კარიკატურა: ლეგენდების დაბადების დღეები

გუშინ რონალდინიოს, ლოთა მათეუსისა და რონალდ კუმანის დაბადების დღეები იყო. ამასთან დაკავშირებით ომარ მომანი კარიკატურებს გვთავაზობს.

 

სიგურდსონი “ევერტონში” ითამაშებს

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდის მანძილზე იწერებოდა, რომ მერსესაიდის “ვეერტონი” სერიოზულად ინტერესდებოდა, “სუონსის” ნახევარცმველის, გილფი სიგურდსონის შეძენით.

როგორც ცნობილი აგხდა, ტრანსფერის თაობაზე შეთანხმება მიღწეულია. მეტიც, გილფიმ სამედიცინო შემოწმება უკვე გაიარა. ინგლისელებს ისლანდიელის შეძენა 40 მილიონი ფუნტი დაუჯდათ.

დღეს ევროპის ლიგის პლეი-ოფის წინასამატჩო პრესკონფერენციაზე მერსესაიდელთა მთავარმა მწვრთნელმა, რონალდ კუმანმა განაცხადა: “დილით გილფიმ სამედიცინო შემოწმება გაიარა. როგორც ექიმმა მითხრა, არანაირი პრობლემა არაა. ის ჩვენთვის მნიშვნელოვანი შენაძენია,” – აცხადებს ჰოლანდეილი.

კუმანი: “ევერტონი” სიგურდსონის გაფორმებასთან ახლოსაა”

ისლანდიელ ნახევარმცველს, გილფი სიგურდსონს მერსესაიდის “ევერტონში” გადასვლას უწინასწარმეტყველებენ. იწერება, რომ მასში ინგლისური კლუბი 50 მილიონ ფუნტს იხდის. გუნდის მწვრთნელმა, რონალდ კუმანმა “სუონსის” მოთამაშის შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა.

“კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ გილფის თაობაზე “სუონსისთან” მოალაპარაკებები გვაქვს. ჩვენ მის გაფორმებასთან ახლოს ვართ, თუმცა ჯერ ბოლომდე მაინც არაფერია გადაწყვეტილი.”

“ასევე გტყვით, რომ კიდევ სამი პოზიციის მოთამაშეს ვეძებთ. ეს პოზიციებია: მარცხენა მცველი, ცენტრალური მცველი და მოთამაშე, რომელიც ფლანგზეც და თავდასხმაშიც ითამაშებს,” – აცხადებს ჰოლანდიელი დამრიგებელი.

 

კუმანი: “ლუკაკუ უნდა დავარწმუნოთ, რომ მისთვის სასურველი მიზნებისთვის შეგვიძლია ბრძოლა”

რომელუ ლუკაუ შესანიშნავ ფორმაშია. ბელგიელმა პრემიერ ლიგის უკანსკნელ, 24-ე ტურში “ბორნმუთის” წინააღმდეგ პოკერი შეასრულა. მთლიანობაში კი, 23 წლის ფეხბურთელს ინგლისის ჩემპიონატში 16 გოლი აქვს გატანილი.

ლუკაკუ “ევერტონის” უდაო ლიდერია. მას კლუბთან კონტრაქტი 2019 წელს ეწურება და იგი ახალი ხელშეკრულების დადებას არ ჩქარობს.

მერსესაიდელთა მთავარმა მწვრთნელმა, რონალდ კუმანმა ჟურნალისტებთან ბელგიელზე ისაუბრა.

“თუ კლუბი ვითარდება და წარმატებებს აღწევს, კარგ ფეხბურთელებს უჩნდებათ სურვილი, რომ დარჩნენ და გუნდთან ერთად რეალური, დიდი მიზნებისთვის იბრძოლონ.”

“ჩვენც მას უნდა დავუმტკიცოთ, რომ უახლოეს მომავალში დიდი წარმატების მიღწევა შეგვიძლია.”

“ლუკაკუსთან ამ სეზონში ორჯერ ვისაუბრე. პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ევროპის ჩემპიონატის შემდეგ შეხვედრა იყო. მე ვეცადე, რომ მაქსიმალურად დეტალურად ამეხსნა გუნდის ამბიციები. მანაც მშვენივრად გამიგო.”

“ბელგიელის საკითხზე ხელმძღვანელობასთან არ მისაუბრია. თუმცა, თუ მისი აგენტი იტყვის, რომ რომელუმ გახანგრძლივება გადაწყვიტა, დარწმუნებული ვარ, ეს ყველასთვის გასახარი და მისასალმებელი ამბავი იქნება,” – აცხადებს ჰოლანდიელი სპეციალისტი.

კუმანს “ნაპოლის” შემტევი სურს

იტალიური წყარო, Calcio Mercato იტყობინება, რომ “ევერტონს” კვლავ სურს ნეაპოლის “ნაპოლის” შემტევის, მანოლო გაბიადინის შეძენა

შეგახსენებთ, რომ 25 წლის სპორტსმენს მერსესაიდულ კლუბს გასულ ზაფხულშიც უკავშირებდნენ, თუმცა იტალიელებმა შემოთავაზება დაბლოკეს. მიუხედავად ამისა, ინგლისელთა დამრიგებელს, რონალდ კუმანს გადაწყვეტილი აქვს, აუცილებლად ათამაშოს “გუდისონ პარკზე” იტალიის ნაკრების წევრი. თუმცა, ჰოლანდიელ სპეციალისტს პრემიერ ლიგის ბინადრებთან, “სტოკ სიტისა” და “ვესტ ჰემთან” ბრძოლა მოუწევს.

მიმდინარე სეზონში “ნაპოლის” ფეხბურთელი არც ისე შედეგიანია. მან სერია ა-ში მხოლოდ ერთი გოლი გაიტანა, არა და, 7 შეხვედრაში სასტარტოდან დაიწყო ასპარეზობა.

 

“დორტმუნდთან” რობენის, მარტინესისა და კომანის თამაში გამოირიცხა

მოახლოებულ გერმანულ კლასიკაში, დორტმუნდის “ბორუსიასა” და მიუნხენის “ბაიერნის” დაპირისპირებაში არიენ რობენის, ხავი მარტინესისა და კინგსლი კომანის თამაში ოფიციალურად გამოირიცხა.

“ხვალინდელ მატჩში ჩვენს დახმარებას სამი ფეხბურთელი ვერ შეძლებს: არიენ რობენი, ხავი მარტინესი და კინგსლი კომანი.

რაც შეეხება დუგლას კოშტასა და არტურო ვიდალს, მათთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას ხვალ, ვარჯიშის შემდეგ მივიღებ. დარწმუნებულები იყავით, რომ უაზრო რისკზე არ წავალთ, ისინი დაღლილები არიან.

რობენი სამი დღის მანძილზე ვარჯიშობდა ინდივიდუალურად. მისი ტრავმა სერიოზული ნამდვილად არ იყო, მის დაბრუნებას მომავალ კვირაში ველით.” – განაცხადა კარლო ანჩელოტიმ.

ცნობისთვის გეტყვით, რომ ზემოაღიშნული მატჩი სტარტს შაბათს, თბილისის დროით 21:30 საათზე აიღებს სტარტს.

კუმანი: “გვარდიოლა რისკიანი მწვრთნელია”

ლივერპულის “ევერტონის” მთავარმა მწვრთნელმა, ჰოლანდიელმა რონალდ კუმანმა ჟურნალისტებთან მისი და გვარდიოლას ურთიერთობაზე ისაუბრა.

“ჩვენ კარგი მეგობრები ვართ. პეპი უკვე მანჩესტერში ცხოვრობს და უფრო მეტი შანსი გვაქვს, რომ ერთმანეთი ვნახოთ და საღამოობით ვივახშმოთ ხოლმე.”

“გვარდიოლა ხშირად მეკითხება ჰოლანდიურ ფეხბურთზე და მის სპეციკაზე.”

“პეპის მიერ გაწვრთნილი გუნდების: “ბარსელონას”, “ბაიერნის” ბერვი თამაში მაქვს ნანახი და რაც ამ მწვრთნელში აღამფრთოვანებს ის არის, რომ ყოველთვის გახსნილ და აგრესიულ ფეხბურთს თამაშობს და ასე ახერხებს წარამატების მიღწევას. ის, ამის გამო, ძალიან რისკიანია, თუმცა თავის თავში დაჯერებული ადამიანია და ბევრ ტიტულსაც იგებს.”

“სხვა მწვრთნელებიც ახერხებენ თასების აღმართვას, მაგრამ, მათი უმეტესობა, სხვა სტილის ფეხბურთით აკეთებენ ამას,” – განაცხადა ლეგენდარულმა ჰოლანდიელმა.

კუმანი: “რომელუ ლუკაკუს შენარჩუნებას ვცდილობთ”

მერსესაიდული “ევერტონის” ახალმა დამრიგებელმა, რონალდ კუმანმა ყველასათვის ნათელი გახადა ის ფაქტი, რომ “კამფეტები” მაქსიმალურად შეეცდებიან გუნდის ლიდერის, რომელუ ლუკაკუს შენარჩუნებას.

“ეს კლუბი ყოველთვის ცდილობს საუკეთესო ფეხბურთელების შენარჩუნებას. რა თქმა უნდა, ეს ძალიან რთული იქნება “ევერტონისთვის”, თუმცა ჩვენ მაინც ვეცდებით მისთვის კონტრაქტის გახანგრძლივებას.

რომელუს სხვა კლუბებსაც უკავშირებენ, თუმცა ეს ბუნებრივია. ის ამბიციური ფეხბურთელია – კარგ ფეხბურთელებს ყოველტვის აქვთ ამბიციები.”

კუმანმა ბელგიელი შემტევის ტრავმაზეც გააკეთა კომენტარი: “ის სათამაშოდ მზად ჯერ არ არის. ხვალ ის ვერ ითამაშებს (თასის მატჩი “ბორნმუთთან).”

10 ნელი ფეხბურთელი, რომელთაც შესანიშნავი კარიერა აქვთ

სპორტულმა პორტალმა Sportskeeda-მ დაასახელა ათი ნელი ფეხბურთელი, რომლებსაც მშვენიერი კარიერა აქვთ.

პერ მერტესაკერი

1302640-28045876-1600-900

მაიკლ კერიკი

michael-carrick_fvohf0k67l9d1x1y8m6ve09k5

ჩაბი ალონსო

Xabi_Alonso_3118170b

ხუან რომან რიკელმე

Riquelme

დანიელ ვან ბუიტენი

DVB

მატ ლე ტისიე

1921-lsh (1)

ტედი შერინგემი

MANCHESTERS SHERINGHAM CELEBRATES SCORING AGAINST SOUTHAMPTON.

რონალდ კუმანი

koemanok.v1406891085

ანდრეა პირლო

1280082-27594311-1600-900

დიმიტარ ბერბატოვი

FBL-FRA-LIGUE1-MONACO-SOCHAUX

კუმანი: “ზაფხულში რამდენიმე მოთამაშეს დავკარგავთ”

“საუთჰემპტონის” მენეჯერმა, რონალდ კუმანმა განაცხადა, რომ მის კლუბს ზაფხულში წამყვანი მოთამაშეების შენარჩუნება გაუჭრდება.

“ყველაფერს გავაკეთებთ, რომ კლუბში ფეხბურთელები შევინარჩუნოთ. იმედი მაქვს, შარშანდელი ფაქტი არ განმეორდება. თუმცა, რამდენიმე მოთამაშეს დავკარგავთ და ეს ნორმალურია” – ამბობს კუმანი.

მცველი ნათანიელ კლაინი “მანჩესტერ იუნაიტედს” სურს, ხოლო მორგან შნეიდერლენი “არსენალისა” და “ტოტენჰემის” ინტერესთა სფეროში მოხვდა.

 

კუმანი “ფეინოორდს” დატოვებს

როტერდამის “ფეინოორდის” მთავარ მწვრთნელი რონალდ კუმანი სეზონის დასრულების შემდეგ საკუთარ პოსტს დატოვებს. 50 წლის სპეციალისტი კონტრაქტის გახანგრძლივებას არ აპირებს.

“აქ მუშაობის დროს საკმაოდ მჭიდრო ურთიერტობა მქონდა როგორც მოთამაშეებთან, ასევე კლუბის ხელმძღვანელობასთანაც. “ფეინორდში” მუშაობის პირველივე დღიდან სიამოვნებას ვიღებდი. საქმე წარმატებულ კოლექტივთან მქონდა, რომელმაც კარგ შედეგებს მიაღწია. ჩვენ ერთად სამი დაუვიწყდარი წელიწადი გავატარეთ” – განაცხადა კუმანმა.

რონალდ კუმანმა “ფეინოორდი” 2011 წელ ჩაიბარა. მთავარი მწვრთნელის პოსტზე მან მარკო ბენა შეცვალა. ამჟამად როტერდამული კლუბი ერედივიზიონში მეოთე ადგილზე იმყოფება და ლიდერ “აიაქსს” 6 ქულით ჩამორჩება.