გვილია: “ვცდილობდი, უთამაშებლობა ნაკრებში არ შემტყობოდა – “ბატეს” დუბლებშიც კი გამოვდიოდი”

დღეს საქართველოს ეროვნული ნაკრები “მიხეილ მესხზე” ლიტვას დაუპირისპირდა და ამხანაგური მატჩი ანგარიშით, 4-0 მოიგო. გამარჯვების შემდეგ ჟურნალისტებს ჩვენი გუნდის ნახევარმცველი, ვაკო გვილია ესაუბრა.

“თავიდანვე მაღალი ტემპის პრესინგით დავიწყეთ. გამჭოლი პასები, ბურთის კონტროლი, ამ ყველაფერმა შედეგი გამოიღო. მნიშვნელოვანია, რომ ეს შემართება შევინარჩუნოთ – შემდეგ კი ყველაფერი ასე კარგად იქნება. პირადად მე, რამდენიმე ხანი უთამაშებელი ვიყავი, თუმცა როცა ნაკრებში ჩამოვდიოდი ვცდილობდი, ეს არ შემტყობოდა და ბოლომდე დავხარჯულიყავი. “ბატეში” როცა ვთამაშობდი, დუბლებშიც გამოვდიოდი, რომ ნაკრების თამაშებისთვის მზად ვყოფილიყავი. ახლა ბედნიერი ვარ არსებული სიტუაციით – იმედია, ყველაფერი კიდევ უფრო უკეთესობისკენ წავა,” – ამბობს გვილია.

ბორისოვის “ბატე” პრაღის “სლავიასთან” დამარცხდა – გვილია ისევ სკამზეა

დღეს ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი შეხვედრები გაიმართა.

ერთ-ერთ მატჩში სლავიას “პრაღა” ბორისოვის “ბატეს” დაუპირისპირდა. ამ უკანასკნელში თამაშობს ქართველი ფეხბურთელი, ვაკო გვილია. ჩვენი ნაკრების ნახევარცველს სათადარიგოთა სკამიდან მოუწია მთელი შეხვედრის ყურება.

მატჩი დაძაბული გამოდგა და ერთადერთი გოლი გავიდა. მისი ავტორი ჩეხური კლუბის გამოცდილი თავდამსხმელი, მილან შკოდა გახდა. მან მე-20 წუთზე თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან მოახერხა გოლის გატანა.

აქვე გეტყვით, რომ მომდევნი მატჩი ორ აგვისტოს, უკვე ბორისოვში, “ბორისოვ არენაზე” თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.

“ბატემ” “ალაშკერტს” სომხეთში სძლია – გვილია სათადარიგოთა სკამზე დარჩა

დღეს ჩემპიონთა ლიგის მეორე სკავალიფიკაციო ეტაპის განმეორებთი მატჩები იმართება.

ერევანში ადგილობრივი “ალაშკერტი” ბორისოვის “ბატეს” დაუპირისპირდა. ამ უკანასკნელში თამაშობს ქართველი ნახევარმცველი, ვაკო გვილია. იგი სათადარიგოთა სკამზე იჯდა და მატჩში მონაწილეობა არ მიუღია.

დაპირისპირებაში ანგარიში სომხებმა გახსნეს. თუმცა, შემდეგ სტუმრებმა სამი გოლი გაიტანეს. ორი მატჩის ჯამში – 4-2 “ბატეს” სასარგებლოდ და შემდგ ეტაპზე სწორედ გვილიას კლუბი გავიდა.

 

ლეგიონი: ვაკო გვილიამ ბელარუსის ჩემპიონატში კვლავ გაიტანა (ვიდეო)

დღეს ბელარუსის ჩემპიონატის 23-ე ტურის შეხვედრები გაიმართა. ერთ-ერთ მატჩში ბორისოვის “ბატე” ნოვოპოლოცკის “ნაფტანს” დაუპირისპირდა და მეტოქე 4-1 გაანადგურა.

მე-9 წუთზე როდიონოვმა გახსნა ანგარიში. მეორე გოლი გამარჯვებულთა მხრიდან მე-19 წუთზე ქართველმა ლეგიონერმა, ვაკო გვილიამ გაიტანა. პირველ ტაიმში კიდევ ერთი გოლი გავიდა – როდიონოვმა დუბლი შეასრულა. მეორე ნახევარში 61-ე წუთზე ტეპლოვმა ერთი ბურთი გაქვითა. 90-ე წუთზე კი გორდეიჩუკმა ისევ სამამდე გაზარდა “ბატეს” უპირატესობა და მატჩს წერტილი დაუსვა.

ვაკო გვილია: “ჩვენი მიზანი მომავალ წელს ჩემპიონთა ლიგაზე თამაშია!”

ბელარუსულ “ბატეში” ქართველი მოთამაშე, ვაკო გვილია გამოდის. იგი ამ კლუბში გასულ ზაფხულზე გადავიდა. ჩვენი სპორტსმენის გუნდი ევროპის ლიგის პლე-ოფიდან გამოვარდა , თუმცა ქვეყნის ჩემპიონატში ძალიან კარგად აქვს საქმე. “ბატემ” 22-ე ტურის შეხვედრა “ნემან გროდნოსთან”, ანგარიშით, 4-0 მოიგო და ამჟამად 54 ქულით პირველ ადგილზეა. ბელარუსული კლუბი მეორე ადგილოსანს 15 ქულით უსწრებს.

Fanebi.Com-ი დაუკავშრდა ვაკოს და მასთან ინტერვიუ ჩაწერა.

– “ნემან გროდნოსთან” პრემიერ ლიგის ბოლო ტურში 4-0 იმარჯვეთ. შეაფასეთ ეს შეხვედრა როგორც გუნდური, ასევე ინდივიდუალური თვალსაზრისით…

– თამაში ჩვენი უპირატესობით მიმდინარეობდა. მიუხედავად იმისა, რომ დიდი ანგარიშით გავიმარჯვეთ, კიდევ გვქონდა უხვად მომენტები. ბევრი შანსი ვერ გამოვიყენეთ. რაც შეეხება ჩემს ასპარეზობას… ამის შეფასება მწვრთნელის კომპეტენციაა. მე ვაანალიზებ საკუთარ თამაშს. გამომაქვს დასკვნა შეცდომებიდან და ვემზადები შემდეგი მატჩისთვის.

– “ბატეს” 22 ტურის შემდეგ 54 ქულა აქვს და მეორე ადგილოსანს 15 ქულით უსწრებს. ჩემპიონატის დასრულებამდე 8 ტურია. თქვენი აზრით, გუნდი უკვე ჩემპიონია?

– გეთანხმებით, 15 ქულა – ეს ძალიანდ დიდი უპირატესობაა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ გვაქვს მოდუნების უფლება. ეს დაუშვებელია! როცა უახლოეს მდევარ გუნდს თეორიული შანსიც კი არ ექნება, აი მაშინ იქნება “ბატე” ჩემპიონი!

– ევროპის ლიგის პლეიოფში “ასტანასთან” დამარცხდით ორი მატჩის ჯამში. შესაბამისად, წელს ევროპის ლიგაზე ვერ ითამაშებთ. პლეიოფში წარუმატებლობის მიზეზებზე რას გვეტყვი?

– რეალურად, პრობლემებმა ტავი ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე იჩინა. მაშინ “დანდალკთან” დავმარცხდით. ვფიქრობ, ადგილი ჰქონდა ზემდეტად თავდაჯერებულობას და ცოტათი მოდუნებული იყო გუნდი.

ხოლო, როცა ევროპის ლიგის პლეი-ოფში გადავერთეთ, “ასტანასთან” გასვლაზე ორი გოლი გავუშვით ჩვენი შეცდომების გამო. სახლში გვქონდა შანსი, ვიგებდით, ანგარიშით, 1-0, მაგრამ როცა გაგვითანაბრეს, უკვე სასურველი შედეგის მიღწევა ძალიან რთული იყო.

– შეუძლია “ბატეს” მომავალში ძველებურად წარმატებულად ითამაშოს ევროტურნირებზე?

– რა თქმა უნდა, შეუძლია! შემდეგ საეზონში ჩვენ კონკრეტული მიზანი გვაქვს და ეს ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრაა. აქედანვე ვიწყებთ მზადებას ყველა კუთხით. უფლის წყალობით, ყველაფერი კარგად იქნება!

ჩემპიონთა ლიგის კვირის სიმბოლური ნაკრები

უეფა-ს ოფიციალურ საიტზე ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის სიმბოლური ნაკრები გამოქვეყნდა, რომელიც შემდეგნაირად გამოიყურება:

მეკარე: მარკ-ანდრე ტერ შტეგენი („ბარსელონა“)
მცველები: ლორენ კოშელნი („არსენალი“), ნალდო („ვოლფსბურგი“), ჯეფრი ბრუმა (პსვ), ფილიპ მლადენოვიჩი (ბატე)
ნახევარმცველები: დანიელ მილიჩევიჩი („გენტი“), სელჩუკ ინანი („გალათასარაი“), ედენ აზარი („ჩელსი“)
თავდამსხმელები: რაჰიმ სტერლინგი („მანჩესტერ სიტი“), ოლივერ ჟირუ („არსენალი“), კრიშტიანუ რონალდუ („რეალი“)

Vx6ovHL

ჰალკმა „ბატესთან“ მატჩში ბურთი კუთხურიდან ჩაახვია (ვიდეო)

ბელორუსის „ბატესთან“ ამხანაგურ მატჩში სანქტ-პეტერბურგის „ზენიტის“ თავდამსხმელმა ჰალკმა ეფექტური გოლი გაიტანა. ბრაზილიელმა ბურთი კუთხურიდან ჩაახვია, რაც მეკარისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა.

“ბილბაო” – “ბატე” 2:0

ჩემპიონთა ლიგის მე-6 ტურის შეხვედრაში “ბილბაომ” საკუთარ მოედანზე “ბატე” მიიღო. შეხვედრა ესპანელთა დამაჯერებელი გამარჯვებით, 2:0 დასრულდა. შედეგად, “ბილბაო” ევროპა ლიგაზე იასპარეზებს, ხოლო “ბატესთვის” ევროსეზონი დასრულებულია.

ბილბაო 2-0 ბატე

გოლები: სან ხოსე 47′ ; სუსაეტა 88′

შახტარი – ბატე 5:0

ჩემპიონთა ლიგის მეოთე ტურის შეხვედრაში დონეცკის “შახტარმა” ლვოვში “ბატეს” უმასპინძლა და მეტოქეს ხუთი უპასუხო გოლი გაუტანა.

შახტარი 5-0 ბატე

გოლები: სრნა 19′ ; ტეიშეირა 48′ ; ლუის ადრიანო 58′ ; 82′ ; 90+3

ლუის ადრიანომ მესის რეკორდი გაიმეორა

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში დონეცკის “შახტარი” ბორისოვის “ბატეს” დაუპირისპირდა და მეტოქე ანგარიშით 7:0 გაანადგურა. აღნიშნულ შეხვედრაში უკრაინული გუნდის 27 წლის ბრაზილიელმა თავდამსხმელმა ლუის ადრიანომ სუპერპოკერი შეასრულა ანუ ხუთი გოლი გაიტანა (ორი პენალტით), რითაც “ბარსელონას” ლიდერ ლიონელ მესის რეკორდი გაიმეორა.

შეგახსენებთ, რომ კატალონური გუნდის არგენტინელმა ფეხბურთელმა 2012 წლის მარტში ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე ლევერკუზენის “ბაიერს” ხუთი ბურთი გაუტანა და გახდა პირველი მოთამაშე, რომელმაც ევროპის საკლუბო ფეხბურთის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე ასეთი რამ გააკეთა. მაშინ “ბარსელონამ” “ბაიერი” ანგარიშით 7:1 დაამარცხა.

 

„ბატე“ – „შახტარი“ 0:7

ჩემპიონთა ლიგის H ჯგუფის შეხვედრაში ბორისოვის „ბატე“ შინ დონეცკის „შახტართან“ კატასტროფული ანგარიშით 0:7 დამარცხდა.

„ბატე“ – „შახტარი“ 0:7 (0:6)

გოლები: ტექსეირა 11′, ლუის ადრიანო 27′ (პენ), 36, 40, 44, 82 (პენ), დუგლას კოსტა 35′

ბატე – ბილბაო 2:1

ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურის შეხვედრაში გამარჯვება ბელორუსის “ბატემაც” მოიპოვა. ბორისოველებმა საკუთარ მოედანზე ბილბაოს “ატლეტიკოს” უმასპინძლეს და მოწინააღმდეგე მინიმალური სხვაობით, 2:1 დაამარცხეს.

ბატე 2-1 ბილბაო

გოლები: პოლიაკოვი 19′ (1:0); კარნიცკი 41′ (2:0); ადურისი 45′ (2:1)