატკივარი მრავლად მოვა და დაგვიჭერს მხარს ამ მნიშვნელოვან შეხვედრაში”, – განაცხადა ზუროსმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ისრაელს თბილისის სპორტის სასახლეში დღეს დაუპირისპირდება. მატჩი 19:00 საათზე დაიწყება.