ეროვნული ლიგა: ფოთის “კოლხეთი” მეორე მატჩშიც განადგურდა (ვიდეო)

დღეს ეროვნული ლიგის მეორე ტურის შეხვედრები შედგა. ზესტაფონში, “დავით აბაშიძეზე” ფოთის “კოლხეთმა” თბილისის “საბურთალო” მიიღო.

მატჩში ანგარიში მეოცე წუთზე გაიხსნა: ლაშა გოგონაიამ თერთმეტმეტრიანი გამოიყენა და მეგრელები წინ გაიყვანა. მათ პირველი ტაიმი მოიგეს. მეორე ნახევარში, 47-ე წუთზე გიორგი კოხრეიძემ თორნიკე გორგიაშვილს გაატანინა. შვიდ წუთში კოხრეიძემ დიასამიძის პასით თავად შეაგდო. ამას მოჰყვა, 76-ე წუთზე რეხვიაშვილის მიერ მესამე გატანილი გოლი. 88-ეზე კი ტატანაშვილმა პენალტი გამოიყენა და საბოლოო ანგარიში, 1-4 დააფიქსირა.

ამ მარცხის შემდეგ “კოლხეთი” ნული ქულით ბოლო პოზიციაზეა. ხოლო, “საბურთალოს” ექვსი ქულა აქვს და ცხრილს ლიდერობს.

 

საჩხერის “ჩიხურამ” ფოთის “კოლხეთი” მიწასთან გაასწორა (ვიდეო)

დღეს ეროვნული ლიგის პირველი ტურის მორიგი მატჩი შედგა. “დავით პეტრიაშვილი არენაზე” ერთმანეთს “ჩიხურა” და “კოლხეთი” დაუპირისპირდნენ.

შეხვედრა იმერელთა უპირატესობით წარიმართა. ანგარიში მეექვსე წუთზე გიახსნა. გიორგი გაბედავამ “ჩიხურას” დაწინაურება თერთმეტმეტრიანით მოახერხა. მეჩვიდმეტე წუთზე თეიმურაზ მარკოზაშვილმა მეორე გოლიც შუგდო მეგრელებს. პირველ ნახევარში კიდევ ერთი გოლი გავიდა: ირაკლი ბუღრიძის პასი გაბედავამ გამოიყენა და დუბლი შეასრულა.

ფოთელებმა ერთი გოლი 61-ე წუთზე გაქვითეს – ეს ლაშა გოგონიამ პენალტით შეძლო. მეორე ნახევარში, 69-ე წუთზე გაბედავამ ჰეთრიკი შეასრულა. ხოლო, ზუსტად ორ წუთში მან ბუღრიძეს უპასა, რომელმაც 5-1 გახადა ანგარიში. შეხვედრის მეორე დამატებით წუთზე, დემურ ჩიხლაძემ წერტილი დასვა – 6-1.

ამ გამარჯვების შემდეგ “საჩხერლები” სამი ქულით პირველზე არიან. ხოლო, “კოლხეთს” ნული ქულა აქვს და მეათე პოზიციას იკავებს.

ფოთის “კოლხეთი” ეროვნულ ლიგაში დარჩა! (ვიდეო)

დღეს ეროვნული ლიგის პლეი-ოფის განმეორებითი მატჩები იმართება.

მარტვილში, “მურთაზ ხურცლავაზე” ადგილობრივი “მერანი” ფოთის “კოლხეთს” დაუპირისპირდა. ანგარიში მე-16 წუთზე ვანო კურდღელაშვილმა გახსნა და მასპინძლები დააწინაურა. პირველ ტაიმშივე სცადა გათანაბრება კოლხეთმა რამდენიმე მომენტით, თუმცა – უშედეგოდ.

მეორ ნახევარში სტუმარი გუნდის მცდელობამ შედეგი გამოიღო: 53-ე წუთზე გიორგი ბუხაიძემ შეაგდო. ამას მოჰყვა მისივე დუბლი 90-ე წუთზე. ხოლო, ორ წუთში კურდღელაშვილმა შეასრულა დუბლი. საბოლოოდ, მატჩი ანგარიშით, 2-2 დასრულდა.

შეგახსენებთ, რომ ამ გუნდების პირველ თამაში ფოთში, ადგილობრივების გამარჯვებით, ანაგარიშით, 2-1 დამთავრდა: ორი მატჩის ჯამში 4-3 “კოლხების” სასრგებლოდ, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს გუნდი დარჩა ეროვნულ ლიგაში!

ეროვნული ლიგის პლეი-ოფი: “კოლხეთმა” “მერანი” დაამარცხა (ვიდეო)

დღეს ეროვნული ლიგის პლეი-ოფის მატჩები შედგა.

“პარკი არენაზე” ფოთის “კოლხეთმა” მარტვილის “მერანი” მიიღო. გარდამავალი უპირატესობით მიმდინარე დაპირისპირებაში ანგარიში 36-ე წუთზე ალეკსანდრ დერებჩინსკიმ გახსნა. ზუსტად ხუთ წუთში დავით ბოლქვაძემ “კოლხები” ორბურთიანი სხვაობით გაიყვანა წინ. თუმცა, 43-ე წუთზე სერგეი ტრეტიაკმა ერთი გოლი გაქვითა.

საბოლოოდ, ფოთელებმა ანგარიშით, 2-1 იმარჯვეს. განმეორებითი მატჩი უკვე მარტვილში, “მურთაზ ხურცილავაზე” სამ დეკემბერს, 13:00 საათზე აიღებს სტარტს.

“კოლხეთმა” “დინამოს” მოუგო და ეროვნული ლიგიდან გავარდნას გადაურჩა (ვიდეო)

დღეს ეროვნული ლიგის დასკვნითი, 36-ე ტურის მატჩები იმართება.

ბათუმში, “რაგბი არენაზე” ადგილობრივმა “დინამომ” ფოთის “კოლხეთი” მიიღო. პირველ ნახევარში გოლი არ გავიდა. 51-ე წუთზე ვალერიან თევდორაძემ თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან გაიტანა და მასპინძლები დააწინაურა. 12 წუთში გიორგი ბუხაიძემ ანგარიშის გათანაბრება მოახერხა. ხოლო, გამარჯვების გოლი ალეკსანდრ დერებჩინსკის ანგარიშზეა – მან 79-ე წუთზე გაუტანა ანატოლი ტიმოფეევს და მეგრულ გუნდს მოაგებინა.

ამ გამარჯვების შემდეგ “კოლხეთს” 26 ქულა დაუგროვდა, ხუთით გადაუსწრო ბოლო ადგილზე მყოფ “შუქურას” და ეროვნული ლიგიდან გავარდნას გადაურჩა. რაც შეეხება “დინამოს”, მან ჩემპიონატი 33 ქულითა და მერვე ადგილით დაასრულა. ეს ორი გუნდი პლეი-ოფში ადგილის შენარჩუნებისთვის ითამაშებენ.

 

“სამტრედიამ” “კოლხეთი” გაანადგურა (ვიდეო)

დღეს ეროვნული ლიგის 34-ე ტურის შეხვედრები იმართება.

სამტრედიაში, “ეროსი მანჯგალაძეზე” ადგილობრივმა “სამტრედიამ” ფოთის “კოლხეთს” უმასპინძლა. მატჩი თავიდან ბოლომდე იმერელთა უპირატესობით წარიმართა. შეხვედრაში ანგარიში მეგრელთა მეკარის, კონსტანტინე სეფიაშვილის შეცდომის შემდეგ გაიხსნა. მე-19 წუთზე მას გუნდელმა პასი მისცა, რის შემდეგაც სეფიაშვილმა ბურთი დროულად ვერ მოიგერია და მას იგი საბანაძემ აართვა. “სამტრედიელთა” თავდამსხმელს ცარიელ კარში გოლის გატანა აღარ გასჭირვებია. მეორე გოლი 33-ე წუთზე მაიკლ ოლაიტიანმა შეაგდო.

მეორე ნახევარში, 48-ე წუთზე ოლაიტანმა დუბლი შეასრულა. ხოლო, მეოთხე გოლის ავტორი აღნიშნული მომენტიდან ზუსტად 11 წუთში ანტე გიი გახდა. მეხუთეჯერ და უკანასკნელად “კოლხების” კარი გიული მანჯგალაძემ აიღო. საბოლოოდ, ეს მატჩი ანგარიშით, 5-0 დასრულდა.

“კოლხეთის” განადგურების შემდეგ, “სამტრედია” მესამე პოზიციაზეა – მას 64 ქულა აქვს. ხოლო, რაც შეეხებათ მეგრელებს, ისინი 23 ქულით მეცხრე პოზიციაზე არიან.

“ლოკომოტივმა” თბილისში “კოლხეთს” მინიმალური ანგარიშით მოუგო (ვიდეო)

დღეს ეროვნული ლიგის 32-ე ტურის შეხვედრები იმართება. თავისი მატჩი ჩაატარა თბილისის “ლოკომოტივმა”, რომელიც “მიხეილ მესხი 2”-ზე ფოთის “კოლხეთს” დაუხვდა.

დაპირისპირება მასპინძელთა უპირატესობით წარიმართა და ერთადერთი გატანილი გოლით დასრულდა. მისი ავტორი 63-ე წუთზე “რკინიგზელთა” ფეხბურთელი ნოდარ ქავთარაძე გახდა. საგულისხმოა, რომ 84-ე წუთზე თბილისელთა ფეხბურთელმა, დავით უბილავამ გიორგი ბუხაიძე წააქცია, რომელიც საჯარიმოში შეჭრას და, ფაქტობრივად, მეკარესთან პირისპირ გასვლას ცდილობდა. მთავარმა არბიტრმა, ყრუაშვილმა მას 86-ე წუთზე წითელი ბარათი უჩვენა და მოედნიდან გააძევა. ამას მოჰყვა სტანდარტული, რომლიდან ჩაწოდებული ბურთიც მეტოქემ გამოიტანა. თუმცა მეგრელებმა ის ისევ ჩააბრუნეს უკან, რასაც თავურით გოლი მოჰყვა. უკანასკნელი ჩაწოდების მომენტში ბურთს მოედნის საზღვრები დატოვებული ჰქონდა და გოლიც არ ჩაითვალა.

საბოლოოდ, “ლოკომ” ანგარიშით, 1-0 მოიგო. მას ახლა 52 ქულა აქვს და მეხუთე ადგილზეა. “კოლხეთი” 20 ქულით მეცხრე პოზიციაზეა.

თბილისური დერბი ფრედ დასრულდა, “ტორპედომ” “კოლხეთს” სძლია (ვიდეოები)

დღეს ეროვნული ლიგის 30-ე ტურის შეხვედრები გაიმართა.

ერთ-ერთ მატჩში “მიხეილ მესხი 2”-ზე თბილისის “ლოკომოტივი” თანაქალაქელ “საბურთალოს” დაუპირისპირდა. 28-ე წუთზე ანგარიში ირაკლი სიხარულიძემ პენალტის ნიშნულიდან გახსნა. ზუსტად 13 წუთში ლაშა შინდაგორიძემ გაათანაბრა.

საბოლოოდ, 1-1.

ამ ფრის შემდეგ “ლოკო” 49 ქულით მეოთხე ადგილზეა. “საბურთალო” 47 ქულით მეხუთეა.

ფოთში, “პარკი არენაზე” ადგილობრივი “კოლხეთი” ქუთაისურ “ტორპედოს” დაუპირისპირდა. მე-12 წუთზე თორნიკე კაპანაძემ ანგარიში გახსნა. 59-ეზე გიორგი ჯანელიძემ გაათანაბრა. თუმცა, 77-ე წუთზე გიორგი კუხიანიძმე იმერული კლუბისთვის გამარჯვების გოლი გაიტანა.

“კოლხეთი” 20-ით მეცხრე ადგილზეა. “ტორპედო” 61 ქულით მეორე პოზიციაზეა.

“საბურთალოსა” და ” კოლხეთის” უხვგოლიანი დაპირისპირება თბილისელთა გამარჯვებით დასრულდა

დღეს ეროვნული ლიგის 28-ე ტურის შეხვედრები გაიმართა.

ერთ-ერთ მატჩში თბილისის “საბურთალო” ფოთის “კოლხეთს” დაუპირისპირდა. “დავით პეტრიაშვილზე” მიმდინარე მატჩში ანგარიში დაჩი ცნობილაძემ 21-ე წუთზე გახსნა. ზუსტად ექვს წუთში მან დუბლი შეასრულა.

მეორე ნახევარში ალექსანდრ დერებჩინსკიმ მინიმუმამდე შეამცირა სხვაობა. თუმცა, 50-ეზე გიორგი კოხრეიძემ მეგრულ გუნდს მესამეც გაუტანა. 57-ე წუთზე ლაშა შინდაგორიძემ მეოთხეჯრ აიღო ფოთელთა კარი. 66-ე წუთზე დერებჩინსკიმ დუბლი გაიფორმა. ექვს წუთში შინდაგორიძემ გაიტანა, ხოლო 86-ზე ამოს ნონდიმ 5-3 გახადა ანგარიში. უხვგოლიან მატჩში ბოლოჯერ დავით ვოლკოვმა გამოიჩინა თავი.

საბოლოოდ, 6-3 “საბურთალოს” სასარგებლოდ. მას 46 ქულა აქვს და მეხუთეა, ხოლო “კოლხეთი” 20 ქულით მეცხრეა.

ბათუმის “დინამომ” ფოთის “კოლხეთი” მარცვალაძისა და კვასოვის გოლებით დაამარცხა (ვიდეო)

დღეს ეროვნული ლიგის 27-ე ტურის შეხვედრები იმართება.

სამტრედიაში, “ეროსი მანჯგალაძეზე” ფოთის “კოლხეთმა” ბათუმის “დინამო” მიიღო. ანგარიში 28-ე წუთზე ოთარ მარცვალაძემ გახსნა. ზუსტად ოთხ წუთში კვასოვმა ორამდე გაზარდა აჭარელთა უპირატესობა.

მეორე ნახევარში “კოლხეთი” ბევრს ეცადა, გოლი მაინც გაექვითა, თუმცა – უშედეგოდ.

საბოლოოდ, “დინამომ” ანგარიშით, 2:0 იმარჯვა. მას ახლა 29 ქულა აქვს და მეშვიდე ადგილზეა. “კოლხეთი” 19-ით მეცხრეზეა.

“ჩიხურამ” “კოლხეთს” მოუგო და “ლოკომოტივს” მიუახლოვდა (ვიდეო)

დღეს ეროვნული ლიგის შეხვედრები იმართება.

26-ე ტურის მატჩში საჩხერის “ჩიხურამ” “ივანწმინდა არენაზე” ფოთის “”კოლხეთი” მიიღო. იმერლები მალე დაწინაურდნენ – მე-10 წუთზე თორნიკე გორგიაშვილმა გამოიჩინა თავი. ხოლო, 27 წუთში კი გიორგი გაბედავამ ორამდე გაზარდა სხვაობა.

მეორე ტაიმში, 48-ე წუთზე ალეკსანდრ დერებჩინსკიმ ერთი ბურთი გაქვითა. საბოლოოდ, ეს ამ მატჩში ბოლო გოლი აღმოჩნდა.

“ჩიხურამ” ანგარიშით, 2-1 მოიგო.

იმერული კლუბი 40 ქულით მეხუთე პოზიციაზეა. “კოლხეთს” 19 ქულა აქვს და მეცხრეზეა.

ეროვნული ლიგა: “სამტრედიამ” “კოლხეთს” მარტივად მოუგო (ვიდეო)

დღეს ეროვნული ლიგის 25-ე ტურის სადებიუტო შეხვედრაში “რაგბი არენაზე” ფოთის “კოლხეთი” სამტრედიის “სამტრედიას” დაუპირისპირდა.

სტუმართა უპირატესობით მიმდინარე შეხვედრაში ანგარიში იმერლბემა გახსნეს: მე-12 წუთზე გურამ სამუშიამ გამოიჩინა თავი.

მეორე ნახევარში, 54-ე წუთზე უკვე გიორგი მჭედლიშვილმა ორამდე გაზარდა სხვაობა. “სამტრედიელებმა” მესამე გოლი 67-ე წუთზე გაიტანეს. ამის გაკეთება ლეგიონერმა, ანტე გიიმ მოახერხა. სამ წუთში “კოლხეთიდან” სხვაობის შემცირება გიორგი ბუხაიძემ მოახერხა.

საბოლოოდ, შეხვედრა ანგარიშით, 1-3 დასრულდა.

ამ მარცხის შემდეგ ფოთურ კლუბს 19 ქულა აქვს და ბოლოს წინა ადგილზეა. ხოლო, გია ცეცაძის შეგირდებს 48 ქულა დაუგროვდათ და მესამე ადგილზე არიან.