“ლოკომოტივმა” ლიდერობა გაიმყარა – კვირკველია სასტარტოში

დღეს რუსეთის პრემიერ ლიგაში მე-20 ტურის შეხვედრაში “ტოსნომ” მოსკოვის “ლოკომოტივს” უმაპინძლა და უშანსოდ 3-1 დამარცხდა.

სტუმართა სასტარტო შემადგენლობაში იყო საქართველოს ნარკრების ცენტრალური მცველი საბა კვირკველია, რომელმაც სრული მატჩი ჩაატარა და მინდორზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო. შეხვედრაში დედაქალაქელები მე-19 წუთზე ფარფანის გოლით დაწინაურდნენ. მეორე გოლი ედერმა 54-ე წუთზე გაიტანა. მდოგმარეობის გამოსწორებას “ტოსნოს” ფეხბურთელები 66-ე წუთზე შეეცადნენ, როდესაც ტრუჯიჩმა სხვაობა ერთამდე შეამცირა, მაგრამ 73-ზე ფარფანმა დუბლი გაიფორმა და საბოლოოდ შეხვედრა “ლოკომოტივის გამარჯვებით 3-1 დასრულდა.

ამ გამარჯვების შემდეგ საბა კვირკველიას გუნდს 20 ტურში 45 ქულა აქვს და პირველ ადგილს დამაჯერებლად იკავებს.

ლორიას “ანჟი” უშუალო კონკურენტთან დამარცხდა

დღეს რუსეთის პრემიერ ლიგის მე-20 ტურში მოსკოვის “დინამომ” მახაჩყალას “ანჟის” უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 2:0 დაამარცხა მეტოქე.

სტუმართა სასტარტო შემადგენლობაში იყო საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი ლორია, რომელმაც სრული მატჩი ჩაატარა და ორი გავებული გოლის მიუხედავად ერთ-ერთი გამორჩეული იყო “ანჟის” რიგებში. ანგარიში შეხვედრის დაწყებიდან მალევე გაიხნა, მე-8 წუთზე ტაშაევმა მოახერხა სტუმართა კარის აღება. მეორე გოლი ლუცენკოს ანგარიშზეა, ამ უკანასკნელმა სხვაობა ორამდე მე-60 წუთზე გაზარდა. საბოლოოდ მატჩი მოსკოველთა გამარჯვებით 2:0 დასრულდა.

მას შემდეგ, რაც “ანჟი” უშუალო კონკურენტთან დამარცხდა 19 ქულით მე-15 პოზიციაზე დარჩა, ხოლო “დინამომ 4 საფეხურით წინ წაიწია და მოსკოველები მე-10 ადგილს იკავებენ.

კვირკველიას “ლოკომოტივმა” ნავალოვსკის “ხაბაროვსკი” დაამარცხა

დღეს რუსეთის პრემიერ ლიგის მე-18 ტურის შეხვედრა გაიმართა, სადაც “სკა ხაბაროვსკმა” მოსკოვის “ლოკომოტივს” უმასპინძლა და მძიმე ბრძოლაში 1-2 დამარცხდა.

ორივე გუნდის შემადგენლობაში ირიცხება საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი და ქართველი გულშემატკივრებისთვის საბედნიეროდ ნავალოვკსი და კვირკველია სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ და ორივემ სრული მატჩი ჩაატარა. ქართველები მინდორზე მართლაც რომ გამორჩეულები იყვნენ, მაგრამ გამარჯვება საბოლოოდ საბას “ლოკომოტივს” დარჩა. შეხვედრაში სტუმრები მე-15 წუთზე ჩერევკოს ავტო გოლის წყალობით დაწინაურდნენ, თუმცა “სკა”-მ ანგარიში 2 წუთში გაათანაბრა, თავი ფედეტოვმა გამოიჩინა. ყველაფერი იქით მიდიოდა, რომ შეხვედრა ფრედ 1:1 უნდა დასრულებულიყო, მაგრამ მსაჯის გადაწყვეტილებით 93-ე წუთზე მასპინძელთა კარის მიმართულებით თერთმეტმეტრიანი დაინიშნა, რომელიც ფარფანმა ზუტად ვერ გამოიყენა, თუმცა დამატებაზე თავად ითამაშა და მოსკოველებმა საბოლოოდ მეტოქე 1-2 დაამარცხეს.

ამ მარცხის შემდეგ “სკა” 12 ქულით ბოლო ადგილზეა, ხოლო “ლოკომოტივს” 39 ქულა აქვს და პირველ ადგილზე იმყოფება.

ნავალოვსკის “სკა” ისევ დამარცხდა

დღეს სანაკრებო პაუზის შემდეგ რუსეთის პრემიერ ლიგა განახლდა. მეჩვიდმეტე ტურის პირველ შეხვედრაში “ხაბაროვსკმა” “ცსკას” უმასპინძლა და მძიმე ბრძოლაში 2:4 დამარცხდა.

მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო საქართველოს ნაკრების მარცხენა მცველი გიორგი ნავალოვსკი, რომელმაც სრული შეხვედრა ჩაატარა, მაგრამ გუნდს წარმატებაში ვერ დაეხმარა. თავდაპირველად მატჩში “სკა” დაწინაურდა, მე-5 წუთზე თავი დედეჩკომ გამოიჩინა, თუმცა მათი სიხარული დიდხანს არ გაგრძელებულა და 7 წუთში ძაგოევმა ანგარიში გაათანაბრა. უხვ გოლიანი გამოდგა მატჩის მეორე ნახევარი. 74-ე წუთზე ვერნბლუმმა მოსკოველები წინ გაიყვანა, მაგრამ ამჯერად უკვე “ხაბაროვსკმა” შეძლო წონასწორობის მალე აღდგენა (81′), თუმცა ზუსტად ორ წუში ვერნბლუნმმა დუბლი გაიფორმა, ხოლო 93-ე წუთზე ვიტინიომ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

ამ მარცხის შემდეგ ნავალოვსკის “სკა” 12 ქულით ბოლო ადგილს იკავებს, შემდეგ შეხვედრას ისინი “ლოკომოტივთან” გამართავენ.

ლორიას “ანჟიმ” მძიმე ბრძოლაში იმარჯვა

რუსეთის პრემიერ ლიგის მეთექვსმეტე ტურში “ანჟი” სტუმრად “ამკარს” ეწვია და მძიმე ბრძოლაში 2-1 დაამარცხა მეტოქე.

“ანჟის” სასტარტო შემადგენლობაში იყო საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი ლორია, რომელმაც კარგი შეხვედრა ჩაატარა და თავის გუნდს წარმატებაში დაეხმარა. თავდაპირველად სტუმრები დაწინაურდნენ, მე-5 წუთზე “ამკარის” კარი მარკელოვმა დალაშქრა, მაგრამ “ანჟის” სიხარული დიდხანს არ გაგრძელებულა და მე-12 წუთზე კოსტუკოვმა ლორიას კარის აღება მოახერხა. გადამწყვეტი გოლი ისევ მარკელოვის ანგარიშზეა, რუსმა ფეხბურთელმა დუბლი 28-ე წუთზე გაიფორმა. საბოლოოდ შეხვედრა 1-2 დასრულდა.

ამ გამარჯვების შემდეგ ლორიას “ანჟიმ” მეთოთხმეტე ადგილზე გადაინაცვლა და “დინამოს” 1 ქულით გადაასწრო.

გრიგალავას “ტულამ” ნავალოვსკის “ხაბაროვსკი” დაამარცხა

რუსეთის პრემიერ ლიგის მეთექვსმეტე ტურში “ხაბაროვსკმა” “არსენალს” უმასპინძლა და 1-2 დამარცხდა.

ამ შეხვედრაში მონაწილე ორივე გუნდის შემადგენლობაში ირიცხება ქართველი ფეხბურთელი. საბედნიეროდ ნავალოვსკიც და გრიგალავაც სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ. გიამ მოედანზე 73 წუთი გაატარა და 42-ზე ყვითელი ბარათი დაიმსახურა. რაც შეეხება ნავალოვსკის მან სრული შეხვედრა ჩაატარა, მაგრამ გუნდის დახმარება ვერაფრით შეძლო. თავდაპირველად “ტულა” დაწინაურდა. მე-5 წუთზე ანგარიში კანგვამ გახსნა (5′) , მასპინძლებმა წონასწორობა 33-ე წუთზე ფედოტოვის შედეგიანი დარტყმით გაათანაბრეს. გადამწვეტი გოლი ჯორჯევიჩის ანგარიშზეა, რომელმაც 86-ე წუთზე შეძლო მეტოქის კარის დალაშქვრა. საბოლოოდ შეხვედრა “არსენალის” გამარჯვებთ 2-1 დასრულდა.

ამ წარმატების შემდეგ “ტულას” 23 ქულა აქვს და მე-6 პოზიციას იკავებს, რაც შეეხება “სკა”-ს ისინი ბოლო ადგილზე არიან.

“ანჟიმ” “არსენალს” სძლია – ლორია კვლავ სასტარტოშია!

რუსეთის პრემიერ ლიგის მეთოთხმეტე ტურში მახაჩყალაში ადგილობრივმა “ანჟიმ” ტულას “არსენალს” უმასპინძლა და მძიმე ბრძოლაში 3-2 სძლია.

ორივე გუნდის შემადგენლობაში ირიცხება ქართველი ფეხბურთელი, მაგრამ სასტარტოში მხოლოდ საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი ლორია მოხვდა. მიუხედავად ორი გაშვებული გოლისა, კიპერმა კარგად ითამაშა და გუნდის წარმატებაში თავისი წვლილი შეიტანა. უნდა აღინიშნოს, რომ გიორგი სანაკრებო პაუზის შემდეგ ზედიზედ მეორედ მოხვდა სასტარტოში, რაც მართლაც სასიხარულოა. “ტულას” სათადარიგოთა შორის იყო ქართველი მცველი გია გრიგალავა, რომელიც შეხვედრაში 33-ე წუთზე ჩაერთო.

ამ გამარჯვების შემდეგ, “ანჟიმ” ბოლო ადგილს თავი მაინც ვერ დააღწია. რაც შეეხება გრიგალავას გუნდს, ისინი მეცხრე ადგილზე იმყოფებიან.

ჭანტურიას “ურალმა” ლორიას “ანჟი” დაამარცხა.

დღეს რუსეთის პრემიერ ლიგაში მე-13 ტურის შეხვედრა გაიმართა, ერთმანეთს გიორგი ჭანტურიასა და გიორგი ლორიას გუნდები დაუპირისპირდნენ.

ორივე ქართველი ფეხბურთელი სასტარტო შემადგენლობაში იყო. გიორგი ლორიამ დიდხნიანი პაუზის შემდეგ “ანჟის” შემადგენლობაში 90 წუთი ჩაატა, მაგრამ სამწუხაროდ ორი გოლი გაუშვა და მისი გუნდი დამარცხდა. რაც შეეხება ჭანტურიას ის 53-ე წუთზე შეცვალეს. საბოლოოდ შეხვედრა 2-1 დასრულდა.

ამ მომენტისათვის “ანჟი” ბოლო ადგილზეა, ჭანტურიას “ურალი” კი, 19 ქულით მეექვსე ადგილს იკავებს.