გაირკვა: ვინ განსჯის “კუკესისა” და “ტორპედოს” შეხვედრას?

ხუთშაბათს ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით შეხვედრაში ალბანური “კუკესი” ქუთაისის “ტორპედოს” დაუპირისპირდება.

გაირკვა იმ არბიტრების ვინაობა, რომლებიც პრინციპულ ჯახს განსჯიან. ამ თამაშს შვეიცარიელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება. მატჩის მთავარი მსაჯი ალენ ბიერი იქნება.

გეტვყით, რომ ქართულ-ალბანური დაპირისპირების პირველი მატჩი იმერელთა გამარჯვებით, ანგარიშით, 5-2 დასრულდა. პლეი-ოფისთვის ბრძოლა თბილისის დროით. 21:00 საათზე დაიწყება.

საქრთველოს 20-წლამდე ნაკრებმა ალბანეთის 21-წლამდე გუნდი გაანადგურა

დღეს საქართველოს 20-წლამდე ნაკრებმა მორიგი ამხანაგური მატჩი გამართა.

ვასილ მაისურაძის შეგირდები ალბანეთის 21-წლამდე გუნდს დაუპირისპირდნენ. შეხვედრა თავიდან ბოლომდე ჩვენი უპირატესობით წარიმართა, რაც ანგარიშშიც აისახა. გოლის გატანა თამაშის დაწყებიდან მალევე მოვახერხეთ: მეათე წუთზე სპანდერაშვილმა შეაგდო. ტაიმის მიწურულს კი თავი მეკარემაც გამოიჩინა – ნიკა ქავთარაძემ პენალტი მოიგერია.

მეორე ნახევარში კიდევ ორი გოლი გავიდა, ორივე ჩვენი მეტოქის კარში. ჯერ ბუღრიძემ 69-ე წუთზე შეარხია მეტოქის ბადე, ხოლო ნურიმ 73-ეზე საკუთარ კარში ჩაჭრა ბურთი. საბოლოოდ, ჩვენმა ბიჭებმა ასაკით უფრო დიდ ნაკრებს ანგარიშით, 3:0 მოუგეს.

საქართველოს 20-წლამდე ნაკრების შემადგენლობა ასეთი იყო: ქავთარაძე, კიკალიშვილი (კერელეიშვილი 80), ცერცვაძე, ყურშავიშვილი (ბულუხაძე 80), გაბიტაშვილი, ძებნიაური (წულეისკირი 74), ბუღრიძე (შეწირული 80), სამურკასოვი, ფოჩხუა, კვანტალიანი (საღრიშვილი 58), სპანდერაშვილი (ბაკურაძე 74).

სათადარიგონი: ისიანი, გურგენიძე, მუზაშვილი, ბერიაშვილი.

 

ცხადაძის “ქაირათი” ალბანურ გუნდთან დამარცხდა და ევროპის ლიგას გამოეთიშა

დღეს გაიმართა ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებითი შეხვედრები.

ქართველი მწვრთნელის, კახა ცხადაძის ალმათის “ქაირათი” სტუმრად ალბანურ “სკენდერბეუს” ეთამაშა. კორჩეში გამართული შეხვედრა დაძაბული გამოდგა. პირველ ტაიმში გოლი არ გასულა.

მეორე ნახევარში, 50-ე წუთზე ალბანელმა ლილაიმ გამოიჩინა თავი და მასპინძელი კლუბი დააწინაურა. 83-ეზე კი პლაკუმ ორამდე გაზარდა სხვაობა. საბოლოოდ, “სკენდერბეუმ” ანგარიშით, 2-0 იმარჯვა.

შეგახსენებთ, რომ ყაზახეთში ერთი კვირის წინ გამართული დაპირისპირება 1-1 დასრულდა. შესაბამისად, ორი შეხვედრის ჯამში 3-1 და შემდეგ ეტაპზე “სკენდერბეუ” გავიდა.

19-წლამდე ნაკრები ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს

საქართველოს 19-წლამდე ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა დაასრულა და ახლა უკვე 19-წლამდელების მომდევნო თაობის (1999-2000 წლებში დაბადებულები) ჯერია, რომელიც 8-14 ნოემბერს ბოსნიაში გასამართი შესარჩევი ციკლისთვის ემზადება.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ მზადების პროცესში კიდევ ორი ამხანაგური მატჩი დაუგეგმა ნაკრებს. კერძოდ, 30 აგვისტოს და 1 სექტემბერს საქართველოს 19-წლამდე ნაკრები სტუმრად ალბანეთის 19-წლამდე ნაკრებს გაეჯიბრება. გუნდი შეკრებას აგვისტოს ბოლოს, სანაკრებო პაუზაზე, თბილისში დაიწყებს და ალბანეთში 29 აგვისტოს გაფრინდება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების მეტოქეები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ჯგუფში საფრანგეთი, ბოსნია და ანდორა იქნებიან. ტურნირს ბოსნია მასპინძლობს.

Gff.Ge

ლიონის ფან-ზონაში ორი გულშემატკივარი დაჭრეს

ფრანგი ჩინოვნიკები ადასტურებენ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც ოთხშაბათს, ლიონში ევრო 2016-ის ფან-ზონის ტერიტორიაზე ორი ადამიანი დაჭრეს.

რონას რაიონის ხელმძღვანელების ცნობით პოლიციელები საქმეში იმ დროს ჩაერივნენ, როდესაც ადგილობრივები ჰიმნს მღეროდნენ ალბანეთთან მატჩის დაწყების წინ (რომელიც ფრანგთა გამარჯვებით, 2-0 დასრულდა).

ფრანგი და ბელგიელის ჭრილობები (ბარძაყსა და საჯდომზე) საკმაოდ სერიოზული აღმოჩნდა, თუმცა აღნიშნულ ტერიტორიაზე სამართალდამცავებმა იარაღი ვერ აღმოაჩინეს და ვერც ვერავის დაკავება მოახერხეს.

ამ თემასთან დაკავშირებით ოფიციალური პირები შეხვედრას გამართავენ უეფას წარმომადგენელთან და იმ კომპანიის ხელმძღვანელთან, რომელსაც ფან-ზონაში სიმშვიდის დაცვა ევალება. შეგახსენებთ, რომ აქამდე ამ რაიონში შედარებით მშვიდი მდგომარეობა იყო.

საქართველოს ნაკრების ვარჯიში ალბანეთთან მატჩის წინ (ვიდეო)

გასვლაზე ალბანეთის ნაკრებთან ამხანაგურ მატჩამდე ერთ დღით ადრე საქართველოს ნაკრებმა ადგილობრივი საფებურთო კლუბის „ტუეტას“ სტადიონზე ივარჯიშა. აღნიშნული ვიდეო სფფ-ს ოფიციალურმა ვებგვერდმა წარადგინა.

სკანდალი: უეფამ, შესაძლოა, ალბანეთის ნაკრები ევრო 2016-დან მოკვეთოს

უეფამ, შესაძლოა, ევროპის 2016 წლის ჩემპიონატზე ალბანეთის ნაკრებს თამაშის უფლება არ მისცეს.

ალბანელებმა შესარჩევი ეტაპის ბოლო მატჩში სოხმეთის ნაკრები ანგარიშთ 3:0 დაამარცხა, რისი დახმარებითაც ისინი პირველად თავის ისტორიაში კონტინენტალურ პირველობაზე მოხვდნენ. არაერთმა ევროპულმა გამოცემამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ აღნიშნული შეხვედრა გარიგებული იყო, კერძოდ, ალბანელებმა რამდენიმე სომეხ ფეხბურთელს წაგების სანაცვლოდ 500 ათასი ევრო შესთავაზეს.

ამასთან დაკავშირებით უეფა თავისი გამოძიების დაწყებას გეგმავს. იმ შემთხვევაში, თუ ალბანეთი ევრო-2016-დან მოიკვეთება, ტურნირზე მის ადგილს დანიის ნაკრები დაიკავებს, პლეიოფში კი დანიელებს სერბეთის ნაკრები შეცვლის.

ალბანელი მეკარე მატჩის ჩაწყობისათვის 6-თვიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს (ვიდეო)

24 იანვარს, ალბანეთის ჩემპიონატში ნიკოლოზ გელაშვილის “ფლამურტარიმ” საკუთარ მოედანზე “ტეუტა” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 2:1 დაამარცხა. ეს მატჩი ცნობილი იმის შემდეგ გახდა, რაც გაირკვა, რომ თამაში გარიგებული იყო.

ცოტა ხნის წინ, პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც “ტეუტას” მეკარე ალფრედ ოსმანი 6-თვიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს. აღსანიშნავია, რომ ოსმანი მოედანზე 46-ე წუთზე გამოჩნდა.

გარიგებული მატჩი ალანეთში, რომელშიც ნიკოლოზ გელაშვილის გუნდი მონაწილეობდა (ვიდეო)

24 იანვარს, ალბანეთის სუპერლიგის მე-19 ტურში, “ფლამურტარიმ”, რომლის ღირსებასაც ნიკოლოზ გელაშვილი იცავს, საკუთარ მოედანზე “ტეუტა” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 2:1 დაამარცხა.

ალბანურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ეს მატჩი გარიგებული გახლდათ. 87-ე წუთიდან, როცა ანგარიში 1:1 იყო, მასპინძლებს გოლის გატანის არაერთი შანსი მიეცათ, თუმცა მათ მეტოქის კარის დალაშქვრა მცველის კურიოზული შეცდომის შემდეგ მოახერხეს.

საინტერესოა, რომ “ფლამურტარის” გულშემატკივრებმა საყვარელი გუნდის ფეხბურთელებს სტვენაც კი დაუწყეს.

აღსანიშნავია, რომ ნიკოლოზ გელაშვილს ამ შეხვედრაში მონაწილეობა ტრავმის გამო არ მიუღია.

სერბი და ალბანელი ფეხბურთელების ერთობლივი აქცია

რომის “ლაციოს” სერბმა და ალბანელმა ფეხბურთელებმა ერთობლივი ფოტო გადაიღეს ნიშნად იმისა, რომ მათი ქვეყნების ნაკრებებს შორის გამართული მატჩის მიმდინარეობის დროს მომხდარი კონფლიქტი დაუყოვნებლივ უნდა ამოიწუროს.

აღნიშნული აქციის საერთო სახელწოდებაა “ერთად”.

კამპანიაში მონაწილეობა მიიღეს “ლაციოს” სერბმა ფეხბურთელებმა ფილიპ ჯორჯევიჩმა და დუშან ბასტამ და კლუბის ალბანელმა მოთამაშეებმა ეტრიტ ბერიშამ, ლორიკ ცანამ და ტომას სტრაკოშამ.

უეფა ბელგრადის ინციდენტს გამოეხმაურა

სერბეთის და ალბანეთის ფეხბურთის ფედერაციები სანქციების მოლოდინში არიან. ამ ქვეყნების ნაკრებებს შორის ჩაშლილ მატჩს უეფას სადისციპლინო კომიტეტი განიხილავს.

თავის მხრივ, უეფას პრეზიდეტნმა ბელგრადში მომხდარ დაპირისპირებას უპატიებელი პრეცენდენტი უწოდა, რაც იმას უნდა ნიშნავდეს, რომ აღნიშნული ქვეყნები სერიოზულად დაისჯებიან.

სერბეთისა და ალბანეთის ფეხბურთის ფედერაციებს წაყენებულ ბრალდებებზე აპელაციის შესატანად ვადა 22 ოქტომბრამდე აქვთ.

ივანოვიჩი: “ალბანელებმა თქვეს, რომ თამაშს ვეღარ გააგრძელებდნენ”

სერბეთის ნაკრების კაპიტანმა, ბრანისლავ ივანოვიჩმა, ალბანეთთან მატჩის დროს ბელგრადში მომხდარი ინციდენტის შესახებ ისაუბრა.

“მომხდარის ახსნა შეუძლებელია. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ შეხვედრის გაგრძელება გვსურდა. ალბანელები მოედნიდან ჩვენ გავაცილეთ.

მსაჯებთან საუბრის შემდეგ ალბანურმა გუნდმა განაცხადა, რომ ფსიქოლოგიურად მატჩის გასაგრძელებლად მზად არ იყო” – განაცხადა ჩელსის მცველმა.