დიმიტრი პაიემ პაოკ-ს საოცარი გოლი გაუტანა (ვიდეო)

იხილეთ ვიდეო

ლევანდოვსკის აგენტი “ბაიერნის” წინააღმდეგ პოლონელის ამხედრებას ცდილობს

ჟურნალისტი კრისტიან ფალკი იტყობინება, რომ მიუნხენის “ბაიერნის” ფორვარდ რობერტ ლევანდოვსკის აგენტი პინი ზაჰავი გერმანული კლუბის წინააღმდეგ პოლონელი ფეხბურთელი ამხედრებას ცდილობს.

წყაროს თანახმად, აგენტს მოთამაშის გაყიდვა სურს. ზაჰავის კარგი ურთიერთობა აქვს “პარი სენ-ჟერმენის” ხელმძღვანელობასთან. მან პარიზულ კლუბს არაერთხელ შესთავაზა ლევანდოვსკი და კილიან მბაპეს გაყიდვის შემთხვევაში, შესაძლოა, ფრანგები მართლაც დაინტერესდნენ ამ წინადადებით. გარდა ამისა, ზაჰავი შესაძლო ტრანსფერის თაობაზე მოლაპარაკებას აწარმოებდა “ბარსელონას” პრეზიდენტ ჟოან ლაპორტასთან, რომელთანაც მეგობრობა აკავშირებს.

წყაროს ცნობით, პინი ზაჰავი საკუთარი ჩანაფიქრის განსახორციელებლად “ბაიერნის” წინააღმდეგ რობერტ ლევანდოვსკის ამხედრებას ცდილობს. ამ მიზნით აგენტმა პოლონელ ფეხბურთელს გასულ წელს უთხრა, რომ ბავარიული კლუბი მასზე მეტად სხვა მოთამაშეებს სცემს პატივს. ზაჰავიმ ლევანდოვსკის ამცნო ისინიც, რომ “ბაიერნი” დორტმუნდის “ბორუსიადან” ერლინგ ჰოლანის შეძენას ცდილობს.

თავის მხრივ, “ბაიერნს” პოლონელი თავდამსხმელის შენარჩუნება სურს და მოლაპარაკების პროცესს სერიოზულად უდგება.

შესაძლოა, ლუის სუარესი თურქეთში წავიდეს

შესაძლოა, მადრიდის “ატლეტიკოს” თავდამსხმელმა ლუის სუარესმა კარიერა თურქეთში გააგრძელოს.

ესპანური “ასი” იუწყება, რომ ურუგვაელი ფეხბურთელის წარმომადგენლები “ფენერბაჰჩესთან” და “ბეშიქთაშთან” აწარმოებენ მოლაპარაკებას. 35 წლის თავდამსხმელს ესპანურ კლუბთან კონტრაქტი მიმდინარე წლის 30 ივნისს ეწურება, რის შემდეგაც თავისუფალი აგენტის სტატუსს მიიღებს.

ლუის სუარესმა ამ სეზონში ყველა საკლუბო ტურნირზე ერთად 38 მატჩი ჩაატარა, 13 გოლი გაიტანა და სამი შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

“ტორპედომ” ლევან არველაძე დაიმატა

ქუთაისის “ტორპედომ” 29 წლის ნახევარმცველი ლევან არველაძე დაიმატა.

ლევანი ბოლოს “დესნაში” გამოდიოდა. არველაძეს მთელი კარიერა უკრაინაში აქვს გატარებული, აქამდე უკრაინის გარეთ არასდროს უთამაშია.

ფეხბურთელს ორმაგი მოქალაქეობა აქვს და ქართულ პასპორტსაც ფლობს.

“ტორპედოს” მანამდე “ჩერნმოროციდან” ბექა ვაჩიბერაძე შეუერთდა.

ლიპარტელიანი ბრუნდება! გუჯეჯიანმა ნაკრები ევროპისთვის დარაზმა

ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში 29 აპრილს ძიუდოში ევროპის ჩემპიონატი დაიწყება და მთავარმა მწვრთნელმა ლაშა გუჯეჯიანმა 11 სპორტსმენი დაასახელა.

დიდი სიუპრიზია ვარლამ ლიპარტელიანის დაბრუნება, რომელიც ტოკიოს ოლიმპიადის შემდეგ კარიერის დასრულებას აპირებდა. ლიპო კვლავ კაპიტანი იქნება.

გია თენაძემ ეთერი და სოფიო.

-60კგ: ლუხუმ ჩხვიმიანი, ჯაბა პაპიპინაშვილი
-66კგ: ვაჟა მარგველაშვილი;
-73კგ: ლაშა შავდათუაშვილი;
-81კგ: ტატო გრიგალაშვილი;
-90კგ: ლუკა მაისურაძე;
-100კგ: ვარლამ ლიპარტელიანი, ილია სულამანიძე;
+100კგ: გურამ თუშიშვილი.

-57კგ: ეთერ ლიპარტელიანი;
+78კგ: სოფიო სომხიშვილი.

რამდენს იხდის “ნაპოლი” კვარაცხელიას სანაცვლოდ?

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ბათუმის “დინამოს” ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია ზაფხულში კარიერას, სავარაუდოდ, “ნაპოლიში” გააგრძელებს.

იტალიური გამოცემა “კორიერე დელო სპორტი” წერს, რომ აურელიო დე ლაურენტისის კლუბი 21 წლის ქართველი გარემარბის სანაცვლოდ რვა მილიონ ევროს იხდის. “ნაპოლი” კვარაცხელიას ხუთწლიან კონტრაქტს და ხელფასის სახით სეზონში 1,1 მილიონ ევროს სთავაზობს.

შეგახსენებთ, რომ ბათუმის “დინამომ” ხვიჩა კვარაცხელიას ორწლიანი შრომითი ხელშეკრულება გაუფორმა, თუმცა ზაფხულში მის დიდ კლუბში გადასვლას არ შეაფერხებს. სპეციალიზებული ინტერნეტპორტალი “ტრანსფერმარკტი” ქართველი ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულებას ამ დროისთვის 16 მილიონ ევროდ აფასებს.

ვლადიმერ ვაისი: “ყველაფერი მხოლოდ ხვიჩაზეა დამოკიდებული”

საქართველოს ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმერ ვაისმა Championat.com-თან ხვიჩა კვარაცხელიას “ნაპოლიში” ტრანსფერზე ისაუბრა.

“მე ვფიქრობ, კვარაცხელია “ნაპოლიში” გადასასვლელად მზად არის. მას ყველაფერი აქვს იმისთვის, რათა დიდი ფეხბურთი ითამაშოს. თუ ტრანსფერი შედგება, ძალიან ბედნიერი ვიქნები. “ნაპოლი” კარგი გუნდია და ხვიჩას ეუძლია ინსინიეს შეცვლა.”

“კვარა – დიდებული ტალანტია და შეუძლია დიდებული კარიერა ჰქონდეს. ყველაფერი მხოლოდ მასზე არის დამოკიდებული” – განაცხადა ვაისმა.

გავრცელებული ინფორმაციით, კვარაცხელია “ნაპოლისთან” 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.

ვლადიმირ ვაისი: “ხვიჩა “ნაპოლიში” გადასასვლელად მზად არის”

საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა “ნაპოლიში” ხვიჩა კვარაცხელიას შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა.

“ვფიქრობ, ხვიჩა “ნაპოლიში” გადასასვლელად მზად არის. მას ყველა ის თვისება აქვს, რაც დიდი ფეხბურთის სათამაშოდ არის საჭირო. გამიხარდება, თუ ეს ტრანსფერი შედგება. “ნაპოლი” კარგი გუნდია, ხვიჩას კი ინსინიეს ჩანაცვლება იოლად შეუძლია. ვფიქრობ, ის თავის დონეს აჩვენებს: სისწრაფე, დრიბლინგი, საგოლე გადაცემები. ხვიჩა დიდი ტალანტის მქონე ფეხბურთელია და მშვენიერი კარიერის მოწყობა შეუძლია. ყველაფერი მასზეა დამოკიდებული, ყველა საჭირო თვისება აქვს”, – ციტირებს ვაისის სიტყვებს “ჩემპიონატი”.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ ყაზანის “რუბინთან” კონტრაქტი გაწყვიტა და ბათუმის “დინამოსთან” ორწლიანი შრომითი ხელშეკრულება გააფორმა. გავრცელებული ინფორმაციით, ქართველი ფეხბურთელი ზაფხულში “ნაპოლიში” გადავა, რომელთანაც ხუთწლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს.

“სილესენ – პრობლემა გაქვს! ქართველი ბეტმენი – გიორგი მამარდაშვილი”

Twitter-ზე ფეხბურთის ერთ-ერთმა გამორჩეულმა სკაუტმა იაცეკ კულიგმა გიორგი მამარდაშვილის შესახებ დაწერა და მისი 4 მშრალი მატჩი და 14 სეივი აღნიშნა. ბოლოს, კი “ქართველი ბეტმენით” მოიხსენია.

მის ამ პოსტს ბევრი გამოხმაურება მოჰყვა.

“ჯერაც ვერ ვხვდები, რატომ ამოაგდო ბორდალასმა მას შემდეგ, რაც სეზონი დაიწყო. მიხარია, რომ რეგულარულად თამაშობს”

“ის უკვე მზად არის პრემიერ ლიგაში გადასასვლელად შემდეგი სეზონისთვის”

“კი, მაგრამ რატომ უნდა დატოვოს ლა ლიგა ინგლისისთვის? ფული? შეიძლება. უკეთესი პოზიცია? არა. ფანებს უყვართ ის, მას უყვარს კლუბი, რომელმაც 1 თვის წინ გიორგისთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა”

“იასპერ სილესენ – შენ პრობლემა გაქვს!”

“მამარდა ძალიან განვითარდა. ფეხით უკეთ თამაშობს, მისი შორეული დარტყმა უფრო ზუსტია და უფრო წყნარად დგას”

“ხვიჩა კვარაცხელიას ძმა. წამოდი “ნაპოლიში”

“ზუსტად დაასვი მისი ზედმეტსახელი იაცეკ”

“Football Manager 2022-ში ჩემი საყვარელი მეკარეა”

მამარდაშვილს არა მარტო ესპანეთში, სრულიად ევროპაში საკმაოდ კარგი პრესა აქვს.

ჟირინოვსკი: “ფეხბურთი რუსების სპორტი არ არის”

დუმის უკვე გარდაცვლილ დეპუტატ ვლადიმირ ჟირინოვსკის რუსულ ფეხბურთზე რამდენიმე საინტერესო კომენტარი აქვს გაკეთებული.

“რატომ ვთამაშობთ ჩვენ ფეხბურთს ცუდად? ფეხბურთს სამხრეთელები თამაშობენ, ჩვენ კი როგორც ხედავთ, ჩრდილოეთიდან ვარ. აუცილებელია, ეზოებში ბიჭუნებმა ითამაშონ. და მაინც, ფეხბურთი ფიზიოლოგიურად ჩვენი სპორტი არაა, არ შეგვიძლია მსოფლიოში პირველები ვიყოთ.”

2014 წელს რუსეთის ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატზე იტალიელი ფაბიო კაპელო წვრთნიდა, რომელმაც გუნდი შემდეგ ეტაპზე ვერ გაიყვანა.

“მას არ სურს, რომ მოვიგოთ. ის ჩვენთვის უცხოა. შესაძლოა, კაპელო მალულად ევროკავშირის სანქციებს საფეხბურთო მოედანზე აღასრულებს. ის ევროპელია და ევროპული კავშირისთვის საუბრობს. ყველაფერს აკეთებს, რათა წავაგოთ”.

ჟირინოვსკი 75 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისგან მსგავს ფრთიან გამონათქვამებს ვეღარ მოვისმენთ.

რიო ფერდინანდი: “ბენზემას სახელს მომდევნო ოქროს ბურთზე უკვე უნდა წერდნენ”

ვეტერანმა ინგლისელმა ფეხბურთელმა და BT Sport-ის მიმომხილველმა, რიო ფერდინანდმა “ჩელსისა” და “რეალს” შორის გამართული მატჩის შემდეგ კარიმ ბენზემაზე ისაუბრა.

როგორც იცით, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში “სამეფო კლუბმა” “ჩელსი” ლონდონში 1:3 დაამარცხა, მადრიდელთა მხრიდან სამივე გოლი სწორედ ფრანგმა თავდამსხმელმა გაიტანა.

“კარიმ ბენზემას სახელს მომდევნო ოქროს ბურთზე უკვე უნდა წერდნენ. მან ამ დაპირისპირების ბედი გადაწყვიტა. გუნდს ლა ლიგაში პირველ ადგილზე მიუძღვება. როცა კრიშტიანო რონალდუ “რეალში” თამაშობდა, ბენზემა ჩრდილში იყო, თუმცა ახლა კარგად ჩანს, რამდენს ნიშნავს ის გუნდისათვის. 34 წლის ასაკში კარიმი მსოფლიოს საუკეთესო ცხრიანია. ეს სულ სხვა დონეა. გოლები, საგოლე გადაცემები, მოედანზე გადაადგილება, თამაშის ტემპის კონტროლი”, – განაცხადა ფერდინანდმა.