კელვინ კატარი: “ორი განსხვავებული გიგა ჭიკაძე არსებობს’

UFC-ის მებრძოლმა კელვინ კატარმა გიგა ჭიკაძესთან მოგების შემდეგ კიდევ ერთხელ ისაუბრა.

წამყვანი: როგორ ხვდებოდა ქართველი გულშემატკივარი მატჩს? ვნახე, როგორ წერდნენ რომ ჭიკაძე პირველივე რაუნდში დაგანოკაუტებდა.

კატარი: “მე ვამბობ, არ მივსდევ ამ სისულელებს, მაგრამ UFC ჯგუფი გვაქვს, ჩემი მეგობრების. ისინი ყოველთვის საუბრობენ, განსაკუთრებით, შეხვედრების დროს. ვცდილობ, ამ ყველაფერს გავერიდო და დაპირისპირებაზე ვფოკუსირდე. გამომიგზავნეს, რომ წერდნენ, ჭიკაძე პირველ რაუნდში დამაგდებდა, რომ არ მეცეკვა 25 წუთი და რაღაც ასეთი. მე ვუძღვებოდი ამ ცეკვას და ბედნიერი ვარ. ცოტა უპატივცემულო იყო, მაგრამ შემდეგ ოპონენტს ეცოდინება, რომ ამას გადავახდევინებ”

წამყვანი: გიგამ Facebook ლაივში განაცხადა, რომ 10-დან 9 შეხვედრას მოგიგებდა და შენ ეს ერთადერთი მოიგე.

კატარი: საერთოდ, არსებობს 2 განსხვავებული გიგა. ერთი პირადში, ერთი ინტერვიუებში. მე ვცდილობ, არ მივიღო ინტერვიუები ზედმეტად პერსონალურად, მაგრამ როცა უკვე ამეტებ, შეიძლება უკვე პირადში გადავიტანო. შეიძლება, მისი მენეჯერია, რომელიც მართავს პროფაილს, მაგრამ არ აქვს მნიშვნელობა ვინ მართავს, რადგან ეს მისი გვერდიდან მოდის. სასურველია, ნაკლები ილაპარაკო და მეტი იმუშავო. ჩემ ექაუნთებზე მე მაქვს კონტროლი და არავინ წერს რამე ისეთს, ჩემ გარეშე

ჰალკის უცნობი ისტორია – “თუ ვერ მოვიგებდი, დარხეული მქონდა”

მსოფლიოში ნომერ პირველმა მკლავჭიდელმა ლევან საგინაშვილმა სპორტსმენ ლაშა როინიშვილის (IronLasha) არხზე მისი უცნობი ისტორია გაიხსენა.

“2012 წელს ჯარში ვმსახურობდი. მაშინ ბათუმში ტარდებოდა ადგილობრივი შეჯიბრი. ვთხოვე გაშვება და იმ პირობით გამათავისუფლეს, თუ მოვიგებდი. თუ ვერ მოვიგებდი, დარხეული მქონდა. მოვიგე და რამდენიმე თვის შემდეგ, თვითონ ჯარიდან წამიყვანეს მსოფლიო ოლიმპიადაზე, პოლიციისა და სახანძრო სამსახურის, რომელიც ჩრდილოეთ ირლანიაში ტარდებოდა. 2 მედლით დავბრუნდი და მანდედან დაიწყო ჩემი კარიერული აღმასვლა”, – განაცხადა ჰალკმა.

ლევანი წვერს უკვე თითქმის 2 თვეა არ ისწორებს, რადგან ევროპაში ფილმის გადაღებები აქვს და რეჟისორს ასეთი მოთხოვნა აქვს.

გია ცეცაძე: “ქუთაისის “ტორპედო” არის საქართველოში ის წერტილი, სადაც…”

ქუთაისის “ტორპედოს” მთავარმა მწვრთნელმა გია ცეცაძემ საფეხბურთო “ტაიმ-აუტში” გუნდის ფინანსური მდგომარეობის შესახებ ისაუბრა.

“ჩვენ კონტრაქტები გვაქვს 2 წლით, პლუს გარძელებით. თვითონ მდგომარეობა ისეთია, პროგრესის გზა ნამდვილად არის და იმის რესურსიც, რომ ფინანსები, ცივილურად და ზომიერი გადაწყვეტილებებით, არ შეჩერდეს. სტაბილურობა, სამწუხაროდ საქართველოში ბევრ კლუბში არაა, სანამ ჩვენ მოვიდოდით და ახალი ხელმძღვანელობა, მანამდე “ტორპედოში” ძალიან მძიმე ფინანსური კრიზისი იდგა. საბედნიეროდ, ახლა, გვაქვს ეს სტაბილურობა. ეს დასახული გეგმები ერთ წლიანი არ არის და დღეს, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, საქართველოში ერთ-ერთი წერტილი არის ქუთაისი, სადაც ფინანსური სტაბილურობა არის”, – განაცხადა ცეცაძემ.

თავკაცის შეფასებით, კლუბი მართლაც, რომ ძალიან გაძლიერდა, თუმცა პრაქტიკულად ნახევარი შემადგენლობა გამოიცვალა და ფეხბურთელებს ერთმანეთთან შეთამაშება სჭირდებათ.

“მართლაც, დღეს ბათუმის “დინამო” გამორჩეული გუნდია, ყოველღე წინ ნაბიჯს დგამენ და ვითარდებიან. ყველა გუნდის მიზანი ეს უნდა იყოს და ესე უნდა კეთდებოდეს. მე ვისურვებდი ყველა ქართული გუნდი მაგ დონეზე ყოფილიყოს. ჩვენ გვაქვს გეგმა და ეს არა მხოლოდ საქართველოს, საერთაშორისო ასპარეზსაც შეეხება, რაც საკმაოდ რთულია, მაგრამ არა შეუძლებელი. “ტორპედო” ქართული ფეხბურთის ფლაგმანია და აუცილებელია არსებობდეს ძლიერი “ტორპედო”. ჩვენი მიზანი იქნება და არის, გადავუსწროთ ბათუმის “დინამოს,” თბილისის “დინამოს” და აბსოლიტურად ყველა ქართულ კლუბს. რა თქმა უნდა, უნდა დაიწყოს მიზანმიმართული და ეტაპობრივი მუშაობით, რაც 6 თვეში ვერ დასრულდება, მაგრამ ნელ-ნელა და ნაბიჯ-ნაბიჯ მოხდება” – დასძინა ცეცაძემ.

ქუთათურებმა ბუღრიძე, არაბიძე, პაპუნაშვილი, მანჯგალაძე, კუხიანიძე, ქიმაძე, შერგელაშვილი და ჰამზიჩი დაიმატეს.

“ჰალში” არველაძის დებიუტი წარმატებული გამოდგა (ფოტოები)

“ჰალ სიტის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე შოთა არველაძის დებიუტი წარმატებული გამოდგა. ქართველი სპეციალისტის გუნდმა ინგლისის ჩემპიონშიფის 29-ე ტურის მატჩში “სუონსი სიტის” უმასპინძლა და მეტოქე ანგარიშით 2:0 დაამარცხა. “ვეფხვები” ტომ ივსმა შეხვედრის მე-5 წუთზე დააწინაურა, მე-17 წუთზე კი კინ ლიუს-პოტერმა სხვაობა ორ ბურთამდე გაზარდა. დარჩენილ დროში “ჰალმა” უპირატესობა შეინარჩუნა და შეხვედრა ლოგიკურ გამარჯვებამდე მიიყვანა.

გუნდმა მიჯრით მესამე მატჩი მოიგო, აქტივში 32 ქულა დააგროვა, მე-18 პოზიციამდე ამოვიდა და გასავარდ ზონას 12 პუნქტით დაშორდა. “ჰალი” მომდევნო ტურში გათამაშების შუაადგილოსან “პრესტონს” უმასპინძლებს. შეხვედრა 5 თებერვალს ჩატარდება.

გთავაზობთ აღნიშნული მატჩიდან შოთა არველაძის ფოტოკოლაჟს.

ოთო აბესაძე შეზღუდვებზე: “ქვეყანა 1 მილიარდ ევროს კარგავს”

კავკასიის საერთაშორისო და საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტების ეკონომიკის ლექტორმა ოთო აბესაძემ სათამაშო ბიზნესის რეგულაციების უარყოფით მხარეებზე ისაუბრა.

  1. “სათამაშო ბიზნესის რეგულირების შედეგად 2022 წლის 1 იანვრიდან (2022 წლის 1 მარტიდან უფრო გამკაცრდება) ერთი თვის თავზე დადგა შემდეგი შედეგი:
  2. ბაზარზე გაჩნდა 10 – ზე მეტი უცხოური ონლაინ გემბლინგ სისტემა, კოპირებული ქართული გემბლინგ პროვაიდერების სახელებით და ქართულად თარგმნილი სერვისებით.
  3. დაიწყო ე.წ. “ექაუნთების” გაყიდვა. 25 წელს გადაცილებული არასაჯარო მოხელე პირები ქმნიან და ყიდიან “ექაუნთებს” არასრულწლოვნებზე, საჯარო მოხელეებზე და ა.შ
  4. შეიქმნა 50 – ზე მეტი გვერდი სოციალურ ქსელში, სადაც ნებისმიერი ასაკის და სოციალური სტატუსის მქონე ადამიანს უბრალოდ შეუძლია მიწეროს და გააკეთოს ფსონი. ( ხელზე გამაზვა გადავიდა ჩათში გამაზვაზე)
  5. წახალისდა და შეიქმნა 100 ზე მეტი ე.წ. კრიპტო კაზინო სადაც თამაში ხდება კრიპტო ვალუტების მეშვეობით და ეს სფერო არის სრულად უკონტროლო.
    სათამაშო ბიზნესის ამ რეგულაციებით დიდი ზიანი მიადგა ქართულ სპორტს. სპონსორობის და რეკლამირების გაჩერებით:
  6. ქართულ საფეხბურთო კლუბებსა და მათ აკადემიებში კარგ შემთხვევაში 40%-ით შეუმცირდათ ხელფასები და ძირითად შემთხვევაში დადიან გაკოტრების ზღვარზე (მაგალითად საფეხბურთო კლუბი ლოკომოტივი)
  7. ფაქტიურად სახელმწიფო ბიუჯეტის იმედზე რჩება ძალისმიერი სპორტის 90%.
  8. ინდივიდუალური სპორტის სახეობები, სადაც არაერთი წარმატება გვაქვს მიღწეული რჩებიან სრულად, ხაზს ვუსვამ სრულად დაფინანსების გარეშე.
  9. სახელმწიფო ბიუჯეტი სათამაშო ბიზნესიდან იღებდა საერთო ბიუჯეტის 4.5% – ს და მასთან აფილირებული სხვადასხვა კომპანიებთან გაერთიანებით ჯამურად 12% – მდე.
  10. დაიწყო საკადრო ოპტიმიზაცია გემბლინგსა და მასთან აფილირებულ სფეროში (ჯამურად დასაქმებული 30 000 ზე მეტი ადამიანი)
  11. სათამაშო ბიზნესის რეგულირების შედეგად ქვეყანას ტოვებენ გემბლინგსა და მასთან ასოცირებული საინვესტიციო პაკეტები. ჯამურად ქვეყანა კარგავს მილიარდ ევრომდე ინვესტიციას.
  12. მარტივად რომ ავხსნათ დალაგებული, ჩარჩოებში მოქცეული და დასტაბილურებული ეკონომიკური აქტორი ხდება სრულიად ქაოსური და უკონტროლო “ანდერგრაუნდ” ბაზარი, სადაც 300%-ით გაიზრდება კრიმინალი, ფინანსური თაღლითობა, ფინანსური პირამიდები და ეს გაცილებით, ხაზს ვუსვამ გაცილებით მეტ სოციალურ ზიანს მოიტანს საზოგადოებისთვის”, – დაწერა აბესაძემ.

პარლამენტმა მთავრობის მიერ ინიცირებული კანონი დეკემბერშივე მიიღო და ძალაში 1 მარტიდან შევა.

ადამა ტრაორემ “ბარსას” გამო 5 მილიონზე თქვა უარი

ადამა ტრაორემ “ბარსელონაში” სამედიცინო შემოწმება გაიარა და სულ მალე გუნდთან კონტრაქტს გააფორმებს.

DailyMail-ის ინფორმაციით, ტრაორემ “ტოტენჰემს” კვირაში 120 ათას ევროზე უთხრა უარი, როცა “ბარსაში” 15 ათას ევროს მიიღებს.

26 წლის ადამა ლა მასიას აკადემიაში 2004 წლიდან ვარჯიშობდა და მთავარ გუნდში მხოლოდ ერთხელ ითამაშა.

“შენი დედა შევ…” – გურამ კაშია “სპარტაკის” მეკარემ გააგიჟა

ბრატისლავის “სლოვანმა” ამხანაგურ მატჩში მოსკოვის “სპარტაკთან” 2-2 გააგორა. მატჩის 58-ე წუთზე კაშიამ ჩაწოდებულზე თავით კარგად დაარტყა, მაგრამ მეკარემ მაგარი ბურთი აიღო. კამერებმა კაშოს ქართული გაბრაზება დააფიქსირეს.

შეხვედრაში მონაწილეობა ჯაბა კანკავამაც მიიღო.

ოფიციალურად: “ვალენსიამ” მამარდაშვილის კონკურენტი გაუშვა

“ვალენსიამ” გიორგი მამარდაშვილის 23 წლის კონკურენტი, კრისტიან რივერო იჯარის წესით “ალკორკონში” გაუშვა.

რივერო 6-თვიანი იჯარით წავიდა. “ალკორკონი” ესპანეთის მე-2 ლიგაში ბოლო ადგილზეა.

როგორც ჩანს, “ვალენსია” მამარდაშვილს ამ სეზონში არ გაანათხოვრებს, მიუხედავად ესპანურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციებისა.

ქართველი მოედანზე 22 სექტემბრის შემდეგ არ გამოსულა.

სლუცკიმ ახსნა, რატომ ავარჯიშებდა ხვიჩას ცალკე

ყაზანის “რუბინის” მთავარმა მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ თქვა, როდის დაუბრუნდებიან კვარაცხელია, სამოშნიკოვი და აბილგორი საერთო ჯგუფთან ვარჯიშს.

“მე-2 შეკრებისას ისინი გუნდთან ერთად იქნებიან. კვარაცხელია და სამოშნიკოვი უკვე ფიზ.მომზადების მწვრთნელთან ერთად მუშაობენ. ჩვენი სურვილი იყო, ამ ფეხბურთელებს ფიზიკურ კონდიციებში მოემატებინათ და სწორედ ამიტომ ვარჯიშობდნენ ცალკე. ახალი შეკრებისას უკვე გუნდთან ერთად დაიტვირთებიან”, – განაცხადა სლუცკიმ.

კვარა ბოლო დროს სოციალურ ქსელში აქტიურად აქვეყნებდა ფოტოებს სავარჯიშო დარბაზიდან.

გაგი მარგველაშვილი მაინც წავიდა – ჩრდილოეთ მაკედონიაში

ბათუმის “დინამოს” 25 წლის ცენტრალური მცველი გაგი მარგველაშვილი კარიერას ჩრდილო მაკედონიურ “შკუპი 1927”-ში გააგრძელებს.

გაგიმ “შკუპისთან” 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და გუნდს თურქულ შეკრებაზე შეუერთდა. “შკუპის” ცენტრალური მცველი დაემტვრა და გაგი სწორედ მას შეცვლის.

გუნდი 18 ტურის შემდეგ 42 ქულით ჩრდილო მაკედონიის უმაღლეს ლიგას ლიდერობს და მე-2 ადგილოსანს 9 ქულით უსწრებს.

1 კვირის წინ მარგველაშვილი ბოსნიურ “ველეს-მოსტარს” დაუკავშირეს, თუმცა მაშინ ინფორმაცია უარყო.

ფეხბურთელი “საბურთალოს” აკადემიის აღზრდილია და კლუბის კაპიტანიც იყო. 2017 წლიდან მოყოლებული გუნდში 120-ზე მეტი მატჩი ჰქონდა გამართული და კარიერის გაგრძელება უნგრულ “მეზოკოვეშდიში” გადაწყვიტა, სადაც სამედიცინო შემოწმებაც გაიარა, ვარჯიშობდა, თუმცა მოულოდნელად წამოსვლა მოუწია და საქართველოში დაბრუნდა.

ბარელა “ლივერპულთან” ორივე მატჩს გამოტოვებს

მილანის “ინტერის” ნახევარმცველი ნიკოლო ბარელა უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე “ლივერპულის” წინააღმდეგ გასამართ ორივე მატჩს გამოტოვებს.

როგორც მოგეხსენებათ, ჯგუფური ეტაპის დასკვნით ტურში მადრიდის “რეალთან” გამართული შეხვედრის (0:2) ერთ-ერთ ეპიზოდში იტალიელი ნახევარმცველი გაცხარდა და ედერ მილიტაოს დაუპირისპირდა, რის გამოც პირდაპირ წითელი ბარათი მიიღო. უეფას სადისციპლინო კომიტეტმა მომხდარზე იმსჯელა და ბარელა ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა.

“ინტერი” “ლივერპულს” “ჯუზეპე მეაცაზე” 16 თებერვალს მიიღებს, განმეორებითი მატჩი კი “ენფილდზე” 8 მარტს ჩატარდება.

კლასი ეტყობოდა – “ჰამბურგში” ჩაკვეს დებიუტი შედგა (ვიდეო)

22 წლის ქართველი ნახევარმცველი “ჰამბურგმა” გუშინ წარადგინა და დღეს ჩაკვეტაძეს უკვე დებიუტი ჰქონდა ამხანაგურ მატჩში.

“ჰამბურგი” “მიდტიულანდთან” 1-5 განადგურდა. ჩაკვე მოედანზე მეორე ტაიმში შემოვიდა და პრაქტიკულად 1 წუნიც არ ჰქონია. მისი ყველა პასი ადრესატამდე მივიდა, 3-ჯერ კი თამაშიც გაამწვავა. კუთხური, ასევე, გიორგიმ გაათამაშა. მის წინააღდეგ 2-ჯერ დაჯარიმდნენ.

კომენტატორის მხრიდან, რა თქმა უნდა, ყველაზე მეტად ჩაკვეტაძის გვარი ისმოდა.

ქართველს 7-ნომრიანი მაისური ეცვა.