“ყარაბაღი” სკანდალში: კლუბის პრესსამსახურის უფროსმა სომხების დახოცვის მოწოდება გააკეთა

საფეხბურთო კლუბი “ყარაბაღი” სკანდალში გაეხვა. უეფას სადისციპლინო კომიტეტმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტის გამო კლუბის პრესსამსახურის უფროს ნურლან იბრაჰიმოვს დროებით ნებისმიერი საფეხბურთო საქმიანობის განხორციელება აუკრძალა. ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ 30 წლის აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აღნიშნული განცხადების გაკეთების გამო დასაჯა:

“სომხები უნდა დავხოცოთ. ბავშვები, ქალები, მოხუცები – ყოველგვარი განსხვავების გარეშე. ჩვენ ისინი უნდა დავხოცოთ. არავითარი დანდობა. თუ ამას არ ვიზამთ, ისინი დაგვხოცავენ ჩვენ და ჩვენს შვილებს. ისინი ამას აკეთებენ უკვე 120 წელია”.

მოგვიანებით ნურლან იბრაჰიმოვმა აღნიშნული პოსტი წაშალა, თუმცა სანქციას მაინც ვერ გადაურჩა. “ყარაბაღმა” გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ კლუბი ემიჯნება იბრაჰიმოვის ამ პოსტს და საკუთარ თანამშრომელს დისციპლინურ პასუხისმგებლობას დააკისრებს. სომხეთის ფეხბურთის ფედერაცია სულაც მოითხოვს, რომ “ყარაბაღი” ევროთასებიდან მოიკვეთოს.

უეფას სადისციპლინო კომიტეტი საქმის არსებით განხილვას უახლოეს დღეებში გამართავს და არ არის გამორიცხული, იბრაჰიმოვი ფეხბურთს სამუდამოდ ჩამოაშოროს.

შეგახსენებთ, რომ “ყარაბაღი” ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე თამაშობს. გუნდმა ორი მატჩი ჩაატარა და ორივე შეხვედრაში დამარცხდა: გასვლაზე თელ-ავივის “მაქაბისთან 0:1, შინ “ვილიარეალთან” 1:3. აზერბაიჯანული გუნდი ხუთშაბათს თურქულ “სივასპორს” ესტუმრება.

გრიზმანი: “ყარაბახი” თავს კარგად იცავდა და საჯარიმოში არსებული ბარიერის გადალახვა გაგვიჭირდა”

დღეს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის შეხვედრაში მადრიდის “ატლეტიკო” აზერბაიჯანულ “ყარაბახს” ესტუმრა და ნულოვანი ფრე ითამაშა.

დაპირისპრიების შემდეგ ჟურნალისტებთან “ბლანკოსის” ლიდერმა, ანტუან გრიზმანმა ისაუბრა.

“რთული თამაში გამოდგა. მეტოქე ძალიან ღრმად იყო ჩამჯდარი საჯარიმოში და ბარიერის გადალახვა გვიჭირდა. შანსები გვქონდა, თუმცა ბოლო მომენტში სათანადოდ ვერ ვთამაშობდით. მომენტების რეალიზებაზე აუცილებლად უნდა ვიმუშავოთ.”

“თადარიგში სამი თამაშია. აუცილებლად ვიბრძოლებთ, რომ წარმატებულად გამოვიდეთ და ჯგუფიდან გასვლა შევძლოთ,” – ამბობს ფრანგი.

ჩემპიონთა ლიგა: “სამტრედია” “ყარაბაღთან” განადგურდა

დღეს ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი შეხვედრა გაიმართა აზერბაიჯანში, ბაქოში ადგილობრივ “ყარაბაღსა” და “სამტრედიას” შორის.

მატჩი თითქოს თანაბრად დაიწყო, თუმცა მასპინძლებმა მალევე გახსნეს ანგარიში. ამის გაკეთება მე-10 წუთზე ისმაილოვმა მოახერხა. 37-ე წუთზე ნდლოვუმ ორამდე გაზარდა სხვაობა. პირველი ტაიმის მიწურულს მიგინეიშვილმა საკუთარ საჯარიმოში მეტოქე წააქცია, რის შემდეგაც თერთმეტმეტრიანი დაინიშნა. მეორე გოლის ავტორმა პენალტიდან დუბლი შეასრულდა – 3:0.

მეორე ნახევარში კიდევ ორი გოლი გავიდა. გერიერმა 83-ეზე, ხოლო მატჩის მეორე დამატებით წუთზე მიჩელმა შეაგდო.

საბოლოოდ, 5:0 და პივრელ შეხვედრაშივე ყველაფერი გადაწყდა.

განმეორებითი  მატჩი 18 ივლისს, “დინამო არენაზე” შედგება.

„ინტერის“ ქართველ გულშემატკივრებს ბაქოში ჩხუბი მოუვიდათ

აზერბაიჯანში „ყარაბახისა“ და მილანის „ინტერის“ მატჩზე საქართველოდან ჩასული „ნერაძურის“ გულშემატკივრები უსიამოვნო ინციდენტის მონაწილეები გახდნენ.

ქართველმა გულშემატკივრების ბანერების ნახვისა და სიღერების გაგონების შემდეგ ადგილობრივი ქომაგები გაღიზიანდნენ. საბოლოოდ, საქმეში პოლიცია ჩაერთო. როგორც azerifootball.com-ი წერს, პოლიციამ ქართველ გულშემატკივრებს ბანერები მოახსნევინა.

1

2

ყარაბახმა კანკავას დნიპრო დაამარცხა

ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის შეხვედრაში “დნიპრომ” კიევში აზერჯბაიჯანულ “ყარაბახს” უმასპინძლა და მინიმალური ანგარიშით დამარცხდა.

აზერბაიჯანელებმა 21-ე წუთზე მუარემის მიერ გატანილი გოლით მოიპოვეს გამარჯვება, რომელიც ქვეყნისთვის და კლუბისთვის ისტორიული გახდა. “ყარაბახი” პირველი აზერბაიჯანული გუნდია, რომელმაც ევროტურნირის ძირითად ბადეში შესძლო გამარჯვების მოპოვება.

საქართველოს ნაკრების კაპიტანი, ჯაბა კანკავა, მთელი შეხვედრის განმავლობაში სათადარიგოთა სკამზე იმყოფებოდა.

 

მალუდა კარიერას აზერბაიჯანში გააგრძელებს?

ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გასული აზერბაიჯანული “ყარაბახი” გაძლიერებას გეგმავს. კლუბის ვიცე-პრეზიდენტის თქმით აზერბაიჯანული გუნდი ორი მაღალი კლასის ლეგიონერით გაძლიერდება.

აზერბაიჯანული პრესის ცნობით ერთ-ერთი მათგანი 34 წლის ფლორან მალუდაა, რომელიც გასულ სეზონში “ტრაბზონსპორის” ღირსებას იცავდა, თუმცა მწვრთნელთან კონფლიქტის შემდეგ გუნდის დატოვება მოუწია. ფრანგი ფეხბურთელი ამჟამად თავისუფალი აგენტის სტატუსით სარგებლობს და ახალ გუნდში გადასვლა ნებისმიერ დროს შეუძლია.

აზერბაიჯანელებს ვლადიმერ დვალიშვილის დამატებაც სურდათ, თუმცა ქართველმა ფორვარმდა დანიურ “ოდენსეში” არჩია კარიერის გაგრძელება.

ჯაბა დვალი “ყარაბახში” გელაშვილთან ერთად ითამაშებს

აზერბაიჯანულმა “ყარაბახმა” მიმდინარე ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს, პირველი შენაძენი განახორციელა. აზერბაიჯანის ჩემპიონატის ბინადარმა თბილისის “დინამოდან” იჯარით ქართველი ფეხბურთელი, ჯაბა დვალი დაიმატა.

azerisport.com-ის ცნობით, 28 წლის თავდამსხმელი თურქულ შეკრებაზე მყოფ “ყარაბახს” დღეს შეუერთდება.

შეგახსენებთ, რომ “ყარაბახში” კიდევ ერთი ქართველი თავდამსხმელი – ნიკოლოზ გელაშვილი ირიცხება. გელაშვილი და დვალი ერთად “ზესტაფონშიც” თამაშობდნენ, სადაც კარგ დუეტს ქმნიდნენ.

ცნობისთვის, “ყარაბახი” პრემიერ ლიგაში პირველ პოზიციას იკავებს და უახლოეს მდევარ “გაბალას” ერთი ქულით უსწრებს.