საფეხბურთო პორტალმა FTBPRO-მ საფეხბურთო სამყაროში, ყველაზე უშნო კბილების მქონე მოთამაშეთა სია გამოაქვეყნა.
7. რონალდო
ლეგენდარულ ბრაზილიელ ფეხბურთელს სწორედ თავისი კბილების გამო შეარქვეს ასეთი ზედმეტსახელი: “კიჭა”.
6. რონალდინიო
კიდევ ერთი ბრაზილიელი ფეხბურთელი, რომელიც ამ სიაში მოხვდა – რონალდინიო. ყველასათვის საყვარელი მოთამაშე თავისი კბილების გამო, ხუმრობის ობიექტი ხშირად გამხდარა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მასსა და ერთ-ერთ კლუბს შორის გაფორმებულ კონტრაქტში იდო ისეთი პუნქტი, რომლის თანახმადაც, რონის კბილების გასწორება აკრძალული ჰქონდა. ეს ყოველივე იმის გამო, რომ მისი კბილების გასწორება უზარზმარ თანხებთან იყო დაკავშირებული.
5. კარლოს ტევესი
კარლოს ტევესმა 10 წლის ასაკში, ადუღებული წყლის გადასხმის გამო, სახეზე, კისერსა და მკერდზე მესამე ხარისხის დამწვრობა მიიღო. მას არც კბილები აქვს კარგ მდგომარეობაში, თუმცა არგენტინელი თავდამსხმელი ამბობს: “პლასტიკური ოპერაცია არ მჭირდება. ისეთი მიმიღეთ, როგორიც ვარ.”
4. რაველ მორისონი
“მანჩესტერ იუნაიტედის” აღრზდილი ფეხბურთელი, რომელიც ახლა “ვესტ ჰემის” ღირსებას იცავს, თავისი კბილების გამო ყურადღებას ნამდვილად იქცევს. 20 წლის ნახევარმცველს, რომელსაც ინგლისის 16, 17, 18 და 21 წლამდელთა ნაკრებებში უთამაშია 2012 წელს, “ბირმინგემში” გადაბარგებისას, აღმოუჩინეს, რომ შვიდი კბილი სულაც არ ჰქონდა.
3. ალი სისოხო
ალი სისოხოს კბილებზე საუბარი, შესაძლოა, დიდხანს გაგრძელდეს. ფრანგ ფეხბურთელს 2009 წელს, “მილანში” თამაში შეეძლო. მაშინ, თითქმის, ყველაფერი მოგვარებული იყო, თუმცა სისოხო სამედიცინო შემოწმებაზე, რამდენადაც უცნაურად არ უნდა მოგეჩვენოთ, კბილების გამო ჩაიჭრა. “მილანის” ექიმმა განაცხადა, რომ სისოხოს კბილები მომავალში ხერხემლის პრობლემებს წარმოქმნიდა.
2. ლუის სუარესი
ურუგვაელი თავდამსხმელის ბასრ კბილებზე უკვე ლეგენდებიც კი დადის. ლუის სუარესმა რამდენჯერმე თავისი კბილები მეტოქე გუნდის ფეხბურთელების გასამწარებლადაც გამოიყენა, მათგან კი, რა თქმა უნდა, ყველაზე გახმაურებული ივანოვიჩის მკლავზე კბენა იყო.
1. ჯო ჯორდანი
ჯო ჯორდანი, რომელიც ახლა 62 წლისაა, ახალგაზრდობაში ფეხბურთს ისე თამაშობდა, რომ მას წინა რამდენიმე კბილი სულაც არ ჰქონდა. ამჟამად, შოტლანდიელი მწვრთნელი ყველაზე მეტად იმითაა ცნობილი, რომ რამდენიმე წლის წინ, მასსა და “მილანის” ფეხბურთელ ჯენარო გატუზოს შორის სერიოზული შეხლა-შემოხლა მოხდა.
დიტო ჭიჭინაძე