პრემიერ ლიგა: ჯო ალენმა “მანჩესტერს” ქულა გამოგლიჯა

პრემიერ ლიგის მე-7 ტურის მატჩის ეგიდით, “მანჩესტერ იუნაიტედმა” შინ “სტოკ სიტი” მიიღო, რომელიც ახალ სეზონს ჯერ ვერ შეეგუა. ბუნებრივია, რომ ამ მატჩში ფავორიტი “მანჩესტერ იუნაიტედი” იყო, გამომდინარე მათი მიზნებიდან და შედეგებიდან.

მატჩი “მანჩესტერელთა” უპირატესობით დაიწყო – მატჩის პირველივე წუთებზე შეეძლო იბრას ანგარიშის გახსნა, თუმცა მასპინძლებმა პირველი გოლის გატანა მეორე ტაიმის 69-ე წუთზე მოახერხეს. 82-ე წუთზე კი “სტოკმა” დე ხეას შეცდომა გამოიყენა და ანგარიში გაათანაბრა.

შედეგად, ჟოზეს გუნდი 13 ქულით მე-6 პოზიციას იკავებს, “სტოკი” კი 3 ქულით – მე-19-ეს.


“მანჩესტერ იუნაიტედი”: დავიდ დე ხეა; ერიკ ბაილი, ვალენსია, სმოლინგი, დეილი ბლინდი; პოგბა, ერერა; ხუან მატა, ლინგარდი, რეშფორდი; იბრაჰიმოვიჩი

“სტოკ სიტი”: გრანტი; მარტინს ინდი, პიტერსი, შოუქროსი, ჯონსონი; კამერონი, ფელანი, ალენი; შაქირი, ბონი, არნაუტოვიჩი


ალენი “ლივერპულიდან” წასვლის მიზეზებზე: ” არ მინდოდა, სკამზე ვმჯდარიყავი”

“სტოკ სიტის” ახალწვეულმა, ჯო ალენმა იმ მიზეზებზე ისაუბრა, რის გამოც “ლივერპულიდან” წასვლა გადაწყვიტა. მისი თქმით, ევრო 2016-ზე ბრწყინვალე ასპარეზობის მიუხედავად, უელსელ ნახევარმცველს სასტარტო შემადგენლობაში გარანტირებული ადგილი არ ჰქონდა.

“როდესაც გუნდში ახალი მწვრთნელი მოდის, მაქსიმალურად ცდილობ, რომ მას თავი მოაწონო და მის გუნდში ადგილი დაიმკვიდრო. მეგონა, რომ მის სტილს მოვერგებოდი, თუმცა მოვლენები სხვაგვარად განვითარდა.

არ მინდოდა, სკამზე ვმჯდარიყავი და თითები მეტრიალებინა. ამის შეცვლის მცირედი შანსიც რომ მქონოდა, მე მას აუცილებლად გამოვიყენებდი.

ამ გადაწყვეტილებაზე ბევრი არ მიფიქრია და არც ახლა ვნანობ. 26 წლის ასაკში, ფეხბურთელს ყველაფერი წინ აქვს.” – განაცხადა უელსელმა ნახევარმცველმა.

ოფიციალურად: არნაუტოვიჩმა “სტოკთან” 4-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი

ინგლისური “სტოკ სიტის” ნახევარმცველმა, მარკო არნაუტოვიჩმა კლუბთან ახალი კონტრაქტი გააფორმა, რომლის თანახმადაც, მან “სტოკში” კიდევ 4 წელი უნდა გაატაროს.

შეგახსენებთ, რომ 27 წლის ავსტრიელი ფეხბურთელი ინგლისურ კლუბში 2013 წელს გამოჩნდა, როცა “სტოკის” ხელმძღვანელებმა ის “ვერდერიდან” გადმოიბირეს.

გასულ სეზონში, ფეხბურთელმა პრემიერლიგის 34 მატჩში მიიღო მონაწილეობა – გაიტანა 11 გოლი და გააკეთა 6 საგოლე გადაცემა.

ოფიციალურად: “სტოკ სიტიმ” 19 წლის ნახევარმცველი დაიმატა

“ალ-აჰლის” აწ უკვე ყოფილი ნახევარმცველი, რამადან სობჰი ამიერიდან კარიერას ინგლისურ “სტოკში” გააგრძელებს. ბრიტანელებმა ეგვიპტელი ფეხბურთელის სანაცვლოდ 6 მილიონი ევრო გადაიხადეს.

“სტოკის” აღმასრულებელმა დირექტორმა, ტონი სქოულზმა განაცხადა:” აბსოლიტურად მოხარულნი ვართ, ასეთი დონის ფეხბურთელის გადაბირებით.

რამადანი განსაკუთრებული ფეხბურთელია, რომელსაც სურს, რომ ინგლისში წარმატებას მიაღწიოს. ჩვენ კი ყველაფერს გავაკეთებთ, რათა მას ამისათვის საჭირო ატმოსფერო შევუქმნათ.”

19 წლის სობჰი “სტოკის” პირველი შენაძენია მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე. ეგვიპტელი ფეხბურთელი ახალ გუნდს ორლანდოში შეუერთდება, სადაც ინგლისელები ახალი სეზონისათვის გადიან მზადებას.

გასულ სეზონში, სობჰიმ 34 მატჩში მიიღო მონაწილეობა, გაიტანა 6 გოლი და გააკეთა 12 საგოლე გადაცემა.

შაჩირი შესაძლოა, “ბუნდესლიგის” გრანდში ვიხილოთ

გასულ სეზონში ჯერდან შაჩირი “სტოკ სიტიში” გადავიდა 12 მილიონ ფუნტად, თუმცა მან მოლოდინები ნამდვილად ვერ გაამართლა. შვეიცარიელმა ფეხბურთელმა მთელ სეზონში მხოლოდ სამი გოლი გაიტანა. ბევრის აზრით, 24 წლის მოთამაშე ინგლისურ კლუბში მხოლოდ ფულის გამო წავიდა. არადა, შაჩირის ნამდვილად აქვს იმის პოტენციალი, რომ “ჩემპიონთა ლიგაზე” რომელიმე ევროპული გრანდის ღირსება დაიცვას.

გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც აღნიშნული ფეხბურთელით დორტმუნდის “ბორუსია” ინტერესედება. გერმანელებს “სტოკის” მოთმაშე მხითაირიანის შემცვლელად უნდათ, რომელმაც “სიგნალ იდუნა პარკი” დატოვა და “ოლდ ტრაფორდზე” გადაბარგდა. არაა ცნობილი ის თანხა, რომელსაც “ბორუსიას” მესვეურები შაჩირიში იხდიან, თუმცა, ფაქტია, რომ ჯედრანის კარიერისთვის ნამდვილად წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება ინგლისური გუნდიდან ევროპის გრანდში გადასვლა.

რაფაელ ბენიტესი პიტერ კრაუჩის გადაბირებით არის დაინტერესებული

როგორც ჩანს, რაფაელ ბენიტესს პიტერ კრაუჩთან მუშაობა მოენატრა – “ნიუკასლის” თავკაცი “სტოკ სიტის” შემტევის გადაბირებით არის დაინტერესებული.

ბენიტესისა და კრაუჩის თანამშრომლობა 2005 წელს დაიწყო, როდესაც ისინი ერთმანეთს “ლივერპულში” შეხვდნენ.

“ნიუკასლის” თავკაცმა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე უკვე მოასწრო 5 ტრანსფერის განხორციელება, თუმცა ის კვლავ აპირებს ერთი თავდამსხმელის დამატებას გუნდში.

ესპანელი სპეციალისტი თვლის, რომ 35 წლის კრაუჩი იდეალური მეწყვილე იქნება გეილისათვის, რომელიც ჩემფიონშიპში გადაბარგებულმა გუნდმა 10 მილიონ ფუნტად შეიძინა “კრისტალ პალასიდან”.

“სტოკ სიტი” “ზენიტს” 15 მილიონ ევროს სთავაზობს

რუსული “ზენიტის” ბელგიელი ნახევარმცველი, ალექს ვიტსელი ინგლისური “სტოკ სიტის” ინტერესთა სფეროში მოექცა.

ინგლისური წყაროს ცნობით, “სტოკის” ხელმძღვანელებმა უკვე გაუკეთეს ოფიციალური შეთავაზება “ზენიტს”. ინგლისელებმა რუსებს 15 მილიონი ევრო შესთავაზეს 27 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ ვიტსელის გადაბირებით, რომელსაც “ზენიტთან” კონტრაქტი 2017 წელს ეწურება, იტალიური “რომა” და “მილანიც” არის დაინტერესებული.

მიმდინარე სეზონში ვიტსელმა რუსული პრემიერ ლიგის 28 მატჩში მიიღო მონაწილეობა, გაიტანა 3 გოლი და გააკეთა 2 საგოლე გადაცემა, რაც მისთვის არც თუ ისე კარგი შედეგია.

“სტოკ სიტის” ნახევარმცველმა ვარჯიშზე ფეხი მოიტეხა

“სტოკ სიტის” ნახევარმცველს, სტივენ აირლენდს კარგა ხანი მოუწევს ლაზარეთში ყოფნა, მას შემდეგ, რაც გუნდთან ერთად ვარჯიშის დროს ფეხი მოიტეხა.

აღნიშნული ინფორმაცია კლუბის ოფიციალურმა მხარემაც დაადასტურა, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, თუ რამდენ ხანს გაატარებს 29 წლის ფეხბურთელი თამაშგარეში.

“სტოკის” მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში ვკითხულობთ:””სტოკ სიტის” შეუძლია დაადასტუროს, რომ სტივენ აირლენდმა დღეს გამართულ ვარჯიშზე ფეხი მოიტეხა, რის გამოც ლაზარეთში დიდი დროის გატარება მოუწევს.

კლუბი იმედს იქონიებს, რომ მისი რეაბილიტაციის პროცესი მალე დასრულდება. ჩვენ მას ყველანაირ დახმარებას გავუწევთ.”

“დინამოს” პრეზიდენტი: “იარმოლენკოს შეუძლია წავიდეს, თუმცა არა ისეთ კლუბებში როგორებიც “ევერტონი” და “სტოკია”

“დინამო კიევის” პრეზიდენტის თქმით, ის მზადაა გაუშვას უკრაინელი ვარსკვლავი კლუბიდან, თუმცა აღნიშნავს, რომ მას ისეთ კლუბებში არ გაუშვებს, როგორიც “სტოკ სიტი” ან “ევერტონია”.

“დარწმუნებული არ ვარ, რომ იარმოლენკო კლუბს ზაფხულში დატოვებს. გასულ წელთან შედარებით, სიტუაცია სრულიად განსხვავებულია. მაგალითად, დორტმუნდის “ბორუსიამ” მოლაპარაკებები სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე 2 დღით ადრე წამოიწყო.

შეთანხმებას იმ შემთხვევაში მივაღწევთ, თუ წინადადებით როგორც იარმოლენკო, ასევე “დინამოც” კმაყოფილი იქნება. მე მას გავუშვებ, თუმცა არა ისეთ კლუბებში, როგორებიც “ევერტონი” და “სტოკ სიტია”.

“დინამო” “დინამოა” და “სტოკ სიტი” “სტოკი”. ჩვენ ჩემპიონთა ლიგაზე ვთამაშობთ, “სტოკი” კი გადარჩენისთვის იბრძვის.

მე, როგორც კლუბის პრეზიდენტი, ვაცხადებ, რომ ზამთარში შემოთავაზება ჩინური კლუბისაგან მივიღე, თუმცა იარმოლენკო შეხვედრაზეც კი არ მოსულა. მან მითხრა, რომ გერმანულ ან ინგლისურ კლუბში სურდა კარიერის გაგრძელება.

მაგრამ, მოლაპარაკებები მხოლოდ ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ დაიწყება. მჯერა, რომ იქ ისინი თავის შესაძლებლობებს სრულფასოვნად წარმოაჩენენ.

26 წლის ასაკში დროა ტოპ კლუბში გადახვიდე. ის ტოპ ფეხბურთელია და თავისი თავი ტოპ კლუბში უნდა გამოსცადოს.” – განაცხადა სურკისმა.

ფრენდმა “ტოტენჰემის” მატჩის განსჯაზე უარი განაცხადა, რათა “ლესტერისთვის” ექომაგა

პრემიერ ლიგაში მოასპარეზე არბიტრმა, კევინ ფრენდმა “ტოტენჰემისა” და “სტოკ სიტის” დაპირისპირებაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა, რადგანაც ის “ლესტერ სიტის” მატჩის ყურებას აპირებს.

PGMOL-მა, რომელსაც პრემიერ ლიგის მატჩებისთვის მსაჯების არჩევა ევალება, ფრენდს “მამლების” მატჩის განსჯა დაავალა, თუმცა ფრენდის თხოვნის საფუძველზე, გადაწყვეტილება შეცვალეს. ფრენდის ნაცვლად აღნიშნულ მატჩს ნილ სუორბრიკი განსჯის.

“PGMOL-მა მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც “სტოკისა” და “ტოტენჰემის” დაპირისპირებას კევინ ფრენდი არ განსჯის. ის “ლესტერ სიტის” მატჩს დაესწრება.”

შეგახსენებთ, რომ პრემიერ ლიგის მოგების მთავარი კანდიდატი, “ლესტერი” “ვესტ ჰემს” დაუპირისპირდება, რომელიც ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძვის.

დოსტის გადაბირებაზე პრეტენზიას პრემიერ ლიგის 3 გუნდი აცხადებს

“ნიუკასლის”, “საუთჰემპტონისა” და “სტოკ სიტის” ხელმძღვანელები “ვოლფსბურგის” თავდამსხმელის, ბას დოსტის შეძენას აპირებენ. ინფორმაციას გერმანული გამოცემა, Sport Bild აცხადებს.

გერმანიაში ბოლო დროს აქტიურად მიდიოდა სპეკულაციები ბას დოსტის მდგომარეობაზე, რომელიც გერმანულ კლუბში თავს ბედნიერად ვერ გრძნობს.

“სტოკის” ხელმძღვანელობა დოსტში დიუფისა და ბოიანის დამხმარეს ხედავს, როცა “საუთჰემპტონი” პელეს ჩამნაცვლებელს, ეძებს, რომელიც დიდი ალბათობით იტალიაში გადაბარგდება.

15 მილიონ ფუნტად შეფასებული თავდამსხმელის გადაბირება “ნიუკასლსაც” სურს, რომელთა ახალი მთავარი მწვრთნელიც იმედოვნებს, რომ გუნდი კვლავ გააგრძელებს პრემიერ ლიგაში ასპარეზობას.

შაქირი დარწმუნებულია, რომ “სტოკი” ლიგის საგზურს უახლოეს მომავალში მოიპოვებს

“სტოკ სიტის” გამოცდილი ვინგერი, ჟერდან შაქირი თვლის, რომ მის გუნდს საკმარისი ძალები გააჩნია, რათა ადრე თუ გვიან ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზოს.

“ძალიან კარგი გუნდი გვყავს. ტემპი, რომლითაც ეს კლუბი მიიწევს წინ, მაფიქრებინებს იმას, რომ უახლოეს მომავალში “ჩემპიონთა ლიგაზეც” ვითამაშებთ.

მშვენიერ ფეხბურთს ვთამაშობთ, რაც პირველი ნაბიჯია წარმატებისკენ. სწორ გზას ვადგავართ და დარწმუნებული ვარ, რომ მალე ჩემპიონთა ლიგასაც დავუმიზნებთ.

იმის თქმას არ ვცდილობ, რომ წელსვე შევძლებთ ლიგაზე გასვლას, თუმცა ევროპის ლიგის საგზურისთვის ბრძოლა ნამდვილად შეგვიძლია” – განაცხადა “ბაიერნის” ექს-ფეხბურთელმა.

შეგახსენებთ, რომ “სტოკი” ამჟამად პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში მეცხრე ადგილს იკავებს და 8 ქულით ჩამორჩება მეოთხე ადგილზე მყოფ “სიტის” და ხუთით – “მანჩესტერ იუნაიტედს”.